paysafecard-ის ზოგადი წესები და პირობები (T&Cs) ვერსია: დეკემბერი, 2015 1. ზოგადი დებულებები 1.1 გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს, რადგან ეს არის ის პირობები, რომლითაც თქვენ იხელმძღვანელებთ paysafecard-ის ("paysafecard") გამოყენებისას. აღნიშნული წესები და პირობები არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობას ჩვვენს შორის. 1.1. თქვენი paysafecard გაცემულია და უზრუნველყოფილია “Prepaid Services Company Limited”-ის მიერ (შემდგომში ნახსენები როგორც "PSC", "ჩვენ", ან "ჩვენ"), რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს შემდეგ მისამართზე Part Floor 27, 25 Canada Square, Canary Wharf, ლონდონი E14 5LQ, გაერთიანებული სამეფო (კომპანიის ნომერი 05761861). PSC გააჩნია ლიცენზია გასცეს ფული ელექტრონული სახით, რომელიც გაცემულია ბრიტანეთის ფინანსური ქცევის ხელისუფლების (FCA) მიერ და შესაბამისად ექვემდებარება FCA ზედამხედველობას გაერთიანებულ სამეფოში (FCA რეგისტრაციის ნომერი 900021). PSC ნახსენები ლიცენზიის პირობებში გასცემს paysafecard პროდუქტს მთელს ევროპულ ეკონომიკურ ზონაში და არის საერთაშორისოდ აღიარებული საგადასახადო სისტემური ოპერატორი და საგადასახადო სისტემის პროვაიდერი. paysafecard პროდუქტი ასევე ხელმისაწვდომია არა-ევროპულ ბაზარზეც და მისი ოპერირება ხდება ჩვენთან აფილირებული კომპანიების მიერ. 1.3 paysafecard-ის შეძენითა და გამოყენებით, თქვენ თანხმდებით დაიცვათ წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებანი. 1.4 შესაძლოა ჩვენ შევცვალოთ წინამდებარე წესები და პირობები, იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით საჭიროდ. თუ ასე გავაკეთებთ, აუცილებლად გავცემთ სათანადო შეტყობინებას ცვლილებამდე ორი (2) კვირით ადრე. ყოველი შეტყობინება და ხვლილება განთავსებული იქნება www.paysafecard.com ("ვებ-გვერდი"). ასეთი ცვლილებებისა და შეტყობინების გასაგებად, თქვენ უნდა შეამოწმოთ ვებ-გვერდი რეგულარულად. შეთანხმებულია, რომ თქვენ უნდა დაეთანხმოთ ცვლილებას, თუ არ გამოაგზავნით უარს წერილობითი სახით ცვლილების ძალაში შესვლამდე. თუ თქვენ წერილობითი სახით არ განაცხადებთ უარს ცვლილებაზე შეტყობინებამდე ორი (2) კვირით ადრე, მოდიფიკაცია ჩაითვლება მიღებულად და გახდება ჩვენი ხელშეკრულების ეფექტური ნაწილი. თქვენ გაქვთ უფლებამოსილება შეწყვიტოთ ხელშეკრულება ცვლილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლამდე. ჩვენ უნდა მივუთითოთ შეუსაბამო შედეგებზე და ხელშეკრულების თავისუფალი და დაუყოვნებლივი შეწყვეტის ცვლილების უფლებაზე. ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თავი 6 (შეწყვეტა). მარტივი ფუნქციონირების გაღრმავება ან ახალი მომსახურების დანერგვა არ მიიჩნევა ხელშეკრულების შესწორებად. ჩვენი ვებგვერდიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ წესები და პირობები. 2. გადასახადი 2.1. ჩვენ არ ვაკისრებთ რაიმე გადასახადს ვებგვერდზე ბალანსისა და განცხადების შესამოწმებლად. თუმცა, შემდეგი გადასახადები ვრცელდება: 2.1.1 ბალანსის განახლებაზე/ტრანზაქციის ისტორიაზე, მე-4 თავის მე-8 და მე-9 პუნქტის შესაბამისად: უფასო 2.1.2 paysafecard გადაფორმდება მე-4 თავის მე-10 პუნქტის და მე-8 თავის მე-8 პუნქტის შესაბამისად: უფასო 2.1.3 გადახდის მოსაკრებელი მე-5 თავის შესაბამისად: 20 ლარი. აღნიშნული მოსაკრებელი პირდაპირ გამოიქვითება paysafecard-ის ბალანსიდან. 2.1.4 ყოველთვიური მომსახურების გადასახადი: უფასო შეძენიდან პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 5 ლარი თვეში. აღნიშნული გადასახადი გამოიქვითება პირდაპირ paysafecard-ის ბალანსიდან. 2.1.5 გაცვლითი კურსი საურავი მე-7 თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 2%, 4.04% გარიგების მოცულობის შესაბამისად. 3. paysafecard-ის შეძენა 3.1 ჩვენ გვაქვს ურთიერთობა რამოდენიმე სადისტრიბუციო კომპანიასთან (”დისტრიბუტორი”), სადაც შესაძლებელია paysafecard-ის შეძენა. დისტრიბუტორების თქვენთან ახლოს მდებარე ოფისების მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე. 3.2 თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ paysafecard მხოლოდ დისტრიბუტორისაგან, paysafecard-ზე ასახული თანხის გადახდის შემდეგ ("ღირებულება"). 3.3 ყოველდღიურად შეგიძლიათ შეიძინოთ 10-მდე paysafecard დისტრიბუტორისაგან. 3.4 თითოეულ paysafecard გააჩნია უნიკალური პერსონალური საინდეტიფიკაციო ნომერი ("PIN"). paysafecard-ის შეძენისას, დისტრიბუტორი გამოგცემთ ქაღალდის ვაუჩერს, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად იხილავთ თქვენს PIN. თუ დისტრიბუტორი არის ელეტრონული გამყიდველი, თქვენი PIN მოწოდებული იქნება ელექტრონული ფორმით და უნდა დაბეჭდოთ უსაფრთხოდ შესანახად. ჩვენ შორის ხელშეკრულება ფორმდება განუსაზღვრელი ვადით 4. paysafecard-ის გამოყენება 4.1 თქვენ შეგიძლიათ paysafecard-ის გამოყენება ონლაინ მოვაჭრეებთან და მომსახურების პროვაიდერებთან, რომელიც მიიღებს paysafecard-ს, როგორც გადახდის საშუალებას (”ინტერნეტ მაღაზია”). paysafecard-ის შეძენის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ამ ინტერნეტ მაღაზიებში პროდუქტებისა და მომსახურების შესაძენად. იმისათვის, რომ გამოიყენოთ paysafecard, აუცილებლად გესაჭიროებათ წვდომა ინტერნეტთან დაკავშირებულ კომპიუტერთან, სადაც JavaScript უნდა იყოს ჩართული ბრაუზერში ან ფლეშ მოდული უნდა იყოს დაყენებული. 4.2 თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი paysafecard ისეთი სიხშირით, როგორც გსურთ სრული ღირებულების საქონლის ან მომსახურების შესაძენად. 4.3 თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 10-მდე paysafecard ერთი და იმავე ტრანზაქციისათვის. თუმცა, თითოეული ტრანზაქციისას საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს ინტერნეტ მაღაზიაში. 4.4 როდესაც გადაიხდით თქვენი paysafecard-ით, საჭირო იქნება paysafecard-ის PIN-ის შეყვანა. 4.5 PIN-ის შეყვანის შემდეგ, თქვენ ინტერნეტ მაღაზიებს უფლებას აძლევთ თქვენი paysafecard-დან ჩამოჭრან თანხა დაუყოვნებლივ შესაბამისი პროდუქტისა/მომსახურებისათვის. ამავ დროულად, თქვენ შეუქცევადად გვაძლევთ უფლებას ჩვენ განვახორციელოთ paysafecard-დან თანხის დაქვითვა და ინტერნეტ მაღაზიის გადასახადის ავტორიზება. 4.6 paysafecard-ის ყველა დებიტი უნდა იყოს ლარში. თუ თქვენ იხდით საქონლის ან მომსახურების ღირებულებას სხვა ვალუტაში, გადასახდელი რაოდენობა უნდა იქნეს დაკონვერტირებული შესაბამის ვალუტაში ვებგვერდზე ტრანზაქციის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად (ვებგვერდის ბმული: www.paysafecard.com/ka-ge/currency- calculator/). ხელმისაწვდომი გაცვლითი კურსი ნაჩვენები იქნება ტრანზაქციის დროსაც. 4.7. აკრძალულია არასანქცირებული ინტერნეტ პლათფორმებიდან paysafecard-ის მეშვეობით გაყიდვა, ვაჭრობა ან შესყიდვა. ეს აკრძალვა ეხება ე.წ. "გაცვლით პლატფორმებს", სადაც paysafecard PIN იყიდება უკანონოდ. Paysafecardის შეძენა ინტერნეტით ნებადართულია მხოლოდ ავტორიზებული იმ ონალინ ვებ მაღაზიების მეშვეობით, რომლებიც წარმოდგენილია ვებგვერდზე. 4.8 თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი paysafecard-ის ბალანსი ვებგვერდზე. 4.9 ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე შეამოწმოთ თითოეული paysafecard -ით განხორციელებული ტრანზაქციების ჩანაწერები. 4.10 თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი paysafecard არის დეფექტური, დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ, მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში დარეკვით (შეამოწმეთ www.paysafecard.com) ან ელ-ფოსტის მეშვეობით (info@paysafecard.com). თუ შეუძლებელია დეფექტის გამოსწორება, ჩვენ უზრუნველგყოფთ ახალი paysafecard-ით. თუ ახლად გამოყენებული paysafecard-ის ღირებულება დეფექტურ paysafecard-ზე არსებულ ბალანსზე მეტია, თქვენ უნდა გადაგვიხადოთ დამატებითი თანხა და დაფაროთ განსხვავება. 5. გამოსყიდვის უფლება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს paysafecard-ზე დარჩენილი თანხის გამოსყიდვა. ამისათვის უნდა გამოაგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე info@paysafecard.com სადაც მოითხოვთ გამოსყიდვას ან უნდა დაუკავშჳრდეთ paysafecard-ის მომხმარებელთა მომსახურების გუნდს შემდეგ ბმულზე www.paysafecard.com). თანხის დაბრუნებამდე, ჩვენ დაგვჭირდება თქვენგან paysafecard-ის სერიული ნომრის მოწოდება, ასევე უნდა გვაცნობოთ paysafecard-ზე დარჩენილი თანხის ოდენობა, თვენი სრული სახელი, ელ-ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ასევე მოთხოვნადია საინდეტიფიკაციო ფოტო საბუთის და paysafecard-ის მკაფიო ასლი, ისევე როგორც თქვენი პირადი საბანკო ანგარიშის დეტალები, სადაც გსურთ თანხის გადმორიცხვა. იმისათვის, რომ ჩვენ შევძოთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, გამოსყიდვის მოთხოვნის შესრულებამდე, შესაძლოა მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია. გამოსყიდვის მოსაკრებელი გამოიქვითება. ჩვენ მიერ მოთხოვნილი და მიღებული პირადი მონაცემები საჭიროა აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული მომსახურების უზრუნველსაყოფად და წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ გამოხატავთ თანხმობას თქვენი პირადი მონაცემების მიღება, დამუშავებასა და შენახვაზე მე-12 თავში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლისის შესაბამისად. 6. შეწყვეტა 6.1 წინამდებარე წესებისა და პირობების თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ხელშეკრულება და მე-5 თავის თანახმად, უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი paysafecard-ის არსებული ბალანსის დაბრუნება. 6.2 თუ შეწყვიტავთ paysafecard-ის გამოყენებას, ჩვენ დავბლოკავთ მას შემდეგ დღეს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) ასე ,რომ მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება. თქვენ არ გექნებათ უფლება დაიბრუნოთ ის თანხა, რომელიც უკვე დახარჯული გაქვთ საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვაზე. 6.3 თუ შეწყვიტავთ paysafecard-ის გამოყენებას, ჩვენ ორგანიზებას გავუწევთ გამოუყენებელი თანხის დაბრუნებას, მას შემდეგ, რაც ყველა ტრანზაქციის და მოსაკრებლი გდაქვითვა მოხდება მე-5 თავის შესაბამისად. 6.4 ჩვენ შეიძლება დავბლოკოთ ან შევწყვიტოთ paysafecard და ჩვენი ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, თუ გაგვიჩნდება ეჭვი paysafecard-ის თაღლითობისა და არამიზნობრივი გამოყენების თაობაზე, თუ ჩვენ გაგვაჩნია უსაფრთოების სხვა პრობლემა ან თუ უნდა მოვიქცეთ ასე კანონის შესაბამისად. ეს გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი, რომ paysafecard შესყიდულია ფაილების გაცვლით საიტებზე/ბირჟაზე ან მსგავსი ადგილებიდან, გადახდის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ. თუ დაგვიკავშირდებით და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ასეთი გარემოება არ განმეორდება, ჩვენ ვუზრუნველყოფთ paysafecard-ის შეცვლას. თუ ახლად გამოყენებული paysafecard-ის ღირებულება დეფექტურ paysafecard-ზე არსებულ ბალანსზე მეტია, თქვენ უნდა გადაგვიხადოთ დამატებითი თანხა და დაფაროთ განსხვავება. 7. ვალუტა 7.1 paysafecard გაიცემა ლარში. საქონლის/მომსახურების შესაძენად განხორცილებული ნებისმიერი გადახდა უნდა დაკონვერტირდეს ლარში ტრანზაქციის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად. ხელმისაწვდომი გაცვლითი კურსი ყოველდღიურად აისახება ვებგვერდზე (ვებგვერდის ბმული: www.paysafecard.com/ka-ge/currency-calculator/) და გამოჩნდება ტრანზაქციის დროს. გამოყენებული გაცვლითი კურსი და თანხა, რომელიც ჩამოიჭრება paysafecard-დან ასევე აისახება ტრანზაქციის დროს. 7.2 თითოეული განხორცილებული ჯვარედინი ტრანზაქციების დროს, (paysafecard ვალუტა არ არის გადასახდელი ვალუტა ინტერნეტ მაღაზიებში) სადაც ევრო არ არის ჩართული, თითოეული ჯვარედინი ტრანზაქციისთვის გაცვლითი კურსის მოსაკრებელი, ტრანზაქციის თანხის 2% გამოიქვითება. თუმცა ვალუტის ჯვარედინი ტრანზაქციისთვის, სადაც ევრო არ არის ტრანზაქციაში ჩართული, ტრანზაქციის თახნის გაცვლითი კურსის 4.04 % საკომისიო დაიქვითება. 8. შენი ვალდებულება სათანადო ზომების, უსაფრთხოებისა მისაღებად და PIN დასაცავად 8.1 თქვენ უნდა შეამოწმოთ ქვითარს ან paysafecard-ის დასტურს თუ აქვს PIN და სერიული ნომერი. თუ თქვენ არ შეგიძლია წაიკითხოთ PIN და სერიული ნომერი ან თუ დარწმუნებული ხართ, რომ დასტური არ არის ზუსტი, მაშინ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ ტელეფონით (საჭიროა დაკავშირება შემდეგ ბმულზე www.paysafecard.com/ka-ge/help/contact-form/) ან ელ-ფოსტის საშუალებით (info@paysafecard.com), სადაც მითითებული იქნება paysafecard-ის სერიული ნომერი. შემდეგ ჩვენ უზრუნველგყოფთ ახალი paysafecard-ით. თუ არ შეგიძლიათ PIN წაკითხვა, მაგრამ შეგიძლიათ paysafecard-ის სერიული ნომრის წაკითხვა, მაშინ უნდა გამოაგზავნოთ დაბეჭდილი ასლი ელ-ფოსტის მეშვეობით. შევამოწმებისთანავე გამოგიგზავნით ახალ paysafecard-ს. 8.2 თქვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი paysafecard, PIN უსაფრთხოება და დაიცვათ არაავტორიზებული მესამე მხარისგან. არ გასცეთ PIN სხვა არაავტორიზებულ მესამე პირზე. 8.3 თუ დაკარგავთ თქვენს paysafecard, მოხდენა მისი ახლით ჩანაცვლება. 8.4 გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი paysafecard დაიკარგება ან მოიპარავენ, შესაძლოა დაკარგოთ paysafecard-ზე არსებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ. 8.5 თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი paysafecard მოიპარეს, უნდა გვაცნობოთ დაუყოვნებლივ. ორივე შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ ტელეფონით (საჭიროა დაკავშირება შემდეგ ბმულზე www.paysafecard.com/ka-ge/help/contact-form/) ან ჩვენს გვერდზე (www.paysafecard.com) არსებული PIN დაბლოკვის ხელსაწყოს მეშვეობით ან ელ- ფოსტის საშუალებით (info@paysafecard.com), რათა მოხდეს paysafecard-ზე არსებული ბალანსის დაბლოკვა. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ paysafecard-ის დაბლოკვა, მოგთხოვთ სერიულ ნომერს. 8.6 თუ გვექნება მიზეზი თქვენი მხრიდან ვივარაუდოთ თაღლითობა, გამიზნული ან გაუფრთხილებელი ქცევა და თუ თქვენი საჩივარი წარმოდგენილია 8.5 თავში მითითებულ დროში, ჩვენ უზრუნველგყოფთ ახალი paysafecard-ით, რომელზეც არსებული თანხა იქნება გამოკვლეული. 8.7 სანამ მოგაწვდით ახალ paysafecard, თქვენ უდა მოგვაწოდოთ დაკარგული/მოპაურლი paysafecard-ის შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი. Paysafecard-ის მოპარვის შემთხვევაში, თვენ უნდა მოგვაწოდოთ პოლიციის მიერ გაცემული დანაშაულის საცნობარო ნომერი. ნებისმიერი სხვაობა დაბლოკილი paysafecard-ის ღირებულებასა და ახლად გაცემული paysafecard-ის ღირებულებას შორის დაიფარება თქვენს მიერ. 9. საჩივარი თუ არ ხართ კმაყოფილი ჩვენი paysafecard ან გაწეული მომსახურებით, გვაცნობეთ ელ- ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე info@paysafecard.com, რომ შევძლოთ გამოვიკვლიოთ გარემოება. ნებისმიერი საჩივარი განხილული იქნება სწრაფად და სამართლიანად. 10. მოვაჭრეებთან დავა 10.1 თუ თქვენ დაობთ paysafecard -ით განხორციელებულ შესყიდვაზე, უნდა მოაგვაროთ შესამაბის ინტერნეტ მაღაზიასთან, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები paysafecard-ის მეშვეობით შეძენილი საქონლის ან მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე ან სხვა ასპექტზე. 10.2 გახსოვდეთ, რომ როცა თქვენ გამოიყენებთ paysafecard-ს ნივთის შესაძენად, ჩვენ ვერ შევძლებთ შევაჩეროთ ტრანზაქცია. 11. ვალდებულება 11.1 თუ ხართ დაზარალებული ჩვენი მიზეზით, ჩვენ პასუხს ვაგებთ დანაკარგზე, paysafecard-ის ბალანსის დანაკარგის მაქსიმუმზე და არა სხვა დანაკარგზე (მაგ,რეპუტაციის დაკარგვა). 11.2 თუ ითაღლითებთ ან თ არ გამოიყენებთ paysafecard-ს წესებისა და პირობების შესაბამისად, თქვე იქნებით პასუხისმგებელი paysafecard-თან დაკავშირებულ ყველა დანაკარგზე. თუ თქვენ არ იზრუნებთ სათანადოდ და ეს გამოიწვევს დანაკარგს, სავარაუდოდ თქვენ იქნებით ამაზე პასუხისმგებელი. 11.3 ჩვნ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ინტერნეტ მაღაზიისთვის paysafecard -ით გადარიცხვის შეუსრულებლობაზე ან ავტორიზაციის უარყოფაზე. 11.4 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ნებისმიერ დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია ღვთიური განგებით, არეულობით, ომით, სტიქიური უბედურებებით ან სხვა მოვლენებით, რომლებიც სცდება ჩვენი კოტროლის ფარგლებს. 11.5 ჩვენ არ ვიძლევით paysafecard-ის სისტემასთან უწყვეტი წვდომის გარანტიას, კერძოდ, წვდომას სადისტრიბუციო ოფისების ან ინტერნეტ მაღაზიების სისტემებთან. 12. მონაცემთა დაცვა ჩვენ არ ვაგროვებთ პირად მონაცემებს როდესაც შეისყიდით ან იყენებთ სადისტრიბუციო ოფისში შეძენილ paysafecard-ს. პირადი მონაცემები ინახება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ წარმოადგენთ პირად მონაცემებს ჩვენს ვებგვერდზე. ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტ საინტდეტიფიკაციო მარკერებს ჩვენი ვებგვერდის გამოსაყენებლად. სრული პირადი მონაცემები გადაეცემა კონფიდენციალური პოლისის შესაბამისად, რაც შეიძლება იქნას განხილული www.paysafecard.com/ka-ge/data-protection/. 13. სახელშეკრულებო ურთიერთობის დანიშნულება წესებისა და პირობების ფარგლებში, ჩვენ შეიძლება ნებისმიერ დროს გადავცეთ უფლება და მოვალეობები სხვა კომპანიას, რის დროსაც თქვენი ინფორმირება მოხდება ორი (2) თვით ადრე. ამ შემთხვევაში თქვენი უფლებები არ იქნება დარღვეული. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ პროტესტი გამოთქვათ 2 თვით ადრე და დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ კონტრაქტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 6 (შეწყვეტა). ასეთ ვითარებაში თქვენ არ ჩამოგეჭრებათ მოსაკრებელი. 14. მარეგულირებელი კანონი აღნიშნული წესები და პირობები რეგულილრდება ინგლისის კანონმდებლობით და ჩვენ შორის წარმოქმნილ ნებისმიერ სამართალწარმოება მოგვარდება ინგლისის სასამართლოს მიერ. კომუნიკაცია და შეტყობინებები უნდა განხორციელდეს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.