უსაფრთხო ანგარიშსწორება ინტერნეტში

paysafecard-ით ონლაინ გადახდა უსაფრთხოა, რადგან თქვენ ისევე იხდით, როგორც ნაღდი ფულით და არ გჭირდებათ პირადი, საბანკო თუ საკრედიტო ბარათების ინფორმაციების შეყვანა. ამის მიუხედავათ, ყოველთვის ყურადღებით იყავით თქვენს paysafecard PIN-ებთან და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები ინტერნეტში უსაფრთხო გადახდების შესახებ. ამგვარად, თქვენ თავიდიან აირიდებთ უსიამოვნო მოულოდნელობებს.

5 ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების წესი

paysafecard-ისათვის უსაფრთხოება უპირველესია. იმისათვის, რომ თქვენი გადახდები ყოველთვის უზრუნველად განახორციელოთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ 5 ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი:

  • თქვენი paysafecard PIN-ები, მხოლოდ paysafecard ავტორიზებულ ვებ-მაღაზიებში გამოიყენეთ.
  • არასოდეს გადასცეთ თქვენი paysafecard PIN ელ-ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
  • თქვენს my paysafecard ანგარიშში საეჭვო აქტივობების დაფიქსირებისას: დაუყოვნებლივ დაბლოკეთ თქვენი ანგარიში.
  • სახელმწიფო ორგანოები, დაწესებულებები, იურისტები ან სასამართლოები არ არიან ვებ-მაღაზიებთან ხელშეკრულებით დაკავშირებულები. სულერთია იქნება ეს კომპიუტერზე თუ მობილურ ტელეფონზე: ჯარიმები, სარჩელები თუ ვადაგადაცილებული ჯარიმები არასოდეს მოგივათ paysafecard-ით გადასახდელად!
  • ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართეთ paysafecard მომსახურების ჯგუფს.

უსაფრთხოების თემასდან დაკავშირებული დოკუმენტები

უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაერთიანეთ ინტერნეტში უსაფრთხო გადახდასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

paysafecard-ის ყურადღებით გამოყენება

paysafecard ისევეა, როგორც ნაღდი ფული. გთხოვთ აუცილებლად მიჰყევით ჩვენს მოხმარების რჩევებს-ამგვარად თქვენ უსაფრთხო ანგარიშსწორებას შეძლებთ და თაღლითებს შანსს არ დაუტოვებთ.

paysafecard მოხმარების რჩევების ახლა წაკითხვა