ვებ-გვერდები, რომლებიც paysafecard PIN-ზე არსებული ბალანსის გაზრდას გთავაზობენ, ყოველთვის თაღლითობის მცდელობებია. არასოდეს მიუთითოთ აქ თვენი paysafecard PIN.

ნუ დაუჯერებთ paysafecard-ის ჰაკერებს

მრავალ ვიდეოპლათფორმაზე, ფორუმებში, სოციალურ ქსელებში ან ბლოგებში, ხშირად შეხვდებით ჩანაწერებს, სადაც უჩვენებენ თუ როგორ უნდა გატეხო paysafecard PIN და გაზარდო შენი ბალანსი. ამისათვის ვებგვერდები პროგრამის ჩამოტვირთვას გთავაზობენ, რომელიც paysafecard PIN-ის ბალანსის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

ყურადღება: პროგრამები და/ან ვებგვერდები, რომლებიც paysafecard PIN-ის გატეხვაზე მიგითითებენ და ამით თქვენს PIN-ზე არსებული ბალანსის გაზრდას გთავაზობენ, ყოველთვის თაღლითობის მცდელობებია. კრიმინალები ამ გზით ცდილობენ თქვენს paysafecard PIN-ის ბალანზე წვდომას. ამიტომ, არასოდეს შეიყვანოთ PIN-ები, რომელიმე მსგავს პროგრამაში ან ვებ-გვერდზე.

ამიტომ, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, რადგან ასეთ შემთხვევებში paysafecard ვერ მოახდენს თქვენი ბალანსის ანაზღაურებას.

paysafecard ამასთან მიმართებით, ყოველთვის მიგითითებთ, რომ არ შეუძლებელია paysafecard PIN-ის გატეხვა და ამ გზით ბალანსის გაზრდა. paysafecard-ის მრავლობითი ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმების გამო, შეუძლებელია მისი ჰაკერული გატეხვა.

თაღლითები ამგვარად ცდილობენ თქვენს paysafecard ბალანსზე წვდომას

ყურადღებით იყავით! კრიმინალები, როგორც წესი შემდეგნაირად იქცევიან: თაღლითობის მცდელობებისას, თქვენ გთხოვენ გარკვეულ პროგრამაში ან ვებ-გვერდზე თქვენი PIN-ის შეყვანას. ამავდროულად დაგპირდებიან, რომ ამით თქვენი ბალანსი გაიზრდება. ეს კი რა თქმა უნდა სიმართლე არ არის. პირიქით, კრიმინალები, ამ გზით თქვენი ბალანსის მოპარვას ცდილობენ.

გჭირდებათ მეტი თანხა ანგარიშზე? არ არის პრობლემა!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ახალი ან მეტი paysafecard ბალანსის მიღება მხოლოდ თქვენს სიახლოვეს ან ონლაინ, ახალი paysafecard-ის შეძენით შეგიძლიათ. არ არსებობს ბალანსის მიღების სხვა მეთოდი.

გაგაჩნიათ კითხვები?

გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, ან გაგაჩნიათ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვები? ჩვენი კლიენტთა მომსახურების სამსახური სიამოვნებით დაგეხმარებათ.