გაქვთ დამატებითი კითხვები my paysafecard-ის შესახებ?
აქ თქვენ იხილავთ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს. უბრალოდ გადაფურცლეთ კატეგორიები ან გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია.
- ჩემი კომპიუტერი დაბლოკილია და ამ ბლოკის მოსახსნელად შეტყობინება მოითხოვს paysafecard-ით გადახდის განხორციელებას. როგორ მოვიქცე?
ყურადღება: თუ თქვენ ზემოთ ხსენებული შეტყობინება მიიღეთ თქვენი კომპიუტერიდან ბლოკის მოსახსნელად, საქმე გვაქვს თაღლითობის მცდელობასთან! paysafecard-ს არც პოლიცია და არც სხვა რომელიმე უწყება იყენებს გადახდის საშუალებად. ამგვარად თქვენი კომპიუტერი ალბათ დავირუსებულია. არასოდეს არ შეიყვანოთ paysafecard PIN-ი თქვენ კომპიუტერზე ბლოკის მოსახსნელად! რადგან თქვენი paysafecard PIN-ის შეყვანის შემდეგაც თქვენი კომპიუტერი დავირუსებული რჩება და თქვენი paysafecard-ის ბალანსი დაიკარგება. ვირუსების წასაშლელად, უმჯობესია მიმართოთ კომპიუტერის სპეციალისტს. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.
თუ თქვენ უკვე შეიძინეთ paysafecard და PIN მისთვის განკუთვნილ ველში, დაბლოკილ კომპიუტერში შეიყვანეთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი PIN(ები) ამ ონლაინ ფორმულარის მეშვეობით მაინც დაბლოკოთ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ: დაბლოკვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც თაღლითებს ის ჯერ არ გამოუყენებიათ.
თუ თქვენი paysafecard PIN უკვე გამოყენებულია, თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ აუცილებლად მიბრძანდეთ პოლიციაში და დაწეროთ ჩვენება. შეკითხვებისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტის მისამართზე antifraud@paysafecard.com.
- ჩემი paysafecard-ის დაბლოკვა დროულად მოხდა. როგორ მივიღო თანხა უკან?
თუ თქვენი paysafecard დროულად დაბლოკეთ, თქვენი paysafecard-ის ბალანსის თქვენსავე საბანკო ანგარიშზე უკან გადმორიცხვა შესაძლებელია. ინფორმაცია, თუ როგორ შეგიძლიათ ანაზღაურების თაობაზე განაცხადოთ, იხილეთ აქ.
- როგრო გავიგო, რომ ჩემი paysafecard წარმატებით დაიბლოკა?
ბალანსის შემოწმების გრაფაში შეიყვანეთ 16-ნიშნა paysafecard PIN. თუ თქვენი paysafecard PIN წარმატებით დაიბლოკა, მიიღებთ შემდეგ შეტყობინებას: „დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ დაუკავშირდეთ paysafecard მომსახურე გუნდს“. ეს ნიშნავს, რომ გადახდა ამ PIN-ით შეუძლებელია.
- როგორ მოვიქცე, როდესაც ჩემი 16-ნიშნა paysafecard-ის გამოყენება ჩემი თანხმობის გარეშე ხდება?
თუ გაქვთ ეჭვდი, რომ თქვენი 16-ნიშნა paysafecard-ის გამოყენება თქვენი თანხმობის გარეშე ხდება, შგიძლიათ დაიცვათ თქვენი ბალანსი, მისი დაბლოკვით აქ. თუ გაქვთ ეჭვი, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, მაშინვე დაუკავშირდით პოლიციას; ჩვენ შეგვიძლია პოლიციას ყველა რელევანტური ინფორმაცია გადავცეთ. თუ არცერთი სცენარი არ შეესაბამება თქვენს შემთხვევას, მაშინ გთხოვთ დაგვიკავშირდით მისამართზე info@paysafecard.com და დაურთეთ თქვენს ელფოსტას თქვენი 16-ნიშნა paysafecard-ის გარჩევადი ასლი. გახსოვდეთ: შეინახეთ თქვენი 16-ნიშნა paysafecard უსაფრთხოდ და არ გადასცეთ ის მესამე პირს.
- რა შემიძლია გავაკეთო, თუ ჩემი paysafecard არაავტორიზებულ ვებ-მაღაზიაში იქნა გამოყენებული?
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ სამწუხაროდ აღარ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ გირჩევთ, რომ paysafecard ყოველთვის ავტორიზებულ ვებ-მაღაზიებში გამოიყენოთ და ეს შემთხვევა პოლიციაში განაცხადოთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ ორგანოების შეკითხვებს ელ. ფოსტის antifraud@paysafecard.com მეშვეობით.
რათა დავრწმუნდეთ, რომ საქმე ავტორიზებულ ვებ-მაღაზიას ეხება, გთხოვთ ვებ-მაღაზია აარჩიოთ ჩვენი მიღების პუნქტების მიმოხილვის სიიდან.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია paysafecard-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თაღლითბის ეჭვი
გაგაჩნიათ დამატებითი კითხვები?
თუკი, თქვენს შეკითხვას პასუხი ვერ გაეცა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ paysafecard მომსახურების გუნდს.