არასოდეს გადასცეთ თქვენი paysafecard PIN ან პირადი მონაცემები გარეშე პირს

paysafecard თქვენ არასოდეს მოგთხოვთ ელ-ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით თქვენს my paysafecard წვდომის მონაცემებსა თუ paysafecard PIN-ს. თვითონ paysafecard მომსახურების გუნდი, ყოველთვის მხოლოდ სერიის ნომერს შეგეკითხებათ და არასოდეს მოგთხოვთ PIN-ის სრულ ვერსიას.

უგულებელჰყავით ელ-ფოსტით მოსული გაფრთხილებები, რომელიც paysafecard-ით გადახდას გთხოვთ

paysafecard არ გამოიყენება გადახდის მეთოდად სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიული ფირმებსა ან ინკასო დაწესებულებებში - და მითუმეტეს ჯარიმებისათვის. აქ საქმე თაღლითობის მცდელობასთან გვაქვს!

ნუ ენდობით ვიდეოინსტრუქციებს, რომელიც თქვენი paysafecard ბალანსის გაზრდას უნდა ასახავდეს.

ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებში, ისევე როგორც YouTube-ის მსგავს ვიდეოპლათფორმებზე, ხშირად შეხვდებით პოსტებს, რომლებშიც paysafecard-ის ბალანსის გაზრდას გპირდებიან. ბალანსის ასეთი გაზრდა ტექნიკურად არის შეუძლებელი. ამის უკან ყოველთვის თაღლითობის მცდელობები დგას. ამ მოწოდების ერთადერთი და ნამდვილი მიზეზი, კრიმინალური გზით, სხვისი ბალანსის მოპარვაა.

გადაიხადეთ მხოლოდ ავტორიზებულ ვებ-მაღაზიებში

თქვენი paysafecard PIN, მხოლოდ paysafecard ავტორიზებულ ვებ-მაღაზიებში, გადახდის ფანჯარაში მიუთითეთ.

ავტორიზებული paysafecard ვებ-მაღაზიის ამოცნობას შემდეგნაირად შეძლებთ:

  • გადახდის ფანჯრის ვებ-მისამართი იწყება "https://customer.cc.at.paysafecard.com"-ით.
  • უსაფრთხოების სერთიფიკატი გაცემულია "customer.cc.at.paysafecard.com" -თვის. ამის შემოწმებისათვის, შეგიძლიათ დააჭიროთ "ბოქლომის" ხატულას, რომელიც თქვენი ბრაუზერის საძიებო ველში ან მის გვერდით მდებარეობს.

თუკი არ ხართ დაწმუნებული ვებ-გვერდის სანდოობაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ paysafecard მომსახურების გუნდს. თქვენს მიერ გადახდის განხორციელებამდე, ჩვენ სიამოვნებით გადავამოწმებთ, არის თუ არა აღნიშნული ვებ-გვერდი, paysafecard-ს მიერ ავტორიზებული.

გთხოვთ შეგვატყობინეთ საეჭვო ვებ-გვერდების შესახებ

თუკი თქვენ დაგაეჭვებთ paysafecard-თან დაკავშირებული რაიმე სახის ვებ-გვერდი, ელ-ფოსტა ან სხვა ონლაინ აქტოვობა, გთხოვთ შეატყობინეთ აღნიშნული paysafecard უსაფრთხოების გუნდს შემდეგ მისამართზე info@paysafecard.com. უსაფრთხოების გუნდი დაუყოვნებლივ გადაამოწმებს თქვენს მითითებას. ამას გარდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე არსებულ შეკითხვებს შემდეგ მისამართზე: info@paysafecard.com

თუკი თქვენ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყოვნებლივ მიეცით ჩვენება პოლიციაში და დაუკავშირდით paysafecard მომსახურების გუნდს.

ასე, თქვენ შეძლებთ საზიანო პროგრამული უზრუნველყოფის ამოცნობას

თქვენს კომპიუტერში არსებული ყველაზე კარგი ანტი ვირუსი, საზიანო პროგრამების დამცავი, ანტი-ტროანელი და Firewall მექანიზმი სამწუხაროდ არ ნიშნავს ას პროცენტიან დაცვას პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებისაგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყო, საზიანო პროგრამების ამოცნობაში, სწორედ რომ ადამიანური ფაქტორია და იმ მონაცემთან ფრთხილი მოპყრობა, რომელსაც თქვენ ელ-ფოსტის მეშვეობით იღებთ ან ვებგვერდებიდან ტვირთავთ. მცირეოდენი სიფრთხილითა და წინასწარ გადახდილი ბარათის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ ინტერნეტში უსაფრთხო გადახდების წარმოებას.

უმეტეს შემთხვევებში, ტროანერებისა თუ სხვა საზიანო პროგრამების ამოცნობა ჩამოტვირთვისა და სხვა აქტივობების დროს ადვილად შეიმჩნევა, რადგან კომპიუტერის ჩვეულებრივი მოხმარებისას, მსგავსებს იშვიათად ხდვდებით. ასეთის დაფიქსირებისას, პირველ რიგში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინტენრეტ კავშირი, რათა თქვენი მონაცემების გადაცემის შეჩერება მოახდინოთ. რადგან ტროანერი, მისი შემოჭრისთანავე იჭრება სისტემაში, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ ყველა მონაცემი და გამოძახება, რომელსაც ის შეეხო. ამისათვის არსებობს სპეციელური მავნე პროგრამებისაგან დამცავი, ე.წ "ამომშლელი". აღნიშნულნი, როგორც წესი მოწოდებულია ანტივირუსის მწარმოებლის მიერ უფასოდ.

უსაფრთხოების თემასდან დაკავშირებული დოკუმენტები

უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაერთიანეთ ინტერნეტში უსაფრთხო გადახდასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.