paysafecard – ონლაინ წინასწარ გადახდილი ანგარიშსწორების საშუალება ყველასათვის
paysafecard არის ევროპული ბაზრის ლიდერი ონლაინ-წინასწარგადახდილ საგადახდო საშუალებებში. წინასწარ გადახდილი ნიშნავს, რომ თქვენ ყიდულობთ paysafecard-ს, მსოფლიო მასშტაბით +650 000-დან ერთ-ერთ გაყიდვის პუნქტში და ამით, ინტერნეტში უსაფრთხო ანგარიშსწორებას აწარმოებთ. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველთვიურად 2 მილიონი ადამიანი ენდობა paysafecard-ს.
ასე მარტივად მუშაობს paysafecard
-
ძიება
paysafecard-ის მიღებას თქვენ ყველა ექსპრეს ბანკის, ისევე როგორც თიბისი ფეის თვით-მომსახურების ტერმინალში შეძლებთ.
-
შეძენა შეიძინეთ იქ paysafecard. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ 10, 20, 30, 50 და 70 GEL ღირებულებით PIN-ები შეიძინოთ.
-
გადახდა
გადაიხადეთ ონლაინ მრავალრიცხოვან ვებ-მაღაზიაში 16-ნიშნა paysafecard PIN-ის შეყვანით.
ონლაინ მრავალრიცხოვან პარტნიორებთან ანგარიშსწორება
paysafecard-ის ონლაინ საგადახდო საშუალებად გამოყენება, თქვენ ისეთი სხვადასხვა სფეროების მომწოდებლებთან შეგიძლიათ, როგორიც არის: თამაშები, სოციალური და მედია თემები, კინო და მუსიკა და სხვა მრავალი შემოთავაზება. paysafecard-ით ანგარიშსწორება პირდაპირ და შეუფერხებლად წარმოებს.
ამიტომ არის paysafecard განსაკუთრებით უსაფრთხო!
უსაფრთხოება და პერსონალური მონაცემები paysafecard-თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Paysafecard-ით გადახდისას არ არის სავალდებულო პირადი მონაცემების გაზიარება. 16 ნიშნა PIN-ის შეყვანა აუცილებელია. აქედან გამომდინარე არც პირადი, არც საბანკო ან საკრედიტო მონაცემების შეყვანა ინტერნეტში არ არის აუცილებელი. მრავალრიცხოვანი ინტერნეტ მაღაზია ონლიან გართობის კუთხით სთავაზობს თავის მომხმარებელს paysafecard-ით გადახდას და მათი რიცხვი დღითი-დღე იზრდება.
უსაფრთხოების თემაზე, დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.
გაგაჩნიათ კითხვები?
გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, ან გაგაჩნიათ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვები? ჩვენი კლიენტთა მომსახურების სამსახური სიამოვნებით დაგეხმარებათ.