გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?
აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.
- როგორ ხდება paysafecard-ის თანხის ანაზღაურება?
თანხის დაბრუნება paysafecard-ის მომსახურე მეშვეობით
თანხის დაბრუნების განცხადებისათვის, გთხოვთ გააგზავნეთ ელ-ფოსტა მისამართზე info@paysafecard.com შემდეგი ინფორმაციის შემცველობით:
- თქვენი paysafecard PIN(ები)-ს ასლი.
- თქვენი საბანკო მონაცემები-ბანკის სახელი, BIC, IBAN და ანგარიში მფლობელი.
- ანგარიშის მფლობელის სურათიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (სამოგზაურო პასპორტი, პირადობის ახალი მოწმობა) მისამართით.
- ანგარიშის მფლობელის სრული მისამართი (ქუჩა, სახლის ნომერი, ქალაქი და საფოსტო კოდი).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანაზღაურების დროს დაითვლება და გამოაკლდება დამუშავების გადასახადი 20 GEL ოდენობით. ანაზღაურების შესახებ განცხადების დამუშავება შეიძლება 11 სამუშაო დღემდე გაგრძელდეს.
- გადახდისას ვიღებ შეტყობინებას შეცდომის შესახებ: ბარათზე არსებული დეპოზიტი არ არის საკმარისი თანხის გადასახდელად. თქვენს ხელთ არსებული ზოგიერთი PIN-ი შესაძლოა დაბლოკილია. გამოიყენეთ დამატებითი PIN-ები სასურველი გადახდის ტრანსაქციის დასასრულებლად. როგორ მოვიქცე?
ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი paysafecard-ის კარგად გარჩევადი კოპია ელ-ფოსტის მისამართზე info@paysafecard.com. paysafecard-ის სერვის ჯგუფი გადაამოწმებს თქვენს პრობლემას.
- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს paysafecard-ის თანხის ანაზღაურება?
ანაზღაურება შეიძლება როგორც წესი თერთმეტი დღე გაგრძელდეს. როგორც კი თქვენი განცხადება დამუშავდება, შეტყობინებას მიიღებთ ელ. ფოსტაზე.
- ანაზღაურებული თანხა ჩემს საბანკო ანგარიშზე არ ჩაირიცხა. როგორ მოვიქცე?
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანაზღაურება შეიძლება თერთმეტ სამუშაო დღემდე გაგრძელდეს. თუ ეს ვადა უკვე გადაცილებულია, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ info@paysafecard.com ელ. ფოსტაზე, ანაზღაურების საცნობარო ნომერი და თქვენი paysafecard PIN-(ებ)ის სერიული ნომერი.
- რატომ ვეღარ ვტვირთავ paysafecard PIN-ს ჩემ my paysafecard ანგარიშში?
თუ თქვენ, ვერც ერთ PIN-ს ვერ ტვირთავთ თქვენს my paysafecard ანგარიშში, შეამოწმეთ თქვენი მიმინარე სტატუსი მენიუს პუნქტიდან- „ჩემი სტატუსი“.
თუ შევსების ლიმიტს ჯერ ვერ მიაღწიეთ, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ პუნქტებს:
- paysafecard იმავე ქვეყანაში შეიძინეთ, სადაც რეგისტრირებული ხართ? გთხოვთ გაითვალიწინოთ, რომ თქვენი my paysafecard ანგარიშის შევსება მხოლოდ paysafecard PIN-ით შეიძლება, რომელიც იმ სახელმწიფოში იქნა შეძენილი, სადაც paysafecard-ს ანგარიში დარეგისტრირდა.
- არასწორად შეიყვანეთ თქვენი paysafecard PIN? გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენ მიერ შეტანილი ინფორმაცია, სანამ „თანხის დამატება“-ს დააჭერთ.
- თქვენ paysafecard PIN-ზე არის კიდევ თანხა? my paysafecard-ში თანხის ჩატვირთვა, მხოლოდ PIN-ით არის შესაძლებელი.
- როგორ მოვიქცე, როდესაც ჩემი 16-ნიშნა paysafecard-ის გამოყენება ჩემი თანხმობის გარეშე ხდება?
თუ გაქვთ ეჭვდი, რომ თქვენი 16-ნიშნა paysafecard-ის გამოყენება თქვენი თანხმობის გარეშე ხდება, შგიძლიათ დაიცვათ თქვენი ბალანსი, მისი დაბლოკვით აქ. თუ გაქვთ ეჭვი, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, მაშინვე დაუკავშირდით პოლიციას; ჩვენ შეგვიძლია პოლიციას ყველა რელევანტური ინფორმაცია გადავცეთ. თუ არცერთი სცენარი არ შეესაბამება თქვენს შემთხვევას, მაშინ გთხოვთ დაგვიკავშირდით მისამართზე info@paysafecard.com და დაურთეთ თქვენს ელფოსტას თქვენი 16-ნიშნა paysafecard-ის გარჩევადი ასლი. გახსოვდეთ: შეინახეთ თქვენი 16-ნიშნა paysafecard უსაფრთხოდ და არ გადასცეთ ის მესამე პირს.
- რისი გაკეთება შემიძლია, თუ ჩემი მობილური ნომრის დასადასტურებლად არ მივიღებ სმს შეტყობინებას?
თქვენ შეგიძლიათ ხელახლა გამოაგზავნინოთ თქვენი მობილური ნომრის დასადასტურებელი სმს. ამისათვის შედით თქვენი paysafecard ანგარიშზე და დააჭირეთ ღილაკს „შეტყობინების ხელახალი გაგზავნა“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი ორი პუნქტი, როცა ახალ სმს-ს მოითხოვთ:
- გთხოვთ, გადაამოწმეთ სწორად გაქვთ თუ არა შეყვანილი თქვენი მობილურის ნომერი. თუ ეს ის შემთხვევა არ არის, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თვენი მობილურის ნომერი.
- სმს თქვენი მობილური ნომრის დასადასტურებლად შეიძლება დაგვიანებით მოვიდეს. თუ ეს მოხდება, თქვენ შეგიძლიათ my paysafecard ანგარიშში შეხვიდეთ და თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი დაადასტუროთ.
- რას ნიშნავს „გადახდის პროცესი“ ან რამდენი ხანი შეიძლება იყოს თანხა „გადახდის პროცესში“?
როგორც კი თქვენ, გადახდის ფანჯარაში „გადახდა“-ს დააჭერთ, ტრანზაქციის თანხა შესაბამის ვებ-მაღაზიას გადაეგზავნება. ტრანზაქციის თანხა რამდენიმე წუთის შემდეგ ვებ-მაღაზიაში ხელმისაწვდომი გახდება.
თუ ვებ-მაღაზიამ გამონაკლის შემთხვევებში - მაგალითად, ტექნიკური ხარვეზის გამო - თქვენი გადახდის განხორციელება ვერ შეძლო, ტრანზაქციის თანხა უკან დაბრუნდება (თანხა ხელმისაწვდომია რამდენიმე წუთის შემდეგ არის შესაძლებელი).
- ჩემი კომპიუტერი დაბლოკილია და ამ ბლოკის მოსახსნელად შეტყობინება მოითხოვს paysafecard-ით გადახდის განხორციელებას. როგორ მოვიქცე?
ყურადღება: თუ თქვენ ზემოთ ხსენებული შეტყობინება მიიღეთ თქვენი კომპიუტერიდან ბლოკის მოსახსნელად, საქმე გვაქვს თაღლითობის მცდელობასთან! paysafecard-ს არც პოლიცია და არც სხვა რომელიმე უწყება იყენებს გადახდის საშუალებად. ამგვარად თქვენი კომპიუტერი ალბათ დავირუსებულია. არასოდეს არ შეიყვანოთ paysafecard PIN-ი თქვენ კომპიუტერზე ბლოკის მოსახსნელად! რადგან თქვენი paysafecard PIN-ის შეყვანის შემდეგაც თქვენი კომპიუტერი დავირუსებული რჩება და თქვენი paysafecard-ის ბალანსი დაიკარგება. ვირუსების წასაშლელად, უმჯობესია მიმართოთ კომპიუტერის სპეციალისტს. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.
თუ თქვენ უკვე შეიძინეთ paysafecard და PIN მისთვის განკუთვნილ ველში, დაბლოკილ კომპიუტერში შეიყვანეთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი PIN(ები) ამ ონლაინ ფორმულარის მეშვეობით მაინც დაბლოკოთ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ: დაბლოკვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც თაღლითებს ის ჯერ არ გამოუყენებიათ.
თუ თქვენი paysafecard PIN უკვე გამოყენებულია, თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ აუცილებლად მიბრძანდეთ პოლიციაში და დაწეროთ ჩვენება. შეკითხვებისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტის მისამართზე antifraud@paysafecard.com.
ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები
გაგაჩნიათ დამატებითი კითხვები?
თუკი, თქვენს შეკითხვას პასუხი ვერ გაეცა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ paysafecard მომსახურების გუნდს.