გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?

აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.

როგორ მოვიქცე, როდესაც ჩემი 16-ნიშნა paysafecard-ის გამოყენება ჩემი თანხმობის გარეშე ხდება?

თუ გაქვთ ეჭვდი, რომ თქვენი 16-ნიშნა paysafecard-ის გამოყენება თქვენი თანხმობის გარეშე ხდება, შგიძლიათ დაიცვათ თქვენი ბალანსი, მისი დაბლოკვით აქ. თუ გაქვთ ეჭვი, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, მაშინვე დაუკავშირდით პოლიციას; ჩვენ შეგვიძლია პოლიციას ყველა რელევანტური ინფორმაცია გადავცეთ. თუ არცერთი სცენარი არ შეესაბამება თქვენს შემთხვევას, მაშინ გთხოვთ დაგვიკავშირდით მისამართზე info@paysafecard.com და დაურთეთ თქვენს ელფოსტას თქვენი 16-ნიშნა paysafecard-ის გარჩევადი ასლი. გახსოვდეთ: შეინახეთ თქვენი 16-ნიშნა paysafecard უსაფრთხოდ და არ გადასცეთ ის მესამე პირს.