გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?

აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.

რატომ მჭირდება შემოსავლის/ქონების დადასტურების წარმოდგენა?

paysafecard, ისევე როგორც ყველა ფინანსური სერვისების კომპანია, ექვემდებარება რეგულაციებს, რათა დაიცვას ჩვენი მომხმარებლები და ჩვენი ბიზნესი.

ჩვენ გვაქვს ვალდებულება შევამოწმოთ, რომ ჩვენი მომხმარებლის თანხები ლეგიტიმური მიზნებისთვის იყოს მიმართული.

ამიტომ, ჩვენ შესაძლოა მოვთხოვოთ მომხმარებლებს წარმოადგინონ თანხ(ებ)ის წყაროს დასტური, როდესაც ისინი მიაღწევენ კონკრეტული ანგარიშისთვის ზღვრულ მაჩვენებელს, რის საფუძველზეც აღნიშნული მოითხოვება.

ყველა გადახდის სერვისის პროვაიდერს, რომელიც რეგულირდება ფინანსური ოპერაციების ორგანოს (FCA) მოეთხოვება აღნიშნული შემოწმებები.

ინფორმაცია, რომელიც უნდა გამოგვიგზავნოთ:

დოკუმენტები, რომელიც გვეხმარება თქვენს მიერ ჩვენი ციფრული ანგარიშსწორების მეშვეობით თქვენი გადარიცხცული თანხების წყაროს იდენტიფიცირებისა და მხარდაჭერისათვის.

დოკუმენტები, რომელიც შესაძლოა მოვითხოვოთ მოიცავს შემდეგს:

  • შემოსავლის/ქონების დადასტურება: გადახდის ქვითრები/ დამსაქმებლის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი/ დივიდენდები/ პენსია/ ინვოისები/ შემოსავლის დადასტურება/ სავაჭრო მოგება/ მოგებები/ აქტივები და სხვა.
  • ბანკის ამონაწერი, სადაც ნათლად არის ასახული მუდმივი შემოსავლის სერთიფიცირებული წყარო იმ თანხისათვის, რომელსაც თქვენს ანგარიშში იყენებთ.
  • სხვა მკაფიო მტკიცებულებები, რომლებიც მხარს დაუჭერს "ხელმისაწვდომობას", თქვენთან ტრანზაქციების დონეზე.

რისთვის მოხდება ამ ინფორმაციის გამოყენება?

ამ ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ იმის დასადასტურებლად, რომ თანხების წყარო ლეგიტიმური და სამართლებრივია.

ის დამუშავდება მკაცრი კონფიდენციალურობის ფარგლებში და შესწავლილი იქნება მხოლოდ გუნდის წევრების მიერ, რომელთა პროცესი და ქმედება შესაბამისობაშია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას ამ მნიშვნელოვანი CBI ვალდებულების ფარგლებში.