ყველა მოსაკრებელი და ლიმიტი ერთი გადახედვით

იქნება ეს paysafecard თუ my paysafecard: აქ თქვენ იხილავთ ყველა მოსაკრებლისა და ლიმიტის შემაჯამებელ მიმოხილვას.

paysafecard მოსაკრებლები

paysafecard-ის გამოყენების მსგავსად, გადახდაც ძირითადად უფასოა. თუმცა შეიძლება შემდეგი გადასახადები დაგეკისროთ: (დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს გამოყენების წესებსა და პირობებში):

  • ხელმისაწვდომობის მოსაკრებელი: მე-13 თვიდან, თქვენს PIN ბალანსიდან ჩამოგეჭრებათ ყოველთვიური ხელმისაწვდომობის მოსაკრებელი 5 GEL.
  • კონვერტაციის მოსაკრებელი: ვალუტის კონვერტაციისას ტრანზაქციებისას paysafecard-ს მოსაკრებელი გააჩნია. paysafecard ვალუტის კონვერტორი თქვენთვის ყოველთვის აქტუალური კურსით კონვერტაციას უზრუნველჰყოფს. გამოსათვლელად, უბრალოდ მიუთითეთ თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა და აირჩიეთ ვალუტა.
  • უკან დაბრუნების მოსაკრებელი: მოქმედებს 20 GEL გადასახდელი თანხის თითოეულ უკან დაბრუნებულ ერთეულზე.
  • my paysafecard ხელმისაწვდომობის მოსაკრებელი: მე-13 თვიდან ძალაში შედის ყოველთვიური გადასახადი 5 GEL, რომელიც my paysafecard ანგარიშიდან ჩამოიჭრება, თუ მომხმარებელს, 12 თვის განმავლობაში არ უფიქსირდება არც ერთი my paysafecard ტრანზაქცია.

paysafecard და my paysafecard ლიმიტები

 

paysafecard

my paysafecard

მაქსიმალური თანხა თითოეული გადახდისას

350 GEL

350 GEL

მაქსიმალური my paysafecard ბალანსი

-

1 500 GEL

შევსების წლიური ლიმიტი

-

1 500 GEL

გახარჯვის წლიური ლიმიტი

-

1 500 GEL

გაგაჩნიათ კითხვები?

გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, ან გაგაჩნიათ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვები? ჩვენი კლიენტთა მომსახურების სამსახური სიამოვნებით დაგეხმარებათ.