უფრთხილდით თაღლითობის მცდელობებს!

ყურადღება: ისევე როგორც სხვა დანარჩენი გადახდის საშუალებები, paysafecard-იც არის კრიმინალების სამიზნე, რომელთაც თაღლითობის მცდელობები აქვთ. კრიმინალები ცდილობენ paysafecard-ის მფლობელის PIN-ის ხელში ჩაგდებას. აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თქვენ paysafecard-ის PIN შეიყვანოთ მხოლოდ თქვენს მიერ არჩეული ონლაინ მაღაზიის გადახდის გრაფაში. Paysafecard-ის PIN არ შეიძლება გადაგზავნილ იქნას ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით!

Paysafecard-ის ჰაკერული პროგრამები და paysafecard-ის გენერატორები არიან თაღლითური თავდასხმების მცდელობის ობიექტები. ისევე როგორც სხვა პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ paysafecard-ზე არსებული თანხის გაზრდა. ერთ-ერთ ასეთ პროგრამაში თქვენი PIN-ის შეყვანის შემთხვევაში ანგარიშზე არსებული თანხა იკარგება.

კრიმინალები, სხვადასხა არალეგალური მეთოდების გამოყენებით, ცდილობენ paysafecard-ის მო მხმარებლ ის თანხის მოპარვას. Paysafecard-მა ხშირად გამოყენებადი თაღლითური მეთოდები წარმოგიდგინათ, რათა თქვენი ყურადღება მიეპყრო.

მიიღეთ ინფორმაცია ჩვენგან და დაგვეხმარეთ ავღკვეთოთ თაღლითობის ფაქტები იმით, რომ მოგვაწვდით ინფორმაციას საეჭვო ვებ გვერდების შესახებ!

უფრთხილდით ფიშინგს

ეგრეთწოდებული ფიშინგი თაღლითების მიერ გამოიყენება თქვენი Password-ის da PIN-ის გამოტყუების მიზნით. დეტალურ ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით გაგაცნობთ paysafecard-ი და მოგცემთ რჩევებს აქ. ამასთანავე იქ იპოვით ინფორმაციას შესაბამისი ღონისძიებების შესახებ, იმ შემთხვევისთვის თუ რიმე საეჭვო აქტივობას/ტრანსაქციას შეაჩნევთ.

ეგრეთწოდებული ფიშინგი თაღლითების მიერ გამოიყენება თქვენი Password-ის da PIN-ის გამოტყუების მიზნით. დეტალურ ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით გაგაცნობთ paysafecard-ი და მოგცემთ რჩევებს აქ. ამასთანავე იქ იპოვით ინფორმაციას შესაბამისი ღონისძიებების შესახებ, იმ შემთხვევისთვის თუ რიმე საეჭვო აქტივობას/ტრანსაქციას შეაჩნევთ.

  • თაღლითები იპარავენ პაროლებსა და paysafecard PIN-ებს
  • ყალბი ვებ-გვერდები paysafecard ავტორიზაციის იმიტირებას ახდენენ.
  • paysafecard PIN-ის შეყვანა ყალბ ვებ-გვერდზე თანხის დაკარგვას გამოიწვევს.

საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი my paysafecard-ის წვდომის მონაცემები და paysafecard PIN-ები. გამოიყენეთ ისინი, მხოლოდ paysafecard -ის უსაფრთხო გადახდების გვერდებზე.

5 ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების წესი

paysafecard-ისათვის უსაფრთხოება უპირველესია. იმისათვის, რომ თქვენი გადახდები ყოველთვის უზრუნველად განახორციელოთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ 5 ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი:

  • თქვენი paysafecard PIN-ები, მხოლოდ paysafecard ავტორიზებულ ვებ-მაღაზიებში გამოიყენეთ.
  • არასოდეს გადასცეთ თქვენი paysafecard PIN ელ-ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
  • თქვენს my paysafecard ანგარიშში საეჭვო აქტივობების დაფიქსირებისას: დაუყოვნებლივ დაბლოკეთ თქვენი ანგარიში.
  • სახელმწიფო ორგანოები, დაწესებულებები, იურისტები ან სასამართლოები არ არიან ვებ-მაღაზიებთან ხელშეკრულებით დაკავშირებულები. სულერთია იქნება ეს კომპიუტერზე თუ მობილურ ტელეფონზე: ჯარიმები, სარჩელები თუ ვადაგადაცილებული ჯარიმები არასოდეს მოგივათ paysafecard-ით გადასახდელად!
  • ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართეთ paysafecard მომსახურების ჯგუფს.

paysafecard-ის გატეხვა შეუძლებელია

ვიდეოპლათფორმაზე, ისევე როგორც ფორუმებში ან ბლოგებში, ხშირად შეხვდებით ჩანაწერებს, სადაც დოკუმენტირებულია, თუ როგორ უნდა გატეხო paysafecard PIN. ამაამას გარდა, ვებგვერდები პროგრამის ჩამოტვირთვას გთავაზობენ, რომელიც თქვენი paysafecard PIN-ის ბალანსის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. paysafecard ძალიან კონკრეტულად მიგითითებთ, რომ არ შეუძლებელია paysafecard PIN-ის გამრავლენა ან გატეხვა. paysafecard-ის სხვადასხვა ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმების გამო, შეუძლებელია მისი ჰაკერული გატეხვა. თუკი თქვენი paysafecard ბალანსი გახარჯულია ან არ არის საკმარისი, ამისათვის თქვენ ახალი paysafecard-ის შეძენა გჭირდებათ, თქვენს სიახლოვეს მდებარე შესყიდვის პუნქტში. არ არსეობს სხვა გზა, მეტი თანხის მოსაპოვებლად.

ვიდეოპლათფორმაზე, ისევე როგორც ფორუმებში ან ბლოგებში, ხშირად შეხვდებით ჩანაწერებს, სადაც დოკუმენტირებულია, თუ როგორ უნდა გატეხო paysafecard PIN. ამას გარდა, ვებგვერდები პროგრამის ჩამოტვირთვას გთავაზობენ, რომელიც თქვენი paysafecard PIN-ის ბალანსის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

paysafecard ძალიან კონკრეტულად მიგითითებთ, რომ არ შეუძლებელია paysafecard PIN-ის გამრავლენა ან გატეხვა. თუკი თქვენი paysafecard ბალანსი გახარჯულია ან არ არის საკმარისი, ამისათვის თქვენ ახალი paysafecard-ის შეძენა გჭირდებათ, თქვენს სიახლოვეს მდებარე შესყიდვის პუნქტში. არ არსეობს სხვა გზა, მეტი თანხის მოსაპოვებლად.

  • paysafecard PIN-ების გატეხვა არ არის შესაძლებელი.
  • paysafecard-ის გატეხვის პროგრამები თაღლითობის მცდელობებია.
  • ამ გზით, კრიმინალები ცდილობენ სხვა ადამიანების paysafecard PIN-ების ბალანსის მოპარვას.

 

ამიტომ, არასოდეს შეიყვანოთ თქვენი PIN, რომელიმე გატეხვის პროგრამაში! თუ თქვენ უკვე შეიყვანეთ თქვენი paysafecard PIN ერთ-ერთ ასეთ პროგრამაში, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ paysafecard მომსახურე გუნდს.

თაღლითობის მცდელობები paysafecard გენერატორით

paysafecard გატეხვის პროგრამების მსგავსად, ინტერნეტში გამუდმებით ვრცელდება ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული paysafecard გენერატორის პროგრამის ჩამოტვირთვის შესახებ, რომელიც paysafecard PIN-ებს აგენერირებს. თაღლითობა ამ შემთხვევაში შემდეგში მდგომარეობს: ასეთი paysafecard გენერატორის ჩამოტვირთვა ხშირად ფასიანია და მისი გადახდა მხოლოდ paysafecard-ით არის შესაძლებელი. მომხმარებლები ჩამოტვირთვის საფასურს paysafecard PIN-ით იხდიან და სანაცვლოდ იღებენ პროგრამას, რომელიც 16-ნიშნა უფუნქციო ციფრულ კოდებს აგენერირებს. უმეტეს შემთხვევებში, იკარგება არა მხოლოდ paysafecard PIN ბალანსი, რომელიც გამოყენებული იყო გენერატორის შესაძენად, არამედ ხდება კომპიუტერის ვირუსით დაინფიცირება. თუ თქვენ უკვე შეიძინეთ და შეიყვანეთ თქვენი paysafecard, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ paysafecard მომსახურე გუნდს.

  • შეუძლებელია paysafecard PIN-ის გენერირება რაიმე პროგრამის მიერ.
  • ეგრეთ წოდებული paysafecard გენრატორების მეშვეობით, კრიმინალებს სხვისი ბალანსის მოპარვა სურთ.
  • paysafecard გენერატორების ჩამოტვირთვა, შესაბამისი კომპიუტერის ვირუსით დაინფიცირებას გამოიწვევს.

 

paysafecard გენერატორები თაღლითობაა! არასოდეს შეიძინოთ ან ჩამოტვირთოთ paysafecard გენერატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბალანსი დაიკარგება და თქვენი კომპიუტერი ვირუსით დაინფიცირდება.

უსაფრთხოების თემასდან დაკავშირებული დოკუმენტები

უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაერთიანეთ ინტერნეტში უსაფრთხო გადახდასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.