გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?

აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.

რატომ ჩამომეჭრა თანხა ჩემი paysafecard-დან, მაგრამ ვებ-მაღაზიაში არ ჩაირიცხა?

წესით, ტრანზაქციის თანხა რამდენიმე წუთის განმავლობაში ირიცხება ვებ-მაღაზიის ანგარიშზე. ძალიან იშვიათ შემთხვევებში (მაგალითად ტექნიკური პრობლემების გამო) შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვებ-მაღაზიამ ვერ განახორციელოს თქვენთვის სასურველი ტრანზაქცია, თუმცა თქვენი თანხა paysafecard-დან თანხა უკვე ჩამოჭრილი იყოს.

ასეთ შემთხვევაში, თანხის უკან დასაბრუნებლად, გთხოვთ მიმართოთ ვებ-მაღაზიის კლიენტთა მომსახურების სამსახურს. გააგზავნეთ თქვენი ტრანზაქციის მონაცემები, რათა ვებ-მაღაზიამ თქვენი მოთხოვნის დაამუშავება შეძლოს:

  • ტრანზაქციის ID,
  • ვებ-მაღაზიის ID,
  • თქვენი მომხმარებლის სახელი ვებ-მაღაზიაში და
  • ელ-ფოსტა, რომლითაც რეგისტრირებული ხართ ვებ-მაღაზიაში.

ყველა ზემოთ ხსენებული მონაცემის ნახვა შეგიძლიათ ბალანსის შემოწმების ტრანზაქციების მიმოხილვაში.