გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?

აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.

ჩემი კომპიუტერი დაბლოკილია და ამ ბლოკის მოსახსნელად შეტყობინება მოითხოვს paysafecard-ით გადახდის განხორციელებას. როგორ მოვიქცე?

ყურადღება: თუ თქვენ ზემოთ ხსენებული შეტყობინება მიიღეთ თქვენი კომპიუტერიდან ბლოკის მოსახსნელად, საქმე გვაქვს თაღლითობის მცდელობასთან! paysafecard-ს არც პოლიცია და არც სხვა რომელიმე უწყება იყენებს გადახდის საშუალებად. ამგვარად თქვენი კომპიუტერი ალბათ დავირუსებულია. არასოდეს არ შეიყვანოთ paysafecard PIN-ი თქვენ კომპიუტერზე ბლოკის მოსახსნელად! რადგან თქვენი paysafecard PIN-ის შეყვანის შემდეგაც თქვენი კომპიუტერი დავირუსებული რჩება და თქვენი paysafecard-ის ბალანსი დაიკარგება. ვირუსების წასაშლელად, უმჯობესია მიმართოთ კომპიუტერის სპეციალისტს. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.

თუ თქვენ უკვე შეიძინეთ paysafecard და PIN მისთვის განკუთვნილ ველში, დაბლოკილ კომპიუტერში შეიყვანეთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი PIN(ები) ამ ონლაინ ფორმულარის მეშვეობით მაინც დაბლოკოთ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ: დაბლოკვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც თაღლითებს ის ჯერ არ გამოუყენებიათ.

თუ თქვენი paysafecard PIN უკვე გამოყენებულია, თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ აუცილებლად მიბრძანდეთ პოლიციაში და დაწეროთ ჩვენება. შეკითხვებისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტის მისამართზე antifraud@paysafecard.com.