ზოგადი წესები და პირობები “my paysafecard”ანგარიშისათვის ვერსია: 12/2015 1. ზოგადი 1.1. my paysafecard ანგარიში გაცემულია და უზრუნველყოფილია “Prepaid Services Company Limited”-ის მიერ (შემდგომში ნახსენები როგორც "PSC", "ჩვენ", ან "ჩვენ"). „Prepaid Services Company Limited“-ის რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს შემდეგ მისამართზე Part Floor 27, 25 Canada Square, Canary Wharf, ლონდონი E14 5LQ, გაერთიანებული სამეფო (კომპანიის ნომერი 05761861). PSC-სთან დაკავშირება შესაძლებელია ელ-ფოსტის მეშვეობით info.ge@paysafecard.com. PSC ახორციელებს მომსახურებას ტრანსსასაზღვრო რეგიონებში. PSC-ს გააჩნია ლიცენზია გასცეს ფული ელექტრონული სახით, რომელიც გაცემულია ბრიტანეთის ფინანსური ქცევის ხელისუფლების (FCA) მიერ და შესაბამისად ექვემდებარება FCA ზედამხედველობას გაერთიანებულ სამეფოში (FCA რეგისტრაციის ნომერი 900021). PSC ნახსენები ლიცენზიის პირობებში გასცემს paysafecard- ის პროდუქტს მთელს ევროპულ ეკონომიკურ ზონაში და არის საერთაშორისოდ აღიარებული საგადასახადო სისტემური ოპერატორი და საგადასახადო სისტემის პროვაიდერი. paysafecard-ის პროდუქტი ასევე ხელმისაწვდომია არა-ევროპულ ბაზარზეც და მისი ოპერირება ხდება ჩვენთან აფილირებული კომპანიების მიერ. 1.2. paysafecard ანგარიშის გახსნა, გამოყენება და დახურვა, ასევე საკითხები, რომლებიც ეხება ანგარიშზე შენახული ფულის გამოსყიდვას, ექვემდებარება ზოგადი წესებსა და პირობებს (T&Cs), რომელიც უნდა განისაზღვროს PSC-სა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. my paysafecard ანგარიშის დარეგისტრირებისას, მომხმარებელი თანხმდება, რომ T&C უნდა იქნეს გამოყენებული. T&C-ის უფრო ახალი ვერსია ხელმისაწვდომია PSC-ის ვებ- გვერდზე www.paysafecard.com ("PSC ვებ-გვერდი") "T&Cs"-ის სახით. 1.3. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ T&C-ს, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი my paysafecard ანგარიშის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. გარდა ამისა, თქვენ ვალდებული ხართ გამოიყენოთ თქვენი my paysafecard-ის ანგარიში T&C-ს თანახმად. მხოლოდ აღნიშნული T&C შესაბამისად ხდება თქვენი ანგარიშის თანხების გამოიყენება. თანხები, my paysafecard-ის ანგარიშზე ექსკლუზიურად ეკუთვნის პირს, (თქვენ, მომხმარებელს), რომელმაც გახსნა ანგარიში. მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს my paysafecard-ის ანგარიშის მესამე მხარეს. გთხოვთ გაითვალიწინეთ: my paysafecard-ის ანგარიშის ძირითადი მიზანია გადახდა და გადასახადის მიღება. ეს არ არის საბანკო ანგარიში და მომხმარებელი არ მიიღებს მოგებას my paysafecard-ის ანგარიშის მეშვეობით. თქვენი my paysafecard-ის ანგარიშის შესახებ, გთხოვთ იხილოთ PSC ვებგვერდი და ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები. 2. წინაპირობა 2.1. my paysafecard-ის ანგარიშის გასახსნელად, მომხმარებელი უნდა იყოს სულ მცირე 18 (თვრამეტი) წლის და უნდა იყო საქართველოს რეზიდენტი და უნდა წარადგინოს პირადობის ოფიციალური დამადასტურებელი საბუთი. PSC-ს იტოვებს უფლებას მომხმარებლისგან ნებისმიერ დროს მოითხოვოს ასაკის დამადასტურებელი საბუთი. 2.2. მომხმარებელს ესაჭიროება წვდომა ისეთ კომპიუტერთან, სადაც JavaScript არის აქტივირებული ან სადაც ფლეშ მოდული არის დაინსტალირებული. მომხმარებელი ასევე საჭიროებს ელ-ფოსტის პროგრამას ან შესაბამისს ვებ კლიენტს. გარდა ამისა, მომხმარებელს ესაჭიროება მობილური ტელეფონი, რომელზეც შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება, რომლის ნომერი უნდა იყოს დარეგისტრირებული ქართული მობილური ოპერატორის პროვაიდერთან. ასეთი მომსახურების უზრუნველყოფა (რომელიც შესაძლოა იყოს საპასუხისმგებლო საკითხი) არ არის ნაგულისხმევი წინამდებარე ხელშეკრულებაში. 2.3. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია გახსნას მხოლოდ ერთი my paysafecard-ის ანგარიში. ანგარიში უნდა ფიქსირდებოდეს მომხმარებლის სახელზე. დაუშვებელია my paysafecard-ის სხვა ანგარიშის გახსნა მომხმარებლისთვის ან სხვა პიროვნებისთვის. თუ ეს წესი დაირღვევა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დაუყოვნებლივ დავბლოკოთ my paysafecard-ის რელევანტური ანგარიშები და შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება. T&C-ზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის გამოიყენებს ანგარიშს მისი სახელით და საკუთარი ხარჯისთვის, და რომ ის არის ბენეფიციარი მფლობელი და რომ ის არ მოქმედებს მესამე მხარისათვის. 3. რეგისტრაცია და დადასტურება 3.1. ონლაინ რეგისტრაცია: my paysafecard-ის ანგარიშის გასახსნელად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს PSC ვებგვერდზე (ერთჯერადი პროცედურა). მომხმარებელმა ზუსტად უნდა შეავსოს საჭირო მონაცემები. PSC უფლებას იტოვებს მოითხოვოს მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ამონაწერი საცხოვრებელი ადგილიდან, ასევე შეუძლია მოითხოვოს სხვა დამადასტურებელი საბუთი, რაც ადასტურებს რეგისტრაციის მონაცემების სიზუსტეს. რეგისტრაციის დროს, მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს მომხმარებლის სახელი და პაროლი. მომხმარებელმა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე მხარისაგან საიდუმლოდ უნდა შეინახოს ასეთი მონაცემები (კერძოდ, იხილეთ მუხლი 9). 3.2. ხელშეკრულების გაფორმება: ონლაინ რეგისტრაციის ფორმის გაგზავნით, მომხმარებელი აკეთებს განაცხადს PSC-ში ხელშეკრულების გასაფორმებლად T&C შესაბამისად. PSC გადაამოწმებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მონაცემებს და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ონლაინ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ მობილურის ნომერზე გაუგზავნის მომხმარებელს კოდს. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიყვანს სწორ კოდს PSC ვებგვერდზე და ყველა მონაცემები იქნება სწორი, მომხმარებელი მიიღებს ელექტრონულ შეტყობინებას, სადაც ნაუწყები იქნება განაცხადის მიღების შესახებ. 3.3. my paysafecard-ის ანგარიშის გააქტიურება: ხელშეკრულების გასაფორმებლად განაცხადის გაკეთების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს დამადასტურებელ ბმულს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს my paysafecard-ის ანგარიშის გასააქტიურებლად. 3.4. ლიმიტი: my paysafecard-ის ანგარიშზე თანხის მაქსიმალური ჩასარიცხი ოდენობა და ანგარიშის მაქსიმალური ბალანსი არის 1,500 ლარი. გადასახადების მაქსიმალური ჯამური ოდენობა (მუხლი 5) რაც შეიძლება განხორციელდეს my paysafecard-ის ანგარიშის მეშვეობით არის 350 ლარი დღეში. 4. თანხის ჩარიცხვა 4.1. აქტივაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია ჩარიცხოს თანხა my paysafecard-ის ანგარიშზე paysafecard PIN-ის გამოყენებით, ანგარიშისათვის დაწესებული ლიმიტის შესაბამისად, მომხმარებლის მენიუში გადახდის ფანჯრის გახსნის მეშვეობით და თექვსმეტ ნიშნა paysafecard PIN-ის შეყვანის შემდეგ. მიმდინარე ლიმიტები წარმოდგენილია PSC ვებგვერდზე. 4.2. my paysafecard-ის ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად, მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ საქართველოში მდებარე გაყიდვების ოფისში შეძენილი paysafecard PIN-ის გამოყენება. PSC იტოვებს უფლებას გაახანგრძლივოს ჩარიცხვის ვარიანტები, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი იქნება ინფორმირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. PSC მიერ ავტორიზებული გაყიდვების პუნქტების შესახებ (გაყიდვების პუნქტები ძებნა) დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ PSC ვებგვერდს. 4.3. იმ შემთხვევაში, თუ თანხის ჩარიცხვა წარმატებით განხორციელდება, თანხა დაუყოვნებლივ აისახება მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიშზე. გთხოვთ გაითვალიწინეთ: აკრძალულია არასანქცირებული ინტერნეტ პლატფორმების მეშვეობით paysafecard-ის გაყიდვა, ვაჭრობა ან შესყიდვა. ეს აკრძლვა ეყრდნობა ე.წ. " პლატფორმების გაცვლას", სადაც paysafecard PIN-ის გაყიდვა არის უკანონოდ შემოთავაზებული. PSC იტოვებს უფლებას დაბლოკოს თანხის ჩარიცხვა my paysafecard-ის ანგარიშზე არა კანონიერად შეძენილი PIN-ის მეშვეობით, ან/და გადახდის განხორციელება არაკანონიერად შეძენილი PIN-ის გამოყენებით ანგარიშის ბალანსის გამოყენების თავიდან აცილებლად. 5. გადახდა 5.1. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს მისი my paysafecard-ის ანგარიში paysafecard-ით მოვაჭრესთან გადასახდელად, my paysafecard-ის ბალანსზე არსებული თანხის ოდენობის შესაბამისად. my paysafecard-ის ანგარიშის მეშვეობით შესაბამისი მოვაჭრის მიერ გადახდის მიღება უნდა მოხდეს ვებგვერდზე მითითებული წესების და პირობების შესაბამისად. 5.2. გადახდა შესაძლოა იყოს შეზღუდული მოვაჭრისგან, გადამხდელის ასაკიდან (მაგ,არიან თუ არ არიან მოზარდები) my paysafecard-ის ანგარიშის სტატუსიდან და იმ ქვეყნიდან გამომდინარე, სადაც რეგისტრირებულია my paysafecard-ის ანგარიში. PSC არ იძლევა გარანტიას, რომ my paysafecard-ის ანგარიში, როგორც გადახდის საშუალება ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს ყველა მოვაჭრესთან. 5.3. გადახდის ტრანზაქციის პროცესი: მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს გადახდა paysafecard- ის მოვაჭრესთან "paysafecard -ით გადახდის" ფუნქციის შერჩევით. გაიხსნება my paysafecard-ის გადახდის ფანჯარა, რომელიც აჩვენებს გადახდის ინფორმაციას. შემდეგ მომხმარებელი აკეთებს ტრანზაქციის ავტორიზებას გადახდის ფანჯარაში (გადახდის ორდერი) my paysafecard-ის ანგარიშის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, გადახდა ჩაითვლება მიღებულად. PSC განახორციელებს გადახდას მოთხოვნისთანავე, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ არ შეგიძლიათ ბრძანების გაუქმება. გთხოვთ გაითვალისწინეთ: გთხოვთ შეამოწმეთ, რომ გადახდის ფანჯარა, რომელშიც გსურთ საგადასახადო მონაცემების შეყვანა, არის PSC-ის ვებგვერდზე არსებული PSC-ის საგადასახადო ფანჯარა, რომლის ბმულია https://customer.cc.at.paysafecard.com და რომ paysafecard-ის უსაფრთხოების სერტიფიკატი გამოჩნდება ბრაუზერის სამისამართო ველში. დამატებითი ინფორმაცია და უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე "დახმარების" ველში. 5.4. გადახდის ავტორიზებისათვის, my paysafecard-ის ანგარიშის უკანონო ტრანზაქციებისგან დასაცავად, PSC შესაძლოა შემოიღოს უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციები (როგორიცაა SMS TAN (ტრანზაქციის ავტორიზაციის ნომერი) პროცედურა). 5.5. გადახდის უარყოფა: PSC უარყოფს გადახდას იმ შემთხვევაში თუ: a. განხორციელებული ტრანზაქცია დაარღვევს მოქმედი კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ დებულებებს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას ან ოფიციალურ ბრძანებას. b. არსებობს სათანადო ეჭვი, რომ ტრანზაქციის შესრულება წარმოადგენს დანაშაულს ან აკრძალულია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. c. წვდომის მონაცემები ან/და უსაფრთხოების პარამეტრები არ არის ან სრულად არ არის მიწოდებული. d. my paysafecard-ის ანგარიში არის დაბლოკილია ან e. ტრანზაქციის შესასრულებლად არ არის საკმარისი თანხა my paysafecard-ის ანგარიშზე. 5.6. თუ ტრანზაქცია უარყოფილია, მომხმარებელი დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული. უარყოფილი ტრანზაქციების დეტალები აისახება ტრანზაქციის ისტორიაში მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიშზე. 6. გადახდის მიღება 6.1. მოვაჭრესთან მომხმარებელს შეიძლება შესთავაზონ გადახდის ვარიანტი მათი my paysafecard-ის ანგარიშის მეშვეობით. მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს ტრანზაქცია მოვაჭრის ვებგვერდზე "my paysafecard" გადახდის ფუნქციის შერჩევით. გამოყენებული იქნება მოვაჭრის გადახდის პირობები. მას შემდეგ, რაც მოვაჭრე გამოწერს გადასახადს, თანხის მითითებული ოდენობა გადაირიცხება მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიშზე (მოვაჭრის გადასახადის გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოვაჭრისგან მომხმარებლისთვის გადახდილი თანხა აისახება მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიშზე ტრანზაქციის ისტორიაში. 6.2. გადახდა შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ a. მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიში დაბლოკილია ან არ გააჩნია გადახდის მისაღებად საჭირო სტატუსი b. my paysafecard-ის ანგარიშის ლიმიტს გადააჭარბა c. მოვაჭრე არ არის უფლებამოსილი გადარიცხოს მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიშზე. თუ მოვაჭრისთვის გადარიცხვა უარყოფილია, ამის შესახებ მომხმარებელი დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 7. ინფორმაცია სპეციფიკური საგადასახადო ტრანზაქციებთან დაკავშირებით 7.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, PSC ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მომხმარებელს ტრანზაქციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია და ასევე ანგარიშის ბალანსის შესახებ. ამისათვის, PSC გამოიყენებს ტრანზაქციის ისტორიას my paysafecard-ის ანგარიშის მომხმარებლის განყოფილებაში. წარდგენილი იქნება ექვსი თვის პერიოდის ტრანზაქციის ისტორია. მომხმარებელს შეუძლია იხილოს აღნიშნული ინფორმაციული ისტორია ნებისმიერ დროს. 7.2. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს PSC, თუ შეამჩნევს, რომ არასანქცირებულ ან დაუსრულებელ ტრანზაქციას, რომელიც განხორციელდა მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არამიზნობრივად შესრულებული გადახდის დღიდან 1080 დღის განმავლობაში არ შეატყობინებს PSC არასანქცირებული და დაუსრულებელი ტრანზაქციის შესახებ, პრეტენზიები და საჩივარი არ იქნება მიღებული. 8. mypaysafecard-ის ანგარიშის უსაფრთხოება 8.1. მომხმარებელი ვალდებულია შეინახოს my paysafecard-ის ანგარიშის მონაცემები. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება მისავე საკონტაქტო მონაცემებში, my paysafecard-ის ანგარიშის მომხმარებლის განყოფილებაში, განსაკუთრებით ელ-ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი. 8.2. ნებისმიერ დროს, PSC უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლებისგან დაამტკიცონ, შესაბამისი მტკიცებულებების უზრუნველყოფით, რომ მათი პერსონალური მონაცემები, რომელიც ინახება მომხმარებლის განყოფილებაში არის ზუსტი და აქტუალური. 8.3. my paysafecard-ის ანგარიშის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, PSC უფლებამოსილია დაუკავშირდეს მომხმარებელს, მომხმარებლის განყოფილებაში დაფიქსირებულ ელექტრონულ მისამართზე ან მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. მომხმრაებელი ვალდებულია უზრუნველყოს შენახული ელ-ფოსტის მისამართის და მობილური ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომობა, PSC მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი შეტყობინების მიღება და წაკითხვა my paysafecard-ის ანგარიშის არასანქცირებული გამოყენების თავიდან ასაცილებლად. 8.4. გადახდის მიზნით my paysafecard-ის ანგარიშის გამოყენება ტრანზაქციის შესრულების დროს შეზღუდულია my paysafecard-ის ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი ბალანსის შესაბამისად. მომხმარებელს შეუძლია შეამციროს თანხის ოდენობა და შესაბამისად, my paysafecard-ის ანგარიშის გამოყენებისას ნებისმიერ დროს ანგარიშიდან თანხის მოხსნის რისკი. 9. რეგისტრაციის მონაცემების კონფიდენციალურობა და რეაგირება არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში 9.1. მომხმარებელი ვალდებულია არა უფლებამოსილი მესამე მხარისაგან დაიცვას საკუთარი მონაცემები (მომხმარებლის სახელი ან/და პაროლი) და უსაფრთხოების პარამეტრები. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ არ უნდა დაუწერონ პაროლი და მომხმარებლის სახელი რაიმე ფორმაში, რომელიც შესაძლოა წაკითხულ იქნეს მესამე მხარის მიერ. 9.2. მესამე მხარის მიერ არამიზნობრივი გამოყენების თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელმა, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანამდე უნდა შეამოწმოს, რომ გადახდის ფანჯარა რომლის მეშვეობითაც ხდება მონაცემების შეყვანა არის PSC გადახდის ფანჯარა PSC ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე https://customer.cc.at.paysafecard.com და რომ paysafecard უსაფრთხოების სერტიფიკატი ჩანს ბრაუზერის სამისამართო ველში. დამატებითი ინფორმაციისათვის და უსაფრთხოების მითითებების სანახავად ვებგვერდზე იხილეთ FAQ განყოფილება. 9.3. თუ მომხმარებელი შენიშნავს, რომ მათი მონაცემები ან უსაფრთხოების პარამეტრები დაკარგულია, მოპარულია, არამიზნობრივად არის გამოყენებული ან გამოყენებულია არასანქცირებული გზით, ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდნენ PSC შემდეგ ბმულზე www.paysafecard.com/ka-ge/security/lock-account რათ მოხდეს my paysafecard-ის ანგარიშის დაბლოკვა ("განაცხადი დაბლოკვის შესახებ"). 9.4. გამოიყენება იგივე წესი, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ეჭვობს, რომ სხვა პიროვნებამ არასანქცირებული გზით გაიგო მისი მონაცემები და უსაფრთხოების პარამეტრები ან თუ მონაცემები და უსაფრთხოების პარამეტრები არამიზნობრივად იქნა გამოყენებული ან გამოყენებულ იქნა არასანქცირებული გზით. 9.5. დაბლოკვის განაცხადის გასაგზავნად გამოსაყენებელი საკონტაქტო დეტალები ხელმისაწვდომია PSC ვებგვერდზე ნებისმიერ დროს. მომხმარებელმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობოს პოლიციას არამიზნობრივი გამოყენების შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ: PSC პერსონალი არასოდეს მოგთხოვთ პაროლს ტელეფონის, ელ- ფოსტის ან სხვა გზით. მომხმარებლი სახელი და პაროლი უნდა მიეთითოს PSC ვებგვერდზე ან PSC გადახდის ფანჯარაში. თუ ეჭვობთ ვებგვერდის აუთენტურობას, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანამდე უნდა დაუკავშირდეთ PSC მომხმარებელთა მომსახურებას შემდეგ მისამართზე info.ge@paysafecard.com. 10. მოსაკრებელი PSC არ მოითხოვს მოსაკრებელს აქტივაციისათვის, ლარში ჩარიცხვისა და გადახდისათვის, ან ვებგვერდზე ანგარიშის ბალანსის და მონაცემების შესამოწმებლად. სხვა შემთხვევაში შემდეგი გადასახადებია: • გადახდის საფასური: შესყიდვისას, როგორც განსაზღვრული T&C 15 მუხლში, 20 ლარი ჩამოიჭრება გადახდილი თანხიდან. საფაური ჩამოიჭრება ყოველი შესყიდვისას. • გადასახადი: პრინციპში my paysafecard-ის ანგარიში მომხმარებელს მიეწოდება უფასოდ. თუმცა PSC აკისრებს უმოქმედობის საფასურს თვეში 5 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გამოიყენებს my paysafecard-ის ანგარიშს ტრანზაქციების განსახორციელებლად 12 თვის განმავლობაში. ეს საფასური ჩამოიჭრება მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიშიდან ყოველი თვის პირველ დღეს, 12 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ. • ტრანზაქციის საფასური: ტრანზაქცია უფასოა მომხმარებლისთვის. PSC შეუძლია დააკისროს გადასახადი my paysafecard-ის ანგარიშიდან გარკვეულ მოვაჭრისთვის გადახდისას. ეს გადასახადები ნაჩვენები იქნება მომხმარებლისთვის მანამ, სანამ ისინი მოახდენენ გადახდის ავტორიზაციას. კონტრაქტორი პარტნიორების მიმოხილვა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შესაბამისი გადასახადებით წარმოდგენილია www.paysafecard.com/ka-ge/use/transaction-fee/. ბმულის ქვეშ არსებულ გადახდის ცხრილში. გადახდის ცხრილი არის წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილი. გადახდის ცხრილში ცვლილებები ექვემდებარება 18 განყოფილების დებულებებს. • გაცვლითი კურსი და გაცვლითი კურსის საფასური: ნებისმიერი საქონლისა თუ მომსახურების საფასურის სხვა კურსით გადახდა დაკონვერტირდება ევროში ტრანზაქციის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად. გაცვლითი კურსი დაეფუძნება ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილ საბითუმო გაცვლით კურსს. გაცვლითი კურსი ასახულია PSC ვებგვერდზე www.paysafecard.com/ka-ge/currency-calculator/. ბმულზე. თითოეული ჯვარედინი ტრანზაქციისთვის გაცვლითი კურსის მოსაკრებელი, ტრანზაქციის თანხის 2% გამოიქვითება. თუმცა ჯვარედინი კურსით განხორცილებული ტრანზაქციების დროს, სადაც ევრო არ არის ჩართული, თითოეული ჯვარედინი ტრანზაქციისთვის გაცვლითი კურსის მოსაკრებელი, ტრანზაქციის თანხის 2% გამოიქვითება. ტრანზაქციის განხორციელებამდე, გაცვლითი კურსი და გაცვლითი კურსის საფასური, ორივე შეიძლება წარედგინოს მომხმარებელს მოთხოვნის საფუძველზე. 11. უნებართვო გადახდა/ my paysafecard-ის ანგარიშის დაბლოკვა 11.1. PSC უფლება აქვს დაუყოვნებლივ დაბლოკოს my paysafecard-ის ანგარიში, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს თაღლითობის, არამიზნობრივად გამოყენების ეჭვი (ანგარიშის არასანქცირებული გამოყენება ან არამიზნობრივი გამოყენება) ან უსაფრთხოების სხვა პრობლემები, ან იმ შემთხვევაში, თუ PSC ვალდებულია შეასრულოს კანონით განსაზღვრული ან ოფიციალური ვალდებულებები. 11.2. თუ ტრანზაქცია არ არის ავტორიზებული, PSC დააბრუნებს საკრედიტო ბალანსს ანგარიშზე იმ ოდენობით, რომელიც უნდა ყოფილიყო ანგარიშზე არაავტორიზებული გადახდის გარეშე. არაავტორიზებული ტრანზაქცია გამოწვეულია ანგარიშის არამიზნობრივად გამოყენებით და თუ მომხმრებელი არ იჩენს სიფრთხილეს, T&C-ის 14 მუხლში განსაზღვრული პასუხისმგებლობის დებულებები იქნება გამოყენებული. 12. ავტორიზებული საგადასახადო ტრანზაქციების შეუსრულებლობა 12.1. თუ ავტორიზებული საგადასახადო ტრანზაქცია არ არის შესრულებული ან შესრულებულია არასწორად, მომხმარებელს შეუძლია დუყოვნებლივ მოითხოვოს თანხის სრულად დაბრუნება, ხოლო PSC ვალდებულია დააბრუნოს თანხა my paysafecard-ის ანგარიშზე 40 დღის განმავლობაში იმ ოდენობით, როგორიც იყო არასწორად გადახდამდე. თუ PSC დაამტკიცებს, რომ გადახდილი თანხა მიღებულია მიმღების საგადასახადო მომსახურების მომწოდებელმა დროულად და სრულად, არ დაეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, როგორც განსაზღვრულია ამ პარაგრაფში. 12.2. გარდა ამისა, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებელის დაბრუნება, რომელიც შეიძლება დაეკისროთ ან რომელიც შეიძლება გამოიქვითოს მათი my paysafecard-ის ანგარიშიდან, რომელიც დაკავშირებულია ავტორიზებულ საგადასახადო ტრანზაქციასთან, რომელიც არ იყო შესრულებული ან არ სწორად იყო შესრულებული. 13. PSC -ის ვალდებულება 13.1. PSC ვალდებულება უნდა იყოს შეზღუდული დაუდევრობაზე და განზრახვაზე. თუ PSC ვერ შეასრულებს მის ვალდებულებებს, რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად („სახელშეკრულებო დეტალების ვალდებულებები“), PSC ასევე შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს უმნიშვნელო დაუდევრობაზე, რაც შემოიფარგლება ტიპიური ხელშეკრულების დარღვევით. იმის გათვალისწინებით, რომ PSC ვალდებულებების ნაწილი გამორიცხულია, შეზღუდულია ან ლიმიტირებულია, ეს დებულებები ვრცელდება აგრეთვე PSC თანამშრომლების მუშების, პერსონალის, წარმომადგენლებისა და აგენტების პირად ვალდებულებებზეც. 13.2. ნებისმიერი ვალდებულება უნდა შემოიფარგლოს პირდაპირი ზარალით და my paysafecard-ის ანგარიშზე არსებულ თანხით. PSC არ იღებს პასუხისმგებლობას ისეთ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია ფორს-მაჟორით, არეულობით, ომით, ღვთის ნებით ან სხვა მოვლენებით, რომლებიც აღემეტება გონივრული კონტროლის სფეროს. 13.3. my paysafecard-ის ანგარიშთან უწყვეტი წვდომა არ არის გარანტირებული. მომხმარებელი დროულად იქნება ინფორმირებული PSC ვებგვერდზე ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომელიც გააუარესებს my paysafecard-ის ანგარიშის გამოყენებას ან მათ გამოყენებას გახდის შეუძლებელს. მომხმარებელს არ გააჩნია უფლება გამოთქვას პრეტენზია PSC წინააღმდეგ, my paysafecard-ის ანგარიშთან წვდომის დროებითი შეჩერების გამო. 13.4. აღნიშნული გამორიცხვა, შეზღუდვა და პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ ვრცელდება პრეტენზიებზე, რომლებიც წარმოიქმნება სიცოცხლის, კიდურის ან ჯანმრთელობის დაზიანებით. 13.5. PSC არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას my paysafecard-ის ანგარიშის გამოყენებისთვის ნებისმიერი ხარისხის, უსაფრთხოების, კანონიერებისა და სხვა ასპექტის, საქონლის ან/და მომსახურებისათვის განხორციელებულ გადახდებზე. დავები, my paysafecard-ის ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით განხილულ უნდა იქნეს უშუალოდ მოვაჭრესთან. 14. მომხმარებლის ვალდებულებანი თუ მომხმარებელს გააჩნია აზრი, ან ეჭვი, რომ მისი my paysafecard-ის ანგარიში, წვდომის მონაცემები, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა პარამეტრები დაიკარგა, მოპარულ ან მითვისებულ იქნა, ან უნებართვოდ არამიზნობრივად იქნა გამოყენებული ან სხვა, გირჩევთ, რომ დაუყოვნებლივ შეცვალოთ my paysafecard-ის ანგარიშის პაროლი. მომხმარებელმა ასევე უნდა აცნობოს PSC, 9.3 თავის თანახმად, მათი მონაცემების და უსაფრთხოების პარამეტრების დაკარგვის ან მოპარვის შესახებ, ასევე არამიზნობრივად და არასანქცირებულად გამოყენების შესახებ, რათა მოხდეს my paysafecard-ის ანგარიშის დაბლოკვა და ნებისმიერი დანაკარგის თავიდან აცილება (”განაცხადი დაბლოკვის შესახებ”). 14.1. დაბლოკვის შესახებ განაცხადის გაგზავნამდე: მომხმარებელი პასუხიმგებელია ზარალზე, რომელიც გამოწვეულია დაბლოკვის განაცხადის მიღებამდე my paysafecard-ის ანგარიშის არამიზნობრივად გამოყენებით, თანხის მაქსიმუმ ოდენობამდე 100 ლარამდე, თუ ისინი არ თაღლითობდნენ, ან ხელს უწყობდნენ ანგარიშის არამიზნობრივად განზრახ ან გაუფრთხილებლად გამოყენებას. განზრახ ან გაუფრთხილებლად გამოყენების შემთხვევაში არ დაწესდება შეზღუდვა მომხმარებლის ვალდებულებაზე, თანხის ოდენობასთან მიმართებაში. ეს ეს დებულებები ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დაუყოვნებლივ ვერ გამოაგზავნის განაცხადს დაბლოკვის შესახებ ან ვერ დააკმაყოფილებს სიფრთხილის ვალდებულებას, T&C-ში განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. გაუფრთხილებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, სიტუაციებით, სადაც მომხმარებელი: i. შეიყვანს მონაცემებს ინტერნეტ გვერდებზე, რომელთაც არ გააჩნიათ paysafecard-ის უსაფრთხოების სერტიფიკატი (იხილეთ მუხლი 9.2) ii. სხვებთან ამჟღავნებს მის მომხმარებლის სახელსა და პაროლს iii. ინიშნავს მომხმარებლის სახელსა და პაროლს და ინახავს ერთად ან iv.ინახავს მომხმარებლის სახელსა და პაროლს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ კომპიუტერში ან საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი კომპიუტერში არასწორად გააკეთებს ანგარიშიდან გამოსვლას. როგორც განსაზღვრულია მუხლში 14.1, მომხმარებელი არ არის პასუხისმგებელი მიყენებული ზარალისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეუძლია დაბლოკვის განაცხადის გაგზავნა, რადგან PSC არ მიანიჭა უფლება ასე გაკეთების და შედეგად მოხდა ზარალის მიყენება. 14.2. დაბლოკვის შესახებ განაცხადის გაგზავნის შემდეგ: PSC პასუხს აგებს ზარალზე, რომელიც მოხდა my paysafecard-ის ანგარიშის არასანქცირებული გამოყენების გამო, მას შემდეგ რაც განაცხადი დაბლოკვის შესახებ მოთხოვნილი იყო მომხმარებლის მიერ, თუ მომხმარებელი არ მოქმედებს განზრახ ან გაუფრთხილებლად. ასეთ შემთხვევებში, მომხმარებელი პასუხისმგებელია ზარალზე, რომელიც გამოვლინდება მას შემდეგ, რაც დაბლოკვის განაცხადი გაიცემა. 15. გადახდა 15.1. my paysafecard-ის ანგარიშზე მომხმარებლის სახელის, ბალანსის my paysafecard-ის ანგარიშზე, მათი სრული სახელის (სახელი და გვარი), ელ-ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის და სხვა პერსონალური საბანკო მონაცემების, რომელზეც უნდა მოხდეს გადარიცხვა, წარდგენის შემდეგ მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ელექტრონული ფულის გადახდა. მათ თან უნდა დაურთონ პასპორტის ასლი. ნორმატიული დებულებების შესაბამისად, თანხის დაბრუნებამდე, PSC შეუძლია მოითხოვოს მომხმარებლისგან სხვა ინფორმაციის წარდგენა (როგორიცაა paysafecard PIN). 15.2. არსებობს მინიმალური თანხა ელექტრონული ფულის დასაბრუნებლად, მაგრამ ანგარიშზე უნდა იყოს საკმარისი თანხა ფულის დაბრუნების დროს მოსაკრებელის დასაფარად. მე-10 მუხლში მითითებული გადასახადის გამოქვითვა მოხდება თანხის ყოველი დაბრუნებისას, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების ვადაში და ხელშეკრულების შეწყვეტისას და ასევე მას მერე. 15.3. თანხის დაბრუნებისას, PSC გადარიცხავს მომხმარებლის მიერ მითითებულ თანხას მითითებულ ანგარიშზე შესაბამისი მოსაკრებელის გამოკლებით. ნორმატიულ დებულებების გათვალისწინებით, თანხის დაბრუნებამდე PSC უფლება აქვს და ვალდებულია მოსთხოვოს მომხმარებელს მათი პირადი მონაცემების დადასტურება. თანხის დაბრუნების ტრანზაქციასთან დაკავშირებით, მომხმარებელი თანახმაა, რომ თანხის დაბრუნებამდე PSC გადაამოწმოს მონაცემები, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების და სხვა კანონიერი მოთხოვნების დასაცავად. 15.4. არ განხორციელდება თანხის დაბრუნება მომხმარებლისთვის, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაკავშირებულია პრომოუშენთან/სარეკლამო კამპანიასთან. გთხოვთ გაითვალისწინეთ: T&C-ის დებულებების შესაბამისად, PSC უფლებამოსილია დააკისროს გადახდის საფასური კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ. 16. მონაცემების დაცვა 16.1. როდესაც my paysafecard-ის ანგარიში გამოყენებულია, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეგროვდება მომსახურების და სისტემის უზრუნველსაყოფად, ნორმატიული დებულებების მოთხოვნისამებრ. სისტემის დაცვის მიზნით და არამიზნობრივად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტის საინდეტიფიკაციო მარკერებს. თქვენ უნდა მიიღოთ ეს მარკერები ჩვენი ვებგვერდის გამოსაყენებლად. მონაცემთა დაცვის დებულებები აღწერს თუ როგორ ამუშავებს PSC მომხმარებელთა პირად მონაცემებს და როგორ არის ეს მონაცემები დაცული. მომსახურების გამოყენებით მომხმარებელი თანახმაა, რომ PSC გამოიყენოს მონაცემები მონაცემთა დაცვის დებულებების შესაბამისად. მონაცემთა დაცვის დებულებების მოძიება შესაძლებელია ბმულზე www.paysafecard.com/ka-ge/data-protection/. 16.2. PSC რეგულარულად აცნობებს მომხმარებელს მათი my paysafecard-ის ანგარიშის, უსაფრთხოების და PSC-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. T&C პირობების მიღებით, მომხმარებელი თანახმაა მიიღოს ასეთი ინფორმაცია ელ-ფოსტაზე ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. გარდა ამისა, თუ მომხმარებელი თანახმაა რეგულარულად მიიღოს ინფორმაცია, PSC მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებელს სარეკლამო კამპანიების, სპეციალური შეთანხმებების და სხვათა შესახებ. 17. ხელშეკრულების ვადა და შეწყვეტა 17.1. my paysafecard-ის ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით, PSC-სა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. 17.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს ხელშეკრულება ელ-ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე info@paysafecard.com. ელ-ფოსტა უნდა შეიცავდეს შეწყვეტის განაცხადის ხელმოწერილ ასლს. 17.3. PSC უფლებამოსილია ნებისმიერ შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ორი (2) კვირით ადრე გაფრთხილების გაგზავნის შედეგად. 17.4. მნიშვნელოვანი მიზეზის საფუძველზე, PSC ნებისმიერ დროს შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა მომხმარებელთან, ელ-ფოსტის მეშვეობით მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, მიუხედავად ნებისმიერი სხვა შეთანხმებებისა (საგანგებო შეწყვეტა). მნიშვნელოვანი საფუძველი (მიზეზი), რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას აძლევს გაფრთხილების გარეშე, უნდა იგულისხმებოდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლოს სიტუაციით, სადაც a. მომხმარებელმა გააკეთა არასწორი განცხადება მისი პირადობის შესახებ ან დამალა სხვა მატერიალური გარემოებები b. მომხმარებელმა დაარღვია T&C-ით გათვალისწინებული დებულებები c. არსებობს ეჭვი, რომ მომხმარებელმა ჩაიდინა დასჯადი ქმედება ან დაარღვია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დებულებები d. მომხმარებელი იყენებს my paysafecard-ის ანგარიშს უკანონოდ e. მომხმარებელი იყენებს paysafecard PIN-ს, რომელიც მას არ შეუსყიდია ავტორიზებული გაყიდვების ოფისიდან my paysafecard-ის ანგარიშის დასაფინანსებლად f. არსებობს ეჭვი, რომ მომხმარებელი იყენებს paysafecard PIN-ს, როგორც გადახდის საშუალებას g. არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, ან h. PSC გააჩნია უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების გარეშე ნორმატიული ან კანონიერი მიზეზის საფუძველზე. 17.5. როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტა ძალაში შევა, მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიში დაიბლოკება. PSC დაუბრუნებს მომხმარებელს ბალანსზე არსებულ თანხას, რომელიც დაბლოკვის დროს ფიქსირდება მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიშზე, მხოლოდ გარკვეული გადასახადების გამოკლებით, კერძოდ მოსაკრებელი, როგორც განსაზღვრულია მე-10 მუხლში (მოსაკრებელი). ამ მხრივ, თანხის დასაბრუნებლად მომხმარებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი მოთხოვნები, როგორც აღწერილია მე-15 მუხლში (გადახდა). შეუძლებელი იქნება ელექტრონული ფულის გამოსყიდვა მომხმარებლის my paysafecard-ის ანგარიშზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამ წელზე ადრე. 18. T&C ცვლილებების შეტანა 18.1. PSC უფლება აქვს შეცვალოს T&C, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს გაეგზავნება წერილობითი შეტყობინება ცვლილებების შეტანაზე, არა უგვიანეს ორი თვით ადრე თარიღიდან, როდესაც დაგეგმილია გამოყენება. 18.2. PSC უნდა გაუგზავნოს მომხმარებელს წერილობითი შეტყობინება T&C ცვლილებების შეტანის შესახებ, ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს ორი (2) კვირით ადრე. აღნიშნული შეტყობინება უნდა გიაგზავნოს ელ-ფოსტის მეშვეობით my paysafecard-ის ანგარიშში დაფიქსირებულ ელექტრონულ მისამართზე. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ცვლილებას უშუალოდ ძალაში შესვლის წინ, ჩაითვლება, რომ მომხმარებელი თანახმაა ცვლილებებზე, რომელიც მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტური ნაწილი გახდება. მომხმარებელი უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს ხელშეკრულება PSC-სთან ცვლილების ძალაში შესვლამდე. ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ შეთავაზებაში, PSC უნდა აცნობოს მომხმარებელს ცვლილებების გაპროტესტების შედეგების და მომხმარებლის უფლების შესახებ, რაც გულისხმობს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა უფასოა და შესაძლებელია შეწყვეტა გაფრთხილების გარეშე. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ მე-17 მუხლი (ხელშეკრულების ვადა და შეწყვეტა). 18.3. კურსთა ცვლილებები ძალაში შედის დაუყოვნებლივ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რადგან ის ემყარება შეთანხმებულ კურსს. 18.4. ნებისმიერი მარტივი ფუნქციონირების გაღრმავების, ახალი მომსახურების დანერგვის ან გადახდის მეთოდების ან მოვაჭრის შეცვლა არ მიიჩნევა ხელშეკრულების შესწორებად. 19. სახელშეკრულებო ურთიერთობის დანიშნულება 19.1. PSC უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების და T&C ფარგლებში ნებისმიერ დროს გადასცეს უფლება და მოვალეობები სხვა კომპანიას. ამ შემთხვევაში მომხმარებლის უფლებები არ იქნება დარღვეული. 19.2. PSC-მ მომხმარებელს ელ-ფოსტის მეშვეობით უნდა აცნობოს მომხმარებლის მიერ მომხმარებლის ადმინისტრაციულ სისტემაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, ხელშეკრულების გადაცემის განზრახვის შესახებ არა უგვიანეს ორი (2) თვით ადრე. მომხმარებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება გადაცემის თარიღამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ მე-17 მუხლი (ხელშეკრულების ვადა და შეწყვეტა). 20. გადაცემის გამორიცხვა მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოხატოს პროტესტი PSC-ს წინააღმდეგ, ან მესამე მხარეს აცნობოს, განსაკუთრებით, თუმცა შეზღუდვის გარეშე, პრეტენზიების შესახებ, რომელიც წარმოიშვა my paysafecard-ის ანგარიშზე არსებული ბალანსის შედეგად, თუ არ არსებობს PSC-ს წერილობითი თანხმობა. 21. მოქმედი კანონმდებლობა/საჩივრები 21.1. წინამდებარე ხელშეკრულება ექვემდებარება ინგლისის კანონმდებლობას. თუ მუხლები ან პუნქტები არა ეფექტურია, ხელშეკრულების დარჩენილ ნაწილზე არ უნდა მოახდინოს გავლენა. 21.2. მომხმარებელს უფლება აქვს გააგზავნოს საჩივარი ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე info.ge@payafecard.com. PSC ყველა ღონეს იხმარს დაუყოვნებლივ მოაგვაროს ნებისმიერი საჩივარი. საჩივრის შემთხვევაში, რომლის სხვაგვარად მოგვარება შეუძლებელია, ინგლისის სასამართლოს აქვს არა-ექსკლუზიური იურისდიქცია.