გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?

აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.

რა არის paysafecard ანგარიშის უპირატესობები?

paysafecard ანგარიში არის თქვენი პერსონალური ონლაინ საგადახდო ანგარიში და რამოდენიმე წუთში იხსნება. ანგარიშის მეშვეობით თქვენი ბალანსი ყოველთვის თვალთახედვის არეში გაქვთ და ფინანსები კონტროლქვეშ. ახლა 16-ნიშნა კოდის შეყვანა მხოლოდ ერთხელ არის საჭირო, როდესაც თქვენს paysafecard ბალანს შეავსებთ. გადაიხადეთ ძალიან მარტივად მომხმარებლის სახელითა და პაროლით - კოდის შეყვანა საჭირო აღარ არის.

თქვენ გექნებათ ექსკლუზიური წვდომა ჩვენს paysafecard Mastercard -ზე, რომელიც პრაქტიკული წინასწარ გადახდილი ბარათია, რომლზეც თქვენ ტვირთავთ ნაღდ ფულს და ანგარიშსწორებას ახდენთ როგორც ონლაინ ისე ოფლაინ. ამასთან, თქვენ სარგებლობთ უფრო მაღალი ლიმიტებით, ვიდრე თითოეულ გადახდაზე 50 EUR.

ჩვენი რეკომენდაცია: უფასო paysafecard აპია, რომლის მეშვეობითაც თქვენი ანგარიშისგან საუკეთესოს იღებთ.