მონაცემთა დაცვის შეტყობინება

შესავალი

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს შეტყობინება, რათა გაიაზრით ჩვენი პოლიტიკა და წესები თქვენი პერსონალური ინფორმაციისა და მისი დამუშავების შესახებ. მოკლე შემაჯამებელი მიმოხილვისათვის, გთხოვთ, დააწკაპუნოთ აქ. კალიფორნიის რეზიდენტებს შეუძლიათ იხილონ უფრო კონკრეტული ინფორმაცია კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დებულებაში (CCPA), ხოლო მათი უფლებები– „CCPA" თავში ქვემოთ. დაგვიკავშირდით შეტყობინების ბოლოს წარმოდგენილი დეტალების გამოყენებით გამოხმაურებისთვის ან კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში.

ეს დებულება ეხება ყველა კომპანიას, რომელიც Paysafe ჯგუფის წევრია, რომელიც იყენებს სხვადასხვა სავაჭრო სახელწოდებებს სხვადასხვა ტერიტორიებზე და იმ Paysafe კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც აგროვებენ ან ამუშავებენ პერსონალურ ინფორმაციას ამ შეტყობინებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ამ დოკუმენტის ბოლოს. Paysafe-ის დასახელება (მათ შორის ტერმინები „ჩვენ" ან „ჩვენი") გულისხმობს შესაბამის კომპანიებს და ჯგუფთან კავშირში მყოფ ყველა ფილიალს.

წინამდებარე შეტყობინებაში ტერმინი „თქვენ“ ეხება იმ პირს, რომელიც იღებს წვდომას სერვისებზე ან ითხოვს სერვისებით (ქვემოთ მოცემული განმარტების შესაბამისად) სარგებლობას თქვენი ან ბიზნესის სახელით. ეს მოიცავს Paysafe-ის მომხმარებელთა ან პოტენციურ მომხმარებელთან დაკავშირებულ, ნებისმიერ ერთპიროვნულ თრეიდერს და ნებისმიერ მონაწილეს, მათ შორის მმართველ და ფინანსურ დირექტორებს, ნებისმიერ სხვა დირექტორსა და ოფიცერს, აქციონერებს, პარტნიორებსა და ბენეფიციალურ მფლობელებს, ასევე პერსონალის ნებისმიერ წევრს, რომელსაც აქვს წვდომა სერვისებზე ან იყენებს სერვისებს მომხმარებლის სახელით.

Paysafe მოწოდებულია, დაიცვას თქვენი კონფიდენციალურობა და იგი გადადგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაცულია და გროვდება, გამოიყენება, ინახება და მჟღავნდება ამ შეტყობინების შესაბამისად. ეს შეტყობინება (ჩვენს გამოყენების პირობებთან ერთად, რომლებიც ვრცელდება ყველა იმ მომსახურებაზე, რომელსაც იძენთ ან იყენებთ) ვრცელდება შემდეგზე:

  • ვებგვერდების/პორტალების მახასიათებლებზე და ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობისას თქვენთვის გაწეულ სერვისებზე, პორტალზე ან გადახდის პანელებზე, რომლებსაც შესაძლოა ჩვენი კლიენტები იყენებდნენ თავიანთ ვებგვერდებზე;
  • როდესაც თქვენ მიმართავთ Paysafe-ს პროდუქტებისა და მომსახურების გამოსაყენებლად ან იყენებთ მათ (მათ შორის, ერთგულების ან დაჯილდოების ნებისმიერ სქემას, ქულებზე დაფუძნებულს ან სხვაგვარს („ერთგულება”)), ასევე, როდესაც ითხოვთ მომსახურების შეცვლას, რომლითაც სარგებლობთ;
  • თქვენ მიერ პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის Paysafe-ის მიერ მოწოდებული ტერმინალების, მობილური და კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენებაზე; და
  • ელფოსტაზე, სხვა ელექტრონულ შეტყობინებებზე, მათ შორის SMS, სატელეფონო, ვებ-საუბრებზე, ვებგვერდზე/პორტალზე და სხვა კომუნიკაციებზე თქვენსა და Paysafe-ს შორის.

ერთობლივად, ყველაფერი ეს წინამდებარე შეტყობინებაში მოხსენიებულია, როგორც „სერვისები“.

ინფორმაცია, რომელიც შესაძლო თქვენგან შევაგროვოთ

პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ და არაპერსონალურ ინფორმაციას.

პერსონალური ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც ახდენს კონკრეტული პირის იდენტიფიცირებას, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით.

Paysafe ასევე აგროვებს არაპერსონალურ ინფორმაციას, ან შესაძლოა ანონიმური გზით დაფაროს ინფორმაცია, რათა ის არაპერსონალური ინფორმაცია გახდეს. არაპერსონალური ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული პირის იდენტიფიცირებას, არც პირდაპირ და არც ირიბად. Paysafe-ს შეუძლია შეაგროვოს, შექმნას, შეინახოს, გამოიყენოს და გაამჟღავნოს ასეთი არაპერსონალური ინფორმაცია ნებისმიერი გონივრული ბიზნეს მიზნისათვის. მაგალითად, Paysafe-მა შესაძლოა გამოიყენოს აგრეგირებული ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ კომერციული მიზნებისათვის, როგორიცაა ტენდენციების ანალიზი და მონაცემთა ანალიზის გამოყენება, რათა ღრმად გაერკვეს გადახდის გარიგების სქემებსა და მათ გამოყენებაში.

როდესაც ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართები (ან მსგავსი მაიდენტიფიცირებლები) ნებისმიერი ადგილობრივი კანონის ან იმ კანონების მიხედვით, რომლებიც სერვისებზე ვრცელდება, დარწმუნებით წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ასეთ მაიდენტიფიცირებლებს ვმართავთ, როგორც პერსონალურ ინფორმაციას.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ Paysafe უზრუნველყოფს მომსახურებას როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის და ეს კონფიდენციალურობის შეტყობინება ეხება ორივე ტიპის მომხმარებლებს და უნდა იქნეს გააზრებული და გაგებული შესაბამისად.

თქვენი ინფორმაციის შეგროვება

ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას შემდეგი საშუალებით:

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენ: ჩვენ ვღებულობთ და ვინახავთ ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს (მათ შორის ფინანსურ ინფორმაციას), რომელსაც თქვენ გვაწვდით, რაც ასევე მოიცავს შემთხვევებს, როდესაც თქვენ (ან თქვენი ბიზნესი) მოგვმართავთ შეკითხვებით ან აკეთებთ განაცხადს სერვისების გამოყენების თაობაზე; იყენებთ ან რეგისტრირდებით ნებისმიერი სერვისის გამოყენებისთვის; ტვირთავთ ან/და ინახავთ ჩვენთან ინფორმაციას სერვისების გამოყენების დროს; და როდესაც აწარმოებთ ჩვენთან კომუნიკაციას ელფოსტის, SMS, ვებგვერდის ან პორტალის, ან ტელეფონის საშუალებით, ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, მაგ., ჩვენთან კონტაქტის დროს თქვენს ანგარიშთან ან ტრანზაქციებთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიუთითებდეს ან დაკავშირებული იყოს თქვენთან ან თქვენს მომხმარებელთან და მოიცავდეს შემდეგს:

  • სახელს, მათ შორის სახელს და გვარს, დაბადების თარიღს, ასაკს, ელფოსტის მისამართს, ბილინგის მისამართს, მომხმარებლის სახელს, პაროლს ან/და ფოტოს, ბიომეტრიულ ინფორმაციას, მისამართს, დასაქმებას, მოქალაქეობას და საცხოვრებელ ქვეყანას, თქვენი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლს, როგორიც არის თქვენი მართვის მოწმობა ან პასპორტი, თქვენი სოციალური უსაფრთხოების ნომერს და/ან სახელმწიფო პირადობის ან რეგისტრაციის მონაცემებს;
  • ბარათის ძირითადი ანგარიშის ნომერს, ბარათის მოქმედების ვადას, CVC დეტალებს (ბარათის უსაფრთხოების კოდს), ანგარიშების ნომრებს, ანგარიშების ბალანსს და ამ ანგარიშების გამოყენების ხანგრძლივობას, ბანკის ან/და გამცემის დეტალებს;
  • ინფორმაციას, რომელიც ეხება ნებისმიერ შეძენილ ნივთს, მათ შორის შეძენის ადგილმდებარეობას, ღირებულებას, დროს და ნებისმიერ შეფასებას, რომელიც მოცემულია ასეთ შენაძენთან დაკავშირებით; ეს ასევე ითალისწინებს მგზავრობასთან დაკავშირებულ პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ ან თქვენი მომხმარებელი აწარმოებთ ტრანზაქციას ავიახაზის ბილეთებთან ან მოგზაურობის სხვანაირ სერვისებთან დაკავშირებით;
  • თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ ინფორმაციას, ისეთს, როგორიცაა თუ რა სიხშირით აწარმოებთ ჩვენთან გარიგებებს, თქვენი ტრანზაქციების საშუალო მოცულობას, ბალანსს ანგარიშებზე და პირებსა და სავაჭრო უწყებებს, სადაც აგზავნით ფულს და საიდანაც ღებულობთ ფულს;
  • პუნქტებს ან ჯილდოებს, მიღებულს ან გამოსყიდულს ლოიალობის ნებისმიერ სქემაში;
  • ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც გადაღებულ იქნა Paysafe-ის ღონისძიების დროს, რისთვისაც თქვენ დარეგისტრირდით, გამოიყენება ღონისძიების მონაწილეთა გადასანაწილებლად და ჩვენ პრომო მასალებში გამოსაყენებლად მომავალი ღონისძიებების დროს; და
  • სხვა ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ან თვენი მომხმარებელი გვაწვდის ან რომელიც გენერირდება სერვისების გამოყენებისას.

ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ: Paysafe იღებს და ინახავს გარკვეულ ინფორმაციას ავტომატურად, როდესაც Paysafe-თან ურთიერთობთ, მიუხედავად იმისა, გახსნით თუ არა ანგარიშს ან ახორციელებთ თუ არა გარიგებას ჩვენთან; მაგალითად, „ქუქი-ჩანაწერების" ან მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით. ჩვენ აგრეთვე მოვიპოვებთ გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც თქვენი ვებ-ბრაუზერი ამყარებს კავშირს სერვისებთან ან რეკლამებთან ან სხვა მასალასთან, რომელიც მოწოდებულია Paysafe-ის მიერ ან სხვა ვებგვერდებზე მისი სახელით მოქმედი აგენტების მიერ, ან ელფოსტაზე დაწკაპუნებისას. ასეთი ინფორმაციის შეგროვება გვაძლევს საშუალებას, უკეთ შევისწავლოთ ის ვიზიტორები და მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ და ურთიერთქმედებენ Paysafe-თან, გავიგოთ, თუ საიდან შემოდიან ისინი და როგორ იყენებენ ჩვენს სერვისებს. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას ჩვენი ანალიტიკური მიზნებისათვის და ჩვენი ვიზიტორებისა და მომხმარებლებისათვის ჩვენი სერვისების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესების მიზნით. ეს ინფორმაცია მოიცავს:

  • ტექნიკურ ინფორმაციას, მათ შორის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს, რომელიც გამოიყენება თქვენი კომპიუტერის ან მოწყობილობის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, თქვენს საავტორიზაციო ინფორმაციას, ბრაუზერის ტიპს და ვერსიას, ზონის პარამეტრებს, ბრაუზერის დანამატების ტიპებს და ვერსიებს, საოპერაციო სისტემის პლატფორმას, ვიზიტების სიხშირეს და ხანგრძლივობას და დაწკაპუნებულ ბმულებს;
  • ინფორმაციას თქვენი ვიზიტის ან იმის შესახებ, გახსენით თუ არა ელფოსტა, მათ შორის, ჩვენი ვებგვერდის სრული საინფორმაციო რესურსის მაჩვენებლების (URL) ე.წ. დაწკაპუნების დინებას, სად, რისი გავლით და საიდან (მათ შორის თარიღსა და დროს); პროდუქტებს ან სერვისებს, რომლებიც თქვენ მოინახულეთ ან მოძებნეთ; გვერდის გამოხმაურების დროებს, გამოვლენილ შეცდომებს ჩამოტვირთვის დროს, გარკვეულ გვერდებზე ვიზიტების დროს, გვერდთან ურთიერთქმედების ინფორმაციას (ისეთს, როგორიც არის ე.წ. სქროლინგი, დაწკაპუნება და მაუსით გადაადგილება) და მეთოდებს, რომლებიც გამოიყენეთ ვებგვერდიდან გადასაადგილებლად და ნებისმიერ ტელეფონის ნომერს, რომლის საშუალებითაც დაუკავშირდით ჩვენს კლიენტთა მომსახურების ნომერს.

ინფორმაცია, რომელიც გროვდება ჩვენი აპლიკაციებიდან: თუ გადმოწერთ ან გამოიყენებთ Paysafe-ის მობილურ ან კომპიუტერულ აპლიკაციას, ჩვენ შეგვეძლება, მივიღოთ ინფორმაცია თქვენს ადგილმდებარეობასა და მოწყობილობაზე ან თქვენ მიერ გამოყენებულ მომსახურებაზე (მათ შორის იმაზე, სად ხდება გადახდის ტრანზაქცია). ზოგიერთი მოწყობილობა ნებას რთავს აპლიკაციას, ჰქონდეს წვდომა რეალურ დროში ადგილმდებარეობაზე (მაგ., GPS). ჩვენმა მობილურმა და სამაგიდე აპლიკაციებმა შესაძლოა შეაგროვოს ასეთი ინფორმაცია თქვენი მობილური მოწყობილობიდან ან კომპიუტერიდან ნებისმიერ დროს ჩვენი აპლიკაციის ჩამოტვირთვის ან გამოყენებისას, თუ თქვენი მოწოყობილობა საშუალებას მისცემს რეალურ დროში მიიღოს წვდომა ადგილმდებარეობის მონაცემებზე. საჭიროებისამებრ, ჩვენ ყოველთვის შეგატყობინებთ ჩვენი გაზრახვის შესახებ შევაგროვოთ რეალურ დროში ადგილმდებარეობის მონაცემები და კანონის მოთხოვნისამებრ, ასევე მივიღებთ თქვენს თანხმობას. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ასეთი ინფორმაცია მარეგულირებელი მიზნებისათვის, შემოწმებების ჩასატარებლად, თაღლითობისა და რისკის მართვისთვის, ტრანზაქციის უკეთ აღსაქმელად და თქვენი გამოცდილების ოპტიმიზაციის მიზნით.

ელფოსტა და სხვა კომუნიკაცია: ჩვენ შორის კომუნიკაციის წარმოების დროს ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ და თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ, მათ შორის, როდესაც ხსნით ჩვენგან მიღებულ შეტყობინებებს და ელექტრონული მაიდენტიფიცერებლებიდან (რომლებიც ზოგჯერ ცნობილია, როგორც „მოწყობილობის თითების ანაბეჭდი“), როგორიცაა ინტერნეტ პროტოკოლის მისამართები ან ტელეფონის ნომრები.

ინფორმაცია სხვა წყაროებიდან: ჩვენ შესაძლოა მივიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ სხვა წყაროებიდან და დავამატოთ იგი ჩვენს ანგარიშზე არსებულ ინფორმაციას, მათ შორის მაშინ, როდესაც მოგვმართავთ სერვისების გამოსაყენებლად. მაგალითად, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ და ვღებულობთ ინფორმაციას მესამე მხარეებისგან, როგორიცაა ბიზნეს პარტნიორები, ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, მერჩანტები, ქვეკონტრაქტორები ტექნიკურ, გადახდის და მიწოდების მომსახურებებში, სარეკლამო ქსელები, ანალიტიკის პროვაიდერები, საძიებო ინფორმაციის პროვაიდერები, სახელმწიფო ნუსხები და მონაცემთა ბაზები, სოციალური მედიის საიტები (მათ შორის თქვენ მიერ განთავსებული პოსტები თქვენ ან ჩვენ შესახებ), საკრედიტო და თაღლითობის პრევენციის სააგენტოები. კრედიტის ორგანოს და თაღლითობის პრევენციის სამსახურის გამოყენება დეტალურად ახსნილია ქვემოთ. ჩვენ ასევე შესაძლოა განვიხილოთ საზოგადოების კომენტარი და აზრი, რომელიც გამოითქვა სოციალურ ქსელებში (მაგ., Facebook და Twitter), ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნის უკეთ აღქმისათვის და ჩვენი სერვისების უზრუნველსაყოფად და განსავითარებლად.

ინფორმაცია სხვა ადამიანების შესახებ: თუ თქვენ გვაწვდით ინფორმაციას სხვა ადამიანის შესახებ, თქვენ უნდა შეატყობინოთ მას აღნიშნულის შესახებ წინასწარ (მაგალითად, გადასცეთ მას კონფიდენციალურობის ეს შეტყობინება) და უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ აღნიშნული ქმედების უფლება.

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ და გავაზიაროთ ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის:

  • ჩვენ მიერ თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის მომსახურების მიწოდება, მათ შორის თქვენს ან ფინანსური თუ სხვა ინსტიტუტების მიმართ Paysafe-ის ვალდებულებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურებებთან, რომლებსაც გაწვდით თქვენ (ან/და თქვენს ბიზნესს). ამ კონტექსტში, ჩვენ ვიწერთ და ვაწარმოებთ იმ ტრანზაქციების მონიტორინგს, რომლებსაც თქვენ (და/ან თქვენი კლიენტები) ახდენთ სერვისთან დაკავშირებით; ვაკეთებთ ანალიზს და ვარეპორტებთ თქვენ (და/ან თქვენი კლიენტების) მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ლოიალობის სერვისს; ვუწევთ დახმარებას ლოიალობის პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქულის ან სხვა სასაჩუქრე ვალუტის შეგროვებას ან დაბრუნებას; გატყობინებთ ჩვენს ვებგვერდთან ან პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებების ან სიახლეების შესახებ;
  • ჩვენი ბიზნესის გაუმჯობესება და განვითარება, მათ შორის და არა მხოლოდ ჩვენი ვებსაიტების/პორტალების, პროდუქტებისა და მომსახურების ოპტიმიზაცია. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს იმ ინფორმაციის გამოყენებას, რომელიც თქვენ შეგყავთ ფორმებში, მაგრამ არ აგზავნით ჩვენთან, მაგალითად ინფორმაციის გამოყენება ჩვენი ვებგვერდ(ებ)ის ოპტიმიზაციისათვის დაამ ფორმებთან დაკავშირებით თქვენთან დაკავშირება, მომხმარებლების მხარდაჭრის მიზნით. ჩვენ, აგრეთვე, შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ახალი პროდუქტების და მომსახურებების შესაქმნელად და გამოსაცდელად, მათ შორის ჩვენს დაცულ და კონტროლირებულ საცდელ გარემოში, ან ზოგჯერ ჩვენი მომწოდებლების გარემოში;
  • ჩვენი უფლებების, გამოყენების წესების ან თქვენთან (ან/და თქვენს ბიზნესთან) ნებისმიერი შეთანხმების მართვა და აღსრულება, მათ შორის ნებისმიერი გარემოებისას, როდესაც გასაჩივრებულია გარიგება, ჯილდოები ან ქულები; საჩივრების მართვა, გამოძიება და გადაწყვეტა; ან დავალიანების ანაზღაურება ან თქვენს გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
  • ჩვენი კრედიტ რისკების და ბიზნესის პირობების შემსუბუქება და მართვა. თუ თქვენ მოგვმართავთ ჩვენს რომელიმე ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება ვაწარმოოთ თქვენი (ან/და თქვენი ბიზნესის) ფინანსური მდგომარეობის შეფასება გამოყენების წესებით დადგენილ ფარგლებში. კრედიტის შემოწმება ასევე გავლენას ახდენს დაკავშირებულ მხარეებზე, როგორიცაა დირექტორები, მეწილეები და მთავარი პირები. ჩვენ შეგვიძლია ამის განხორციელება ინფორმაციის საკრედიტო ორგანობისგან და თაღლითობის პრევენციის სამსახურისგან მიღებით და გაზიარების გზით. კრედიტის ეს შემოწმება გავლენას მოახდენს ასევე ნებისმიერ პირზე, რომელთანაც გაქვთ საერთო ანგარიში ან მსგავსი ფინანსური კავშირი. თუ ეს ერთობლივი განცხადებაა და ასეთი ბმული არ არსებობს, მაშინ შეიძლება შეიქმნას აღნიშნული. წინამდებარე ბმულები დარჩება მანამ, სანამ საკრედიტო სააგენტოებში არ შეიტანთ განაცხადს „შეტყობინება შეწყვეტის შესახებ“, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დაშვებულია. თქვენი ინფორმაციისთვის, სააგენტოები ჩაიწერენ ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც შეიძლება იხილოს სხვა კომპანიებმა, რომლებიც თვითონ გასცემენ კრედიტებს; და „ანაბეჭდი“ შეიძლება განთავსდეს თქვენს საკრედიტო ფაილში, მიუხედავად იმისა, მიღებული ხართ თუ არა მომხმარებლად. იმ შემთხვევაში, თუ ხართ დირექტორი, ჩვენ მოვითხოვთ დასტურს საკრედიტო სარეგისტრაციო სააგენტოებისაგან იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი მისამართი, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, ემთხვევა იმ მისამართს, რომელიც აქვს შესაბამისი კომპანიების რეესტრს (სადაც შესაძლებელია). დამატებით, როცა სარგებლობთ ჩვენი სერვისებით, ჩვენ საკრედიტო სარეგისტრაციო სააგენტოებს მივაწოდებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართავთ თქვენს ანგარიშებს. იმ შემთხვევაში, თუ ფულად თანხებს არ დაფარავთ მთლიანად და დროულად, საკრედიტო სარეგისტრაციო სააგენტოები ჩაინიშნავენ დაუფარავ ვალს და შესაძლოა მათ ეს ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებს გადასცენ, რომელიც ჩვენ მსგავსად ახდენენ შემოწმებებს. სააგენტოებში ჩანაწერები ზოგადად ინახება დახურვიდან 6 წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა თქვენ მიერ არის მოგვარებული თუ თავისით, თუმცა შენახვის პერიოდი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა სააგენტოებში და ტერიტორიებზე. თუ თვენ გსურთ დამატებითი ინფორმაციის გარკვევა ჩვენ მიერ საკრედიტო სააგენტოების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ;
  • თაღლითობის, ფინანსური დანაშაულის პრევენციისა ან/და გამოვლენის მიზნით, რისკის მართვისა და საკუთარი თავის, ჩვენი მომხმარებლისა და ფინანსური სისტემის მთლიანობის უკეთ დასაცავად, შეიძლება საჭირო გახდეს სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამჟღავნება (ზოგჯერ ცნობილია, როგორც სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემები), მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების, მესამე პირებისთვის, რომლებიც გვეხმარებიან ამგვარი რისკების მართვაში, რაც ასევე მოიცავს პირადობის შემოწმებას. წინამდებარე შეიძლება მოიცავდეს პროგრამულ უზრუნველყოფას და მომსახურებებს, რომლებსაც ვიყენებთ თქვენი პირადობის/ასაკის გადამოწმებისთვის იმის დადგენით, ემთხვევა თუ არა თქვენ მიერ გადაღებული სელფი ფოტოსურათს თქვენს პირადობის დოკუმენტში;
  • იდენტიფიკაციის პროცესში შესაძლოა გამოვიყენოთ სახის ამოცნობის პროცესი, რათა შევადაროთ თქვენი სელფი თქვენ მიერ ატვირთულ საიდენტიფიკაციო დოკუმენტთან. აღნიშნულ პროცესში ბიომეტრიული მონაცემები წარმოიქმნება თქვენი სახის ციფრული რუკის შექმნით, რათა უკეთ მოხდეს თქვენი პირადობის მოწმობის ფოტოს შედარება თქვენს სელფის სურათთან. ეს ხელს უწყობს თაღლითობის შემცირებას და შესაბამისად, საზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს. თუმცა, ნებისმიერი წარმოებული ბიომეტრიული ინფორმაცია დაუყოვნებლივ იშლება თანხვედრის შემთხვევაში. Paysafe ზოგადად თავისით არ ინახავს და არ იტოვებს ბიომეტრიულ მონაცემებს, ვინაიდან ამგვარი ინფორმაცია ზოგადად წარმოებულია დაცული მესამე მხარის თაღლითობის საწინაამღდეგო სისტემების გამოყენებით. თუ თქვენი ბიომეტრიული ინფორმაცია შენახულია, დატოვებულია ან გამოყენებულია Paysafe-ის მიერ ნებისმიერი გზით, თქვენ ამის შესახებ მიიღებთ ცნობას შეგროვების მომენტიდან. თუ გსურთ შეიტყოთ მეტი ჩვენი პოლიტიკისა და პროცესების შესახებ თქვენი ბიომეტრიული მონაცემების ან ჩვენი ნებისმიერი სხვა სენსიტიური ან სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნაწილში „დაგვიკავშირდით“ მითითებული მონაცემების საშუალებით;
  • ფინანსური სისტემის თაღლითობის, სხვა დანაშაულებებისა და ბოროტად გამოყენების პრევენცია, გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა ან სხვებისთვის აღნიშნულის ხელშეწყობა, მათ შორის ბიზნესის ნებისმიერი პირობის შეუსრულებლობა, რაც შეიძლება მოიცავდეს ჩვენ მიერ შეგროვებული შესაბამისი ან საჭირო ინფორმაციის გაზიარებას ასეთი მიზნებისათვის მესამე პირებთან დაკავშირებით. Paysafe მონაწილეობს თაღლითობის საწინააღმდეგო ინიციატივებში, რაც გულისხმობს თქვენს (ან/და თქვენი მომხმარებლების) შეფასებას და თქვენი გარიგებების ან/და ადგილმდებარეობის მონიტორინგს, რათა დადგინდეს ისეთი სქემები, რომლებიც საჭიროებენ გამოძიებას ან სხვაგვარ პროფილირებას და თაღლითობის და ჩვენი ან სხვისი ბიზნეს წესების დარღვევის ალბათობის შეფასებას. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ აღნიშნული მესამე მხარეების პროდუქტებისა და მომსახურებების გამოყენებით. ამას გარდა, იმ შემთხვევაში, თუ მოგვაწვდით არასწორ ან არასრულ ინფორმაციას თქვენ შესახებ, ან ჩვენ გამოვავლენთ თაღლითობის ან დანაშაულის შემთხვევას, ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი ინფორმაცია თაღლითობასთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების სააგენტოებს და ავამოქმედოთ თქვენს წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები;
  • თქვენთან დაკავშირება თქვენი ანგარიშის თაობაზე, რათა გაგაფრთხილოთ შესაძლო პრობლემების შესახებ და ვუპასუხოთ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს;
  • რისკების მართვა, როგორიცაა საკრედიტო და უცხოური ვალუტის კონვერტირების რისკები და აგრეთვე საინფორმაციო უსაფრთხოების რისკების პრევენცია ან შემსუბუქება;
  • მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა, თქვენთვის იმ პროდუქტებზე და მომსახურებებზე ინფორმაციის მოწოდება, რომელიც მოთხოვნილია თქვენ მიერ ან მივიჩნევთ, რომ შესაძლოა დაგაინტერესოთ; მოვიპოვოთ თქვენი აზრი ჩვენი პროდუქციის, მომსახურებების და ჩვენი ვებსაიტ(ებ)ის შესახებ; მარკეტინგის, მარკეტინგული კვლევისა და მსგავსი მოქმედებების მხრივ, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები აღნიშნული დანიშნულებებისთვის, იმის მიუხედავად, ხართ თუ არა კლიენტი ან აგრძელებთ თუ არა მომსახურებების მიღებას. თუ თქვენ აღარ გსურთ Paysafe-საგან მარკეტინგული და პრომო ინფორმაციების მიღება, თქვენ ყოველთვის შეძლეთ ამის შეწყვეტას. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ამის შესახებ მეტი ინფორმაცია ნაწილში „თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები“;
  • ადგილობრივ და ეროვნულ კანონთან შესაბამისობა;
  • საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე სამართალდამცავი და მარეგულირებელი ორგანოების ან კომერციული ორგანიზაციების, სადაც გაქვთ ან წარსულში გქონიათ საქმიანი ურთიერთობა, მოთხოვნების შესაბამისობის დაცვა, სამართლებრივი სარჩელის დასადგენად, გამოსაყენებლად ან დასაცავად, ან თქვენი სასიცოცხლო ინტერესების ან სხვა პირების ინტერესების დაცვისთვის, მაგალითად, სხვა ორგანოების ან სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად დანაშაულისა და ტერორიზმის წინაამღდეგ ბრძოლაში; და
  • საბარათე სქემის წესებისა ან ბიზნესის ნებისმიერი პირობის დაცვა.

იმ შემთხვევაში, თუ მოგვაწვდით ინფორმაციას, საჯარო მიზნით ვებგვერდზე/ პორტალზე გასათავსებლად ან ვებგვერდის/პორტალის სხვა მომხმარებლების მიერ ამ ინფორმაციის მესამე პირისათვის გადასაცემად, თქვენ გესმით, რომ ასეთი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იყოს ნებისმიერი მესამე მხარის მიერ, ნებიმიერი მიზნით ინფორმაციაზე წვდომისათვის. ეს ინფორმაცია ქვეყნდება თქვენ მიერ თქვენი საკუთარი რისკის საფუძველზე და თქვენ უნდა დაემორჩილოთ ასეთი გვერდის გამოყენების წესებს.

თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ არ ვამჟღავნებთ ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელია თქვენი პირადობის იდენტიფიცირება, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც აღწერილია წინამდებარე შეტყობინებაში, რომლებიც დაშვებულია ან მოთხოვნილია კანონით ან/და შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის, მათ შორის:

  • Paysafe Group-ის ფარგლებში ჩვენი მომსახურების უზრუნველსაყოფად და ჩვენს შიდა მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის, ანალიტიკური და ანგარიშგების მიზნებისთვის;
  • გადახდის მიმღებ/გამგზავნს კონკრეტული შესაბამისი გარიგების კონტექსტში (ზოგადად, ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ სრული სახელითა და ელფოსტით);
  • საკრედიტო სააგენტოები (თუ ეს ნებადართულია ნებისმიერი გამოყენების პირობით ან სხვა ხელშეკრულებით), როგორც ეს აღწერილია ზემოთ. თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ საკრედიტო სააგენტოებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ;
  • ზემოთ აღწერილი თაღლითობის პრევენციის სააგენტოები, მათ შორის თაღლითური მოქმედებებისა, ფინანსური თაღლითური მოქმედებებისა და ფინანსური თაღლითობის ბიურო და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც გვეხმარებიან თაღლითობის და ბიზნესის რისკის მართვაში;
  • მესამე მხარის საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტები (თუ ეს ნებადართულია ნებისმიერი პირობით ან სხვა ხელშეკრულებით), მათ შორის საკრედიტო ინსტიტუტი, სადაც გამგზავნი ან მიმღები (და მათი ბიზნესი, შესაბამისად) მართავს საკუთარ საბანკო ანგარიშ(ებ)ს და ბარათის სქემებს, რომლებიც არეგულირებენ საკრედიტო, სადებეტო, შესწყიდვის ან გადახდის სხვა ბარათის გაცემასა და გამოყენებას, ალტერნატიული გადახდის სქემებს და ნებისმიერი სხვა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ გადახდების დამუშავება და რომლებიც არ ოპერირებენ Paysafe-ის კონტროლის ქვეშ დარომელთა ქმედებებისა და გატოტოვების გამო Paysafe-ს არ აკისრია ვალდებულება;
  • როდესაც ჩვენ ვაწვდით მომსახურებას მესამე მხარის მეშვეობით, როგორიცაა ბანკები და სხვა ორგანიზაციები, ჩვენ შესაძლოა მოგვეთხოვოს გავამჟღავნოთ (მათ შორის ინფორმაცია „იცნობდე შენს კლიენტს“ და „შემოსავლის წყარო“) თქვენი ინფორმაცია ასეთ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შევუწყოთ მათივე მარეგულირებელ ვალდებულებებს ან რისკის შეფასებებს;
  • მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლები, მათ შორის მომწოდებლები, რომლებიც ხელს გვიწყობენ მომსახურების გაწევაში, როგორიცაა შეკვეთების დამუშავება, შეკვეთების შესრულება, გადახდების დამუშავება, საკრედიტო, უსაფრთხოების, სექტორული და თაღლითობის რისკის მართვა, პირადობის შემოწმება და მარკეტინგი, ბაზრის შესწავლა და კვლევითი საქმიანობები, წარმოებული Paysafe–ის სახელით. ზოგჯერ ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის პროვაიდერების მომსახურება, რათა ხელი შევუწყოთ ისეთი მომსახურების მიწოდებას, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, მათ შორის მონაცემების მიმდიდანარე დროს ტესტირების მიზნით და რომელთათვისაც განხორციელდება უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები;
  • მესამე პირების მიმართ, რომლებიც არ მოქმედებენ ჩვენი მითითებებით, როგორც მომსახურების მომწოდებელი (მაგრამ ექვემდებარებიან საკუთარ სამართლებრივ ვალდებულებებს მონაცემთა უსაფრთხოდ შესანახად) მომსახურების გაწევის მიზნით. მაგალითად, ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ თქვენი აქციების ვაჭრობას, კრიპტოვალუტები და სხვა ფინანსური ინტრუმენტები;
  • თაღლითობის, ფინანსური დანაშაულის პრევენციის, რისკების მართვის და ჩვენი და ჩვენი კლიენტების უკეთესი უსაფრთხოების მიზნით, შესაძლებელია საჭირო იყოს სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამჟღვავნება (ზოგჯერ ცნობილია, როგორც სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემები), მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების გაზიარება მესამე მხარეებთან, რომლებიც გვეხმარებიან ამგვარი რისკების მართვაში, პირადობის ვერიფიცირების ჩათვლით;
  • სადაც მოგვეთხოვება ან ნებადართულია კანონით, Paysafe-ს შესაძლოა კანონით მოეთხოვებოდეს გადასცეს თქვენ შესახებ ინფორმაცია მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებს მსოფლიო მასშტაბით, ან ჩვენ შესაძლოა სხვაგვარად დავადგინოთ, რომ აღნიშნულის გაკეთება დასაშვებია ან საჭიროა. ამგვარი მოთხოვნები შესაძლოა მოიცავდეს მოთხოვნებს სახელმწიფო ან საჯარო ორგანოებიდან ან კომერციული ორგანიზაციებიდან, რომელთანაც შესაძლოა წარსულში გქონდათ საქმიანი ურთიერთობა და რომლებიც ცდილობენ შეამცირონ თაღლითობისა და კრედიტ რისკი ან მათი ბიზნესის პირობების დაუცველობა, ან სასამართლო დავებისა და სამართლებრივი პროცესების, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის და სადაც მიგვაჩნია, რომ ეს არის სახელმწიფო ან საზოგადოების ინტერესებში ან სხვაგვარად არის კანონით დაშვებული. Paysafe, როგორც წესი, არ უწევს წინაამღეგობას სასამართლოს ან მსგავსი სახის ბრძანებებს, რომლებიც მოითხოვებენ გამჟღავნებას;
  • ბიზნესის გადაცემა. Paysafe-მა შეძლება იყიდოს ან გაყიდოს ბიზნესის ერთეულები ან შვილობილი კომპანიები. ასეთ გარემოებებში, ჩვენ შესაძლოა გადავცეთ ან მივიღოთ კლიენტის ინფორმაცია, როგორც ბიზნესის აქტივი. ზემოაღნიშნული შეზღუდვის გარეშე, თუ ჩვენი საქმიანობა ერთობლივ საწარმოში შედის ან გაიყიდება ან შეუერთდება სხვა ბიზნეს სტრუქტურას, თქვენი ინფორმაცია შეიძლება გაცხადდეს ჩვენს ახალ ბიზნეს პარტნიორებთან ან მფლობელებთან. ასეთ გარემოში ჩვენ ვაცნობებთ მიმღებს, რომ თქვენი ინფორმაციის განხილვა უნდა მოხდეს აღწერილი სტანდარტების შესაბამისად; და
  • თქვენი ნებართვით, თქვენი ინფორმაცია შესაძლოა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, რომელთათვის გასცემთ კონკრეტულ ნებართვას.

გარდა შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია მისი მომსახურებების შესასრულებად, როგორც ეს აღწერილია ზემოთ/დანართში, Paysafe არ ყიდის, არ აქირავებს, არ აზიარებს ან სხვაგვარად არ ავრცელებს პირად ინფორმაციას მისი მომხმარებლების შესახებ მესამე პირებთან მათივე მესამე მხარის მარკეტინგული სარგებლობისთვის, აუცილებელი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების გარეშე (მაგ., თანხმობა, უარის თქმა ან სხვაგვარად, რაც ნებადართულია კანონით). კალიფორნიის მომხმარებლის კონფიდენციალურობის აქტი იყენებს მონაცემთა „გაყიდვი“” ძალიან ფართო განმარტებას და კალიფორნიის მაცხოვრებლებმა უნდა გაეცნონ „CCPA“ განყოფილებას მონაცემთა გაყიდვის შესახებ.

მონიტორინგი

ჩვენ შეიძლება გავუწიოთ მონიტორინგი ან ჩავიწეროთ თქვენთან სატელეფონო ზარები, ელფოსტა, ვებგვერდზე საუბრები ან სხვა სახის კომუნიკაციები მარეგულირებელი, უსაფრთხოების, ხარისხის უზრუნველყოფის ან სასწავლო მიზნებისთვის. ჩვენს ოფისში სტუმრობისას CCTV, წვდომის საკონტროლო სისტემა ან/და მონიტორინგის სხვა სისტემა შესაძლოა ამოქმედდეს უსაფრთხოების მიზნით და ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ოფისის მართვის მიზნით.

სად ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ, ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებმა და სხვა მხარეებმა, რომლებსაც შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია (როგორც ზემოთ არის აღწერილი), შესაძლოა დაამუშაონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ევროპის ეკონომიკური ზონის („EEA“) ფარგლებს გარეთ ან სხვაგვარად, თქვენი საცხოვრებელი ტერიტორიის გარეთ. იგი ასევე შეიძლება დამუშავდეს პერსონალის მიერ (ჩვენი ან ჩვენი მომწოდებლების პერსონალის მიერ), რომლებიც მუშაობენ EEA-ს ან იმ ტერიტორიის გარეთ, სადაც პერსონალური ინფორმაცია შეგროვდა. ასეთი პერსონალი შეიძლება დაკავებული იყოს, ამასთან ერთად, ბრძანებების შესრულებით, გადახდის დეტალების დამუშავებით და მომსახურების მხარდაჭერით სერვისებისუზრუნველსაყოფად. ამ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ მონაცემთა დაცვის სტანდარტები, რომლებიც განსხვავდებიან (და, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო დაბალი დონის არიანაა) იმ ქვეყნის შესაბამისი სტანდარტებისგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ.

ამ ვითარებაში ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, ამ კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებისა და მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; მათ შორის, კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შესაბამისი გარანტიის გამოყენებით, რათა უზრუნველვყოთ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის კანონიერება. Paysafe ზოგადად იყენებს ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ „ტიპიურ დებულებებს“ EEA-ს გარეთ მყოფი მონაცემთა მიმღებ მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმებისას, რომლებიც EEA-ს შიგნით იღებენ მონაცემებს EEA-ს გარეთ გადაცემული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნით.

როგორ ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას უსაფრთხოდ

ჩვენ განვახორციელეთ ტექნიკური, ფიზიკური და ორგანიზაციული/ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი დაკარგვისგან და უნებართვო წვდომისგან, გამოყენების, შეცვლისა და გამჟღავნებისგან. ეს ზომები მოიცავს ისეთებს, როგორიცაა:

•           წერილობითი ინფორმაციის უსაფრთხოების პროგრამა;

•           დაინიშნა ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი ('CISO') ინფორმაციის უსაფრთხოების პროგრამის ზედამხედველობის, განხორციელების და აღსრულების მიზნით;

•           დაინიშნა კონფიდენციალურობის დაცვის მთავარი ოფიცერი ('CPO') კონფიდენციალურობის პროგრამის ზედამხედველობის, განხორციელების და აღსრულების მიზნით;

•           სისუსტეების უწყვეტი შეფასება და მონიტორინგი;

•           ინფორმაციული უსაფრთხოების რისკის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების არსებობა;

•           ინციდენტებზე რეაგირების დადგენილი გეგმის ქონა;

•           ინფორმაციულ სისტემებზე წვდომის კონტროლი, რომელიც შექმნილია მომხმარებლების ავთენტიფიკაციისთვის და მხოლოდ ავტორიზებული პირების დაშვების ნებართვისთვის;

•           წვდომის შეზღუდვა ფიზიკურ ლოკაციებზე, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ ინფორმაციას, განკუთვნილს უფლებამოსილი პირებისთვის;

•           ყველა პერსონალური ინფორმაციის დაცვა, როგორც გადაცემისას, ასევე სხვა დანარჩნ დროს;

•           მრავალფაქტორული ავტორიზაცია მთლიანი პერსონალისთვის, რომელთაც წვდომა აქვთ პერსონალურ ინფორმაციაზე;

•           აუდიტის ჩანაწერების შენარჩუნება, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალური ინფორმაციის შიდა და გარე ხელმისაწვდომობასა და მოდიფიკაციასთან;

•           მიღებულია უსაფრთხო განვითარების პრაქტიკა დაწესებულების შიგნით შექმნილი პროგრამებისთვის;

•           მომსახურების მომწოდებელ მესამე მხარეზე ინფორმაციის უსაფრთხოების საგულდაგულოდ უზრუნველყოფა;

•           უსაფრთხოების შესახებ ინფორმირებულობის რეგულარული ტრენინგი.

თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა ასევე დამოკიდებულია თქვენზე. თუ ჩვენ თქვენ მოგეცით (ან თუ თქვენ აირჩიეთ) პაროლი ან წვდომის კოდი, რათა წვდომა გქონოდათ ჩვენი ვებსაიტის/პორტალის, მობილური აპლიკაციის ან რაიმე მსგვსის გრკვეულ ნაწილზე, თქვენ პასუხისმგებელი ხართ უზრუნველყოთ პაროლის ან/და სხვა სახის წვდომის კოდის კონფიდენციალურობა. თქვენ არავის უნდა გაუმხილოთ თქვენი პაროლი და/ან წვდომის კოდი. დარწმუნდით, რომ თქვენი პაროლის და წვდომის კოდის არაავტორიზებული მოხმარება არ ხორციელდება. Paysafe იმოქმედებს ნებისმიერი პირისგან მიღებული ინსტრუქციისა და ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეიყვანს თქვენი მომხმარებლის ID-ს და პაროლს და თქვენ გესმით, რომ თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ გამოყენებაზე და ქმედებაზე, რომელიც შეიძლება მოხდეს თქვენს ანგარიშზე წვდომისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. თქვენ სწრაფად უნდა შეატყობინოთ Paysafe-ს ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შესახებ.

ინფორმაციების ინტერნეტის გზით გადაცემა არ არის სრულიად უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია ჩვენი საიტისთვის გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, თუ თქვენ არ სარგებლობთ ჩვენს მიერ უზრუნვეყოფილი კომუნიკაციის უსაფრთხო არხით. როგორც კი მივიღებთ თქვენს ინფორმაციას, ჩვენ გამოვიყენებთ მკაცრ პროცედურებს და უსაფრთხოების ზომებს არაავტორიზებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.

რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

თქვენი პერსონალური ინფორმაციის შენახვის პერიოდები დადგენილია ინფორმაციის ტიპის, ბუნების, Paysafe სერვისისა და ქვეყნის შესაბამისად, რომელშიც იგი მიეწოდება, ისევე, როგორც შესაბამისი ადგილობრივი სამართლებრივი ან რეგულაციური მოთხოვნების შესაბამისად. ზოგადად, თქვენი ინფორმაცია წაიშლება, როდესაც ის აღარ იქნება საჭირო ლეგიტიმური ბიზნეს საქმინობისთვის ან რაიმე მიზნისთვის, ან შესაძლოა გახდეს ანონიმური ან აგრეგირდეს სხვა ინფორმაციასთან, რათა გახდეს არაპერსონალური.

თუ თქვენ იყენებთ მომსახურებებს, ჩვენ შევინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა თქვენთვის არჩეული მომსახურების მოსაწოდებლად. ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას იმ პერიოდით, სანამ თქვენ ხართ ჩვენი მომხმარებელი და შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული, აგრეთვე, მოიცავს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასა და შენახვას, მომსახურებებზე განაცხადის დაწყებისას, მიუხედავად იმისა, დაასრულებთ თუ არა აღნიშნულ განცხადების პროცესს ან მოხდება თუ არა თქვენი კლიენტად მიღება.

შენახვის პერიოდი, აგრეთვე, შესაძლოა იყოს დამოკიდებული სამართლებრივ და მარეგულირებელ მოთხოვნებზე იმ ქვეყნისა, სადაც თქვენ მდებარეობთ. ჩვენ შევინახავთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორც თქვენთან ურთიერთობის დამადასტურებელ საბუთს (მათ შორის ფინანსურ ან არაფინანსურ ოპერაციებს), ნებისმიერი საჩივრის ან დავების სამართავად, მათ შორის, ნებისმიერი სამართლებრივი მოთხოვნის დასაცავად ან ინიცირებისთვის. მაგალითად, ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენს ინფორმაციას ადგილობრივი კანონმდებლობის მიერ იურიდიული საჩივრის დასაწყებად ნებადართული დროით (ე.წ. „ხანდაზმულობის ვადა“), ან იმ ვადით, რასაც გვიბრძანებს სასამართლო, ან სამართალდამცავი ორგანოები, ან ჩვენი მარეგულირებლები; ან როგორც ამას შესაბამისი კანონი მოითხოვს ან როგორც სხვაგვარად ნებადართულია (მაგალითად, KYC - იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს/ფულის გათეთრების წინააღმდეგ რეგულაციების ჩანაწერების ან მსგავსის შენახვა).

ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაგრძელოთ მარკეტინგული საქმიანობა და გამოგიგზავნოთ რეკლამები პირდაპირი კომუნიკაციის სახით, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, და მაშინ, როდესაც არ გაგიპროტესტებიათ ამგვარი მარკეტინგი.

თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები

თქვენ გაქვთ მრავალი უფლება , რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ეს უფლებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა რეგულაციების შესაბამისად, მაგალითად, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც ზოგადად ვრცელდება EEA-ს რეზიდენტებზე და კალიფორნიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი (CCPA), რომელიც ვრცელდება კალიფორნიის მაცხოვრებლებისთვის. თუ გსურთ, შეგიძლიათ წვდომა იქონიოთ, დააკორექტიროთ ან განაახლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. გარკვეულ გარემოებებში თქვენ ასევე შეგიძლიათ გვთხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა, მისი დამუშავება ან დროებით შეზღუდოთ მისი დამუშავება, სანამ თქვენს უფლებებს შეისწავლით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის გადაცემა სხვა მომსახურების პროვაიდერისთვის (ეგრეთ წოდებული „მონაცემთა პორტაბელურობა“). თქვენ შეიძლება ასევე გქონდეთ უფლება უარი თქვათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გარკვეულ გამოყენებაზე, მათ შორის, მოგვთხოვოთ შევზღუდოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება აფილირებულ და არააფილირებულ მესამე პირებთან. კონფიდენციალურობის შესახებ კანონები აგრძელებს ვინთარებას და, თუ ფიქრობთ ან არ ხართ დარწმუნებული, ვრცელდება თუ არა თქვენზე რომელიმე უფლება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რათა შევაფასოთ თქვენი საკითხი და გირჩიოთ.

რამდენადაც GDPR ვრცელდება, როდესაც თქვენ მოგვცემთ თანხმობას თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით, მისი გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. თქვენი თანხმობის გაუქმება არ იქონიებს არანაირ გავლენას ნებისმიერ დამუშავების კანონიერებაზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით თანხმობის გაუქმებამდე, ამის გარდა, ეს არ იქონიებს გავლენას თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ, თქვენი თანხმობის გარდა, სხვა კანონიერ საფუძველზე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ნებისმიერი მარკეტინგული კომუნიკაცია, რომელსაც ჩვენ გამოგიგზავნით, თქვენ მიერ მიღებულ კომუნიკაციებში „გამოწერის გაუქმების" ან „უარის თქმის" ბმულზე დაწკაპუნებით ან იმ ინსტრუქციების შესაბამისად, რომელთაც ჩვენ ყოველთვის გიგზავნით; თუმცა ჩვენ კვლავ გამოგიგზავნით ოპერაციულ ან მომსახურებასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს, რომლებიც კავშირშია თქვენს სერვისებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, საიდანაც იყენებთ მომასახურებებს, შესაძლოა ყველა ზემოთჩამოთვლილი უფლება არ იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი. ასევე, შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როდესაც ეს უფლებები ვერ განხორციელდება: მაგალითად, თქვენ ვერ შეგვეწინააღმდეგებით თქვენი ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით, როდესაც ეს კანონით არის მოთხოვნილი, ან საჩივრის წარმართასთან დაკავშირებით; ანალოგიურად, თქვენ ვერ მოგვთხოვთ თქვენი ინფორმაციის წაშლას, თუ გსურთ გააგრძელოთ ჩვენი „სერვისებით“ სარგებლობა, ან თუ ეს ინფორმაცია აუცილებელია ჩვენი კანონით დადგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარიგების საწარმოებლად (მაგალითად, თაღლითობის ან „იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს“ იდენტიფიცირების და ვერიფიცირების მოთხოვნების შენახვა) გადამოწმების მოთხოვნები), ან იურიდიული უფლებებისა და სამართლებრივი ქმედებების დაცვის ან დამტკიცების მიზნით.

თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება შეიტანოთ სარჩელი მონაცემთა დაცვის ორგანოში თქვენი პირადი ინფორმაციის ჩვენ მიერ შეგროვებისა და გამოყენების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ მონაცემთა დაცვის ორგანოს. ასევე თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სასამართლო ქმედება, რომ მოითხოვოთ კომპენსაცია ზარალის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ჩვენი უუნარობით მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

თუ თქვენ გსურთ გაიგოთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ ან თუ გსურთ მათი გამოყენება, დეტალური ინფორმაციისთვის თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სექციიდან დაგვიკავშირდით.

გადაწვეტილების ავტომატური მიღება

ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღება (მათ შორის პროფილირება), რამაც შეიძლება იქონიოს სამართლებრივი ან მსგავსი მნიშვნელობის გავლენა თქვენზე.

ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები ნიშნავს, რომ თქვენს შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტომატურად კომპიუტერის განსაზღვრის საფუძველზე (პროგრამული ალგორითმების საშუალებით), ჩვენ მიერ ადამიანის განხილვაში ადამიანის ჩარევის გარეშე. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ ავტომატიზირებული გადაწყვეტილებებს, რათა ვაწარმოოთ საკრედიტო შეფასება თქვენთან მიმართებაში, როდესაც თქვენ მიმართავთ გარკვეულ მომსახურებებს ან თაღლითობის საწინაამღდეგო შემოწმებების გატარების მიზნისთვის, როგორც ეს აღწერილია განყოფილებაში „რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას“. ჩვენ დავნერგეთ და ვიყენებთ ზომებს იმ პირთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელთა პირადი ინფორმაცია ექვემდებარება ავტომატური გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამის გარდა, თუ თქვენ Paysafe სერვისებს იყენებთ ევროკავშირის ფარგლებში, ავტომატური გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენ შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროთ, გამოხატოთ თქვენი შეხედულება და მოითხოვოთ ადამიანის მიერ ამ გადაწყვეტილების განხილვა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უფლებები ჩვენთან დაკავშირებით ქვემოთ მოცემული დეტალების მეშვეობით. კონფიდენციალურობის შესახებ კანონები აგრძელებს ვინთარებას და, თუ ფიქრობთ ან არ ხართ დარწმუნებული, ვრცელდება თუ არა თქვენზე ასეთი უფლება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რათა შევაფასოთ თქვენი საკითხი და გირჩიოთ.

დამუშავების ლეგალური დამუშავება

Paysafe მხოლოდ კანონის დაცვით დაამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.
  ასეთი კანონები იცვლება სხვადასხვა ტერიტორიებზე და შემდგომი კონკრეტული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე. ზოგადად, Paysafe ასევე დაამუშავებს:

  • თქვენი თანხმობის საფუძველზე, მაგალითად, გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინებები პროდუქტებსა და მომსახურებების შესახებ თქვენს ინტერესებიდან და თქვენი უპირატესობებიდან გამომდინარე, კანონით მოთხოვნილი თანხმობის ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ხელშეკრულების შესასრულებლად ან გასაფორმებლად, რომელიც ჩვენთან გაქვთ დადებული, მაგალითად, თქვენ მიერ გამოწერილი მომსახურებების მიწოდების მიზნით - იმ პირობის ფარგლბეში, რომ აღნიშნული ინფორმაცია გვჭირდება, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ მოგაწვდით მომსახურებას. მაგალითად, თუ მოგვეთხოვება თქვენი პიროვნების ვერიფიცირება, ხოლო თქვენ არ გამოგვიგზავნით შესაბამის ინფორმაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ვერ შევძლებთ გავხსნათ თქვენთვის ანგარიში;
  • სადაც Paysafe-ს აქვს მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც ამგვარი დამუშავების განხილვის საგანია და არ არღვევს თქვენს უფლებებს და თავისუფლებას გააპროტესტოთ მსგავსი დამუშვება. მაგალითად, თქვენი ინფორმირების მიზნით მომსახურებების გამოყენების შესახებ, მომსახურების გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის, ონლაინ რეკლამირების ან სხვა მარკეტინგული საქმიანობის ჩატარებისთვის, აგრეთვე ნებისმიერი პრეტენზიის მართვისთვის და აღსრულებისთვის;
  • სადაც Paysafe აქვს კანონიერი ვალდებულება შეაგროვოს, გამოიყენოს ან/და გაამჟღვანოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია ან სხვაგვარად საჭიროებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა დაიცვას თქვენი ან სხვა პირთა ინტერესები; მაგალითად, როდესაც საჭიროა ჩვენი ან სხვა შესაბამისი მარეგულირებლის მიერ დაკისრებული წესების დაცვა; ან
  • როგორც გამონაკლისი, ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია მესამე მხარეებთან, როდესაც ეს საჭიროა საზოგადო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგალითად, როდესაც სამართალდამცავი სააგენტოები ან სხვა მხარეები, რომელთანაც თქვენ წარსულში გქონიათ საქმიანი ურთიერთობები, მოითხოვს ინფორმაციას დანაშაულის ან მესამე მხარის საქმიანობის პირობების სხვაგვარი დარღვევის გამოძიების მიზნით.

თუ გაქვთ კითხვები ან გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ჩვენი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, რომელზედაც დაყრდნობით ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ნებისმიერი კონკრეტული დამუშვების მოქმედებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო დეტალების საშუალებით.

მოკვლევის გათიშვა

ზოგიერთმა ვებ-ბრაუზერმა შესაძლოა გამოაგზავნოს სიგნალები „მოკვლევის გათიშვა“. თუმცა, ინდუსტრიაში ამჟამად არ არსებობს სტანდარტი, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ვებგვერდებმა და სხვა ონლაინ მომსახურებებმა მსგავსი სიგნალების მიღებისას. ასეთი სტანდარტის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს პოლიტიკას, თუმცა ამჟამად ჩვენ არ ვიღებთ ზომებს ამგვარი სიგნალების მიღებისას.

ქუქი-ჩანაწერები

გთხოვთ, ასევე იხილოთ ჩვენი პოლიტიკა ქუქი-ჩანაწერების შესახებ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ ან ვამჟღავნებთ ინფორმაციას ქუქი-ჩანაწერებთან მიმართებაში. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული ცვლილებები

კონფიდენციალურობის შეტყობინების შეცვლის თარიღი აღნიშნულია წინამდებარე შეტყობინებაში. თუ ჩვენ არსებით ცვლილებებს შევიტანთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პროცესში, ამას გაცნობებთ შეტყობინებით ამ ვებსაიტზე/პორტალზე. კონფიდენციალურობის შეტყობინების შეცვლის თარიღი აღნიშნულია წინამდებარე შეტყობინებაში.  გთხოვთ, პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტს/პორტალს და მოინახულოთ წინამდებარე შეტყობინება, რათა შეამოწმოთ ცვლილებები.  თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ კანონი გვავალდებულებს წინასწარ გამცნოთ აღნიშნულ შეტყობინებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ ან/და მოვიპოვოთ თქვენი თანხმობა ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებისთვის, მაშინ ჩვენ ასე მოვიმოქმედებთ.

მესამე მხარეების ბმულები

ჩვენს გვერდზე პერიოდულად მოცემული იქნება ლინკი პარტნიორული ქსელების, რეკლამის დამკვეთების და პარტნიორების ვებგვერდებიდან. თუ გაჰყვებით ამგვარ ბმულს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ვებსაიტებს გააჩნიათ თავიანთი პოლიტიკა კონფიდენციალურობისა და მზა ჩანაწერების შესახებ და Paysafe არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას აღნიშნული მესამე მხარის ვებსაიტების მიმართ.

გლობალური შენიშვნა

ეს შეტყობინება ატარებს გლობალურ ხასიათს, თუმცა არ არის მიზანმიმართული იმისთვის, რომ უარყოს რომელიმე იურიდიული უფლებები ან აკრძალვები ნებისმიერ ტერიტორიებზე, სადაც ამგვარი უფლებები და აკრძალვები უპირატეს ძალას ფლობენ. ასეთ შემთხვევაში, ამ შეტყობინებაში აღწერილი უფლებები და მოვალეობებები იქნება გამოყენებადი, თუ მასში შეიტანენ შესწორებას ნებისმიერი გამოყენებადი ადგილობრივი კანონის შესაბამისად, რომელიც უპირატეს ძალას ფლობს.

EU წარმომადგენელი

Paysafe Group-ის კომპანიებმა, რომლებიც დაფუძნებული არიან EEA-ის გარეთ, თავიანთი EU წარმომადგენლის სახით აირჩიეს შემდეგი სუბიექტი: Paysafe Bulgaria EOOD, 90, Tsarigradsko shose blvd, Sofia, 1784, Bulgaria.
 თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ EU წარმომადგენელს საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით, რომელიც მოცემულია ქვემოთ, ნაწილში დაგვიკაცშირდით.

UK წარმომადგენელი

ევროკავშირის (გასვლა) 2018 წლის კანონით ან „Brexit“-თან დაკავშირებული სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, Paysafe Group-ის კომპანიებმა, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს გარეთ არიან, თავიანთი გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლად აირჩიეს შემდეგი სუბიექტი: Skrill Holdings Limited, 25 Canada Square, London, England, E14 5LQ, United Kingdom. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ UK წარმომადგენელს საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით, რომელიც მოცემულია ქვემოთ, ნაწილში დაგვიკაცშირდით.

დაგვიკავშირდით

ყველა კომენტარი, კითხვები და მოთხოვნები ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენების თაობაზე მისასალმებელია. თუ გსურთ გამოიყენოთ თქვენი უფლებები ან მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება Paysafe ჯგუფის ხელმისაწვდომ კომპანიებს, რომლებსაც ეს შეტყობინება განეკუთვნება, თქვენ ქვემოთ უნდა მიუთითოთ მისამართი, შემოხაზული FAO კონფიდენციალურობის დეპარტამენტი ან დაგვიკავშირდეთ.

Paysafe-ს ჯგუფის მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის ისეთი, როგორც ქვემოთ არის მოცემული და მასთან დაკავშირება შესაძლებელია ბმულის მეშვეობით ან ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

Mr Derek A Wynne

Paysafe, Floor 27, 25 Canada Square, London, E14 5LQ

 

 

California Consumer Privacy Act (CCPA)

თუ კალიფორნიის რეზიდენტი ხართ და იყენებთ ჩვენს სამომხმარებლო სერვისებს, შეიძლება გქონდეთ გარკვეული უფლებები კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის შესახებ კანონის (CCPA) შესაბამისად, რომლებიც აღწერილია ქვემოთ.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ

გასული 12 თვის განმავლობაში, ჩვენ მოვაგროვეთ შემდეგი პერსონალური ინფორმაცია:

  • ინტერნეტ – აქტივობა, როგორც ეს მოცემულია ჩვენს შეტყობინებაში ქუქი-ჩანაწერების შესახებ, ასევე მოიცავს ჩვენს მომსახურებებზე ვიზიტების და მათთან ურთიერთქმედების ისტორიას, IP მისამართბეს, ბრაუზერის ტიპს, ბრაუზერის ენას და სხვა ავტომატურად შეგროვებულ ინფორმაციას;
  • პროფესია ან დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიც არის თქვენი პროფესია;
  • ინტერნატ აქტივობები, როგორიც ეს დადგენილია ჩვენს ქუქი-ფაილებში და მოიცავს ვიზიტებისა და ინტერაქციის ისტორიას ჩვენს სერვისებთან მიმართებაში, IP მისამართებს, ბრაუზერის ტიპს, ბრაუზერის ენას და სხვა ინფორმაცის, რომელიც ავტომატურად გროვდება.
  • გეოლოკაციის მონაცემები, იმ ზომით, რა ფარგლებშიც გვჭირდება თქვენი ადგილმდებარეობის ვერიფიცირებისთვის, მარეგულებრის ან თაღლითობის საწინაამღდეგო ზომების მიზნებისთვის დამოკიდებულებით მოწოდებულ მომსახურებებზე და თქვენ მიერ მათ გამოყენებაზე (მაგალითად, ზოგიერთმა კანონმა შეიძლება მოითხოვოს თქვენი ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება, თუ რაიმე მომსახურების გამოყენება მოიცავს აზარტულ თამაშებს);
  • კომერციული ინფორმაცია, როგორიცაა ინფორმაცია თქვენი საბანკო ურთიერთობების შესახებ, მათ შორის ანგარიშის ნომრები, სადებეტო და საკრედიტო ბარათის ნომრები, ანგარიშის ნაშთები და ამ ანგარიშების შენარჩუნების ხანგრძლივობა.
     

ჩვენ ვაგროვებთ ამ პერსონალურ ინფორმაციას თქვენი ანგარიშის დასაზღვევად და შესაქმნელად და ჩვენი მომსახურებების თქვენთვის მოწოდების მიზნით.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარეებთან.
 

გასული 12 თვის განმავლობაში ჩვენ მესამე მხარეებს გავუზიარეთ ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ბიზნესის მიზნებისთვის, მაგ. ჩვენს პარტნიორებთან ან მომსახურების პროვაიდერის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება თქვენთვის მომსახურების მიწოდებაში. მსგავსი მომსახურებების კატეგორიები აღწერილია თქვენი ინფორმაციის გამჟღვანების განყოფილებაში.
 

ჩვენ არ „ვყიდით“ პერსონალურ ინფორმაციას ტრადიციული გაგებით, თუმცა ჩვენ ვყიდით პერსონალურ ინფორმაციას იმ ტერმინით, რომელიც გამოყენებულია CCPA-ში. გასული 12 თვის განმავლობაში ჩვენ გავყიდეთ ინდივიდუალური იდენტიფიკატორები ჩვენი ქუქი-ჩანაწერების ან მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით, განკუთვნილი იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არ აცადებენ უარს მონაცემთა ამგვარ გამოყენებაზე. ჩვენ ვყიდით აღნიშნულ იდენტიფიკატორებს ტექნიკურ სარეკლამო პროვაიდერებსა და რეკლამის განმთავსებლებს, რომლებიც აწარმოებენ მიზნობრივ მარკეტინგს. 

თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ ან ჩართოთ თქვენი ქუქი-ჩანაწერის გამოყენება არსებულ ონლაინ თანხმობის დაფაზე „ქუქი-ჩანაწერები“ ბმულის საშუალებით განთავსებული ყველა ჩვენს ვებსაიტზე და პორტალზე.

არ გაყიდოთ ჩემი პერსონალური ინფორმაცია

თქვენი CCPA კონფიდიციალურობის უფლებები

თქვენ გაქვთ უფლებები, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში.  კონკრექტულად:

  • წვდომის უფლება: შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ თქვენზე შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის კატეგორიების შესახებ, წყაროთა კატეგორიები, საიდანაც მოხდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, ბიზნესის მიზნები ან კომერციული მიზნები, რომლისთვის გროვდება და გაიყიდება პერსონალური ინფორმაცია, ასევე მესამე მხარეთა კატეგორიები, რომლებთანაც ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია და პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომელიც მიწოდებული იყო მესამე მხარეებისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვთხოვოთ მოგაწოდოთ პერსონალური ინფორმაციის კონკრეტული ნაწილების ასლი, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ თქვენს შესახებ, კომპიუტერით აღქმადფორმატში;
  • უფლება წაშლაზე: თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა;
  • თქვენი პერსონალური ინფორმაციის ჩვენ მიერ გაყიდვის ფარგლებში, თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ ჩვენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მესამე მხარეებისთვის გაყიდვის შეჩერებაზე ან შეგიძლიათ გამორთოთ თქვენი ქუქი-ჩანაწერების პარამეტრი აქ (რომელსაც ექნება ისეთივე შედეგი, როგორც უარის განაცხადს პირადი ინფორმაციის გაყიდვაზე);
  • არადისკრიმინაციის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება არ იყოთ დისკრიმინირებული იმის გამო, რომ გამოიყენეთ ზემოთ აღწერილი თქვენი მომხმარებლის ერთ-ერთი უფლება. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ მოგაწვდით მომსახურებების განსახვავებულ ხარისხს იმის გამო, რომ აირჩიეთ გამოიყენოთ თქვენი ერთერთი უფლება.

თქვენ შეგიძლიათ მისცეთ უფლება სხვა პირს, რათა გამოიყენოს აღნიშნული უფლებები, თუმცა ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ დავადასტუროთ მოთხოვნის ლეგიტიმურობა, ე.ი. რომ აღნიშნული ნამდვილად მოდის თქვენგან ან თქვენი სახელით არის წარმოდგენილი. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი ხელმოწერილი ნებართვა, რომელიც აჩვენებს, რომ აგენტს მიანიჭეთ უფლებამოსილება თქვენი სახელით წარადგინოს მოთხოვნა.
 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ზოგიერთი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ ვიყენებთ და ვამჟღავნებთ პერსონალურ ინფორმაციას უსაფრთხოებასთან, თაღლითობის გამოვლენასთან და სხვა მსგავს მიზნებთან დაკავშირებული მიზნებისათვის.  ამგვარად, გთხოვთ, იქონიოთ მხედველობაში, რომ შესაძლოა იყოს შემთხვევები, როდესაც თქვენი მოთხოვნა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს. მაგალითად, CCPA-ს ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელია ჩვენ არ დავემორჩილოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლის მოთხოვნას, თუ ეს ინფორმაცია დაგვჭირდება უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენის, ან მავნე, შემაცდენელი, თაღლითური ან უკანონო ქმედებებისგან დაცვის მიზნით. სადაც ეს ინფორმაცია აუცილებელია ჩვენი სახელშეკრულებო გარიგებების ან თქვენი გარიგებების აღსაწერად, ან თუ ეს კანონით მოითხოვება ან სხვაგვარად არის დაშვებულია.

თუ თქვენ გსურთ გაიგოთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ ან თუ გსურთ მათი გამოყენება, დეტალური ინფორმაციისთვის თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვმოთ მოცემულ ნაწილში.

დაგვიკავშირდით

კალიფორნიის რეზიდენტებს ასევე შეგიძლიათ დაგვირეკონ +1 855 719 2087 -ზე (უფასო ზარი, ხელმისაწვდომია დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე EST) ან დაგვიკავშირდეთ ზემოთ მოცემული ინფორმაციის საშუალებით.

ეს შეტყობინება ბოლოს დარედაქტირდა 30/12/2019.

 

 

პერსონალური ინფორმაციის დამმუშავებელ ორგანოთა სია

Paysafe ჯგუფის კომპანიები Paysafe Group Holdings Limited, მის სუბსიდიარებთან ერთად. ქვემოთ მოცემულია Paysafe ჯგუფის დაწესებულებების სია, რომლებიც ამუშავებენ პერსონალურ ინფორმაციებს Paysafe ჯგუფის გლობალური კონფიდენციალურობის შეტყობინების ფარგლებში:

  • cpt Dienstleistungen GmbH (გერმანია)
  • EcomAccess Inc (კანადა)
  • Flagship Merchant Service LLC (აშშ, დელავერი)
  • Global Merchant Advisors LLC (აშშ, Delaware)
  • IA Digital Marketing Inc. (კანადა)
  • Income Access Limited (გაერთიანებული სამეფო)
  • iPayment Inc (აშშ, დელავერი)
  • Leaders Merchant Services LLC (აშშ, დელავერი)
  • MAC Limited (გიბრალტარი)
  • NBS Acquisition LLC (აშშ, დელავერი)
  • NT Services Limited (ალბერტა, კანადა)
  • Optimal Payments Services Inc (აშშ, დელავერი)
  • Pays Services India LLP (ინდოეთი)
  • Pays Services Italy S.r.l (იტალია)
  • PAYS Services UK Limited (გაერთიანებული სამეფო)
  • Paysafe Bulgaria EOOD (ბულგარეთი)
  • Paysafe Capital LLC (აშშ, დელავერი)
  • Paysafe Financial Services (Canada) Inc (კანადა)
  • Paysafe Financial Services Limited (გაერთიანებული სამეფო)
  • Paysafe Group Holdings Limited (გაერთიანებული სამეფო)
  • Paysafe Group Limited (მანის კუნძულები)
  • Paysafe Holdings (US) Corp. (აშშ, დელავერი)
  • Paysafe Holdings UK Limited (გაერთიანებული სამეფო)
  • Paysafe Loans LLC (USA, დელავერი)
  • Paysafe Merchant Services Corp (აშშ, დელავერი)
  • Paysafe Merchant Services Inc. / Services aux commerçants Paysafe Inc. (კანადა)
  • Paysafe Partners LP (აშშ, დელავერი)
  • Paysafe Payment Processing Solutions LLC (აშშ, დელავერი)
  • Paysafe Payment Solutions Limited (ირლანდია)
  • Paysafe Prepaid Services Limited - Gibraltar Branch (გიბრალტარი)
  • Paysafe Prepaid Services Limited (ირლანდია)
  • Paysafe Processing Limited (გაერთიანებული სამეფო)
  • Paysafe RT LLC (აშშ, დელავერი)
  • Paysafe Services (Canada) Inc. / Services Paysafe (Canada) Inc. (კანადა)
  • Paysafe Services (US) Corp. (აშშ, დელავერი)
  • Paysafe Services Lending LLC (აშშ, დელავერი)
  • Paysafe Technologies Inc. / Technologies Paysafe Inc. (კანადა)
  • Paysafe Technology Services Austria GmbH (ავსტრია)
  • paysafecard Ön Ödeme Servisleri Ltd. Şti. (თურქეთი)
  • paysafecard.com Argentina S.R.L. (არგენტინა)
  • paysafecard.com Deutschland (Zweigniederlassung der Prepaid Services Company Ltd) (გერმანია)
  • paysafecard.com MENA DMCC (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
  • paysafecard.com Mexico S.A. de C.V.(მექსიკა)
  • paysafecard.com Schweiz GmbH (შვეიცარია)
  • Paysafecard.com USA Inc (აშშ)
  • paysafecard.com Wertkarten GmbH (ავსტრია)
  • paysafecard.com Wertkarten UK (გაერთიანებული სამეფო)
  • paysafecard.com Wertkarten Vertriebs GmbH (ავსტრია)
  • Petroleum Card Services LLC (აშშ, დელავერი)
  • Prepaid Services Company Limited (გაერთიანებული სამეფო)
  • Sentinel Bidco Ltd (გაერთიანებული სამეფო)
  • Skrill Limited (გაერთიანებული სამეფო)
  • Skrill New York, Inc (აშშ)
  • Skrill Services GmbH (გერმანია)
  • Skrill USA Inc (აშშ)

 

 

 

 

ყოველთვის უზრუნველყავით თქვენი უსაფრთხოება

paysafecard აბსოლუტურად უსაფრთხოა. აქ თქვენ იხილავთ სასარგელო ინფორმაციას, ინტერნეტში უსაფრთხო გადახდებისა და თაღლითობის მცდელობებისაგან დაცვის შესახებ.