გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?
აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.
- ჩემი paysafecard, უსაფრთხოების მიზნით დაიბლოკა. როგორ შემიძლია განვბლოკო ჩემი paysafecard?
თუ თქვენი paysafecard, გადახდისას უსაფრთხოების მიზნებით დაიბლოკა, თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ ხარვეზი შეტყობინებას, რომელიც "განბლოკვის განაცვხადის" ონლაინ-ფორმულარზე გადაგამისამართებთ. გთხოვთ, სიმართლის შესაბამისად შეავსეთ ფორმულარი. მხოლოდ ამ გზით შეძლებს paysafecard-ის მხარდამჭერი გუნდი თქვენი შემთხვევის შემდგომ დამუშავებას.
თუ თქვენ ვერ შეძლებთ ხარვეზის შეტყობინებაში მითითებული ვებ-გვერდის გახსნას ან ბრაუზერში არ შეგინახიათ, "განბლოკვის განაცხადის" ონლაინ-ფორმულარისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://customer.cc.at.paysafecard.com/cct/cctool.xhtml?pid=
- გათამაშებაში მოვიგე paysafecard და ვერ ვანაღდებ. როგორ მოვიქცე?
paysafecard PIN-ის მოგებისას მისი გამოყენება უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ იმ ონლაინ მაღაზიებში, რომლებთან ერთადაც paysafecard-მა ეს გათამაშება მოაწყო. მოგებული paysafecard PIN-ების გამოყენება შეიძლება მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში. მოქმედების ვადის ნახვა შეგიძლიათ paysafecard PIN-ის მეორე გვერდზე ან ელ-წერილში, რომლითაც თქვენ paysafecard PIN მიიღეთ. გათამაშებაში მოგებული paysafecard PIN-ის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.
ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს მინიმალური თანხა, რომელთანაც თქვენ paysafecard PIN-ი უნდა დააკომბინიროთ. ამ ინფორმაციის ნახვა ასევე შეგიძლიათ paysafecard PIN-ის მეორე გვერდზე ან ელ-წერილში, რომლითაც თქვენ paysafecard PIN მიიღეთ.
- რამდენია ჩემი paysafecard PIN-ის ბალანსი?
გამოიყენეთ ბალანსის შემოწმების ფუნქცია თქვენი paysafecard PIN-ის ბალანსის გასაგებად.
- შემიძლია ტრაზაქციის უკუშექცევა?
არა. გადახდის გაუქმება არ არის შესაძლებელი. გთხოვთ გაითვალისწინეთ: როგორც კი ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდება, შეუძლებელია გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. თუ თქვენ, თანხის უკან გადმორიცხვა გესაჭიროებათ, ეს ვებ-მაღაზიასთან უნდა შეათანხმოთ.
- რას ნიშნავს „გადახდის პროცესი“ ან რამდენი ხანი შეიძლება იყოს თანხა „გადახდის პროცესში“?
როგორც კი თქვენ, გადახდის ფანჯარაში „გადახდა“-ს დააჭერთ, ტრანზაქციის თანხა შესაბამის ვებ-მაღაზიას გადაეგზავნება. ტრანზაქციის თანხა რამდენიმე წუთის შემდეგ ვებ-მაღაზიაში ხელმისაწვდომი გახდება.
თუ ვებ-მაღაზიამ გამონაკლის შემთხვევებში - მაგალითად, ტექნიკური ხარვეზის გამო - თქვენი გადახდის განხორციელება ვერ შეძლო, ტრანზაქციის თანხა უკან დაბრუნდება (თანხა ხელმისაწვდომია რამდენიმე წუთის შემდეგ არის შესაძლებელი).
paysafecard
გაგაჩნიათ დამატებითი კითხვები?
თუკი, თქვენს შეკითხვას პასუხი ვერ გაეცა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ paysafecard მომსახურების გუნდს.