გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?
აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.
- რა არის paysafecard-ის უპირატესობები?
- paysafecard-ის მეშვეობით ონლაინ ისევე ახდენთ ანგარიშსორებას, როგორც ნაღდი ფულით.
- ამგვარად, საჭირო აღარ ხდება ინტერნეტში ისეთი სენსიტიური მონაცემების მითითება, როგორიც არის საკრედიტო ბარათის მონაცემები ან საბანკო ინფორმაცია.
- პრაქტიკული წინასწარგადახდილი ბარათის მეშვეობით თქვენ აღარსოდეს გექნებათ გადახარჯვა და ყოველთვის გეჭირებათ თვალი თქვენს საქმიანობაზე.
- შეიძინეთ თქვენი paysafecard ძალიან მარტივად 650.000-ზე მეტ გაყიდვის პუნქტში მსოფლიოს მასშტაბით.
- გადაიხადეთ paysafecard-ით ათასობით ონლაინ მაღაზიაში.
- რა არის paysafecard ანგარიშის უპირატესობები?
paysafecard ანგარიში არის თქვენი პერსონალური ონლაინ საგადახდო ანგარიში და რამოდენიმე წუთში იხსნება. ანგარიშის მეშვეობით თქვენი ბალანსი ყოველთვის თვალთახედვის არეში გაქვთ და ფინანსები კონტროლქვეშ. ახლა 16-ნიშნა კოდის შეყვანა მხოლოდ ერთხელ არის საჭირო, როდესაც თქვენს paysafecard ბალანს შეავსებთ. გადაიხადეთ ძალიან მარტივად მომხმარებლის სახელითა და პაროლით - კოდის შეყვანა საჭირო აღარ არის.
თქვენ გექნებათ ექსკლუზიური წვდომა ჩვენს paysafecard Mastercard -ზე, რომელიც პრაქტიკული წინასწარ გადახდილი ბარათია, რომლზეც თქვენ ტვირთავთ ნაღდ ფულს და ანგარიშსწორებას ახდენთ როგორც ონლაინ ისე ოფლაინ. ამასთან, თქვენ სარგებლობთ უფრო მაღალი ლიმიტებით, ვიდრე თითოეულ გადახდაზე 50 EUR.
ჩვენი რეკომენდაცია: უფასო paysafecard აპია, რომლის მეშვეობითაც თქვენი ანგარიშისგან საუკეთესოს იღებთ.
- რა სხვაობაა paysafecard-ს, paysafecard ანგარიშს და paysafecard Mastercard-ს შორის?
- paysafecards ფიზიკური ბარათებია, რომლელიც ხელმისაწვდომია მსოფლიო მასშტაბით 650.000-ზე მეტ გაყიდვის პუნქტში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ღირებულების ბარათი და მიიღებთ 16-ნიშნა კოდს. თითოეული გადახდისათვის, მაქსიმალური ზღვარი 50 EUR-ს წარმოადგენს.
- paysafecard ანგარიში თქვენი პირადი ონლაინ გადახდის ანგარიშია, რომელიც გთავაზობთ შესაძლებლობას განახორციელოთ ნებისმიერი ტრანზაქცია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, გრძელი კოდის მითითების ნაცვლად. ფიზიკური ბარათისგან განსხვავებით, paysafecard ანგარიშისას თქვენ ამასთან ერთად მეტი ლიმიტით სარგებლობთ, ვიდრე 50 EUR.
- paysafecard Mastercard ჩვეულებრივ Mastercard-ს ან საკრედიტო ბარათს უთანაბრდება, მაგრამ ის წინასწარ გადახდილი ბარათია. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფინანსები ყოველთვის კონტროლქვეშ გაქვთ და ვეღარასდროს დახარჯავთ იმაზე მეტს ვიდრე დაგეგმილი გქონდათ.
- რა უპირატესობები და ფუნქციები აქვს paysafecard აპს?
- შეინარჩუნეთ თქვენი ფინანსები თქვენს სმარტფონში მხედველობის ქვეშ, სულერთია სად იმყოფებით.
- იპოვეთ გაყიდვის პუნქტი თქვენს სიახლოვეს, როდესაც გზაში ხართ.
- შეავსეთ თქვენი ბალანსი გაყიდვის პუნქტში წამის სიჩქარით paysafecard direct ფუნქციის მეშვეობით – კოდის აკრეფა საჭირო აღარ არის.
- დაასკანერეთ QR-კოდი scan2pay ფუნქციით და გადაიხადეთ ძალიან მარტივად ვებმაღაზიებში.
- სად შემიძლია paysafecard-ის შეძენა?
მსოფლიოს მასთაბით 650.000-ზე მეტი გაყიდვის პუნქტია, რომელთა შორის არის მრავალი დიდი სუპერმარკეტი, ფოსტის ოფისი, კიოსები და სხვა.
- სად შემიძლია paysafecard-ით გადახდა?
paysafecard-ს იღებს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ვებმაღაზია და ონლაინ მომწოდებელი თამაშების, სპორტული შეჯიბრებებისა და პოკერის სფეროდან, მუსიკის, ფილმების და კომუნიკაციების სფეროს ჩათვლით.
ზოგადი შეკითხვები
გაგაჩნიათ დამატებითი კითხვები?
თუკი, თქვენს შეკითხვას პასუხი ვერ გაეცა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ paysafecard მომსახურების გუნდს.