თქვენი კომპიუტერის და მობილური ტელეფონის დამცავი ფარი

სულერთია, ინტერნეტში საძიებად, თქვენს კომპუტერს იყენებთ თუ თქვენს მობილურ ტელეფონს. დაიცავით თქვენი მოწყობილობები ვირუსების, ტროანერების და სხვა საფრთხეებისაგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ზოგადი რჩევები:

  • გამოიყენეთ Firewall და ყურადღება მიაქციეთ, რომ ის მუმდივად განახლებულ და აქტიურ მდგომარეობაში იყო.
  • რეგულარულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების საოპერაციო სისტემა. ეს განახლებები შეავსებს სისტემის უსაფრთხოების ხარვეზებს და უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს.
  • დააინსტალირეთ თქვენს მოწყობილობებში ანტივირუსული და ანტისაჯაშუშე პროგრამული უზრუნველყოფა, ვირუსებისა და ტროანერებისაგან თავის დასაცავად. ამასთან, თვალყური ადევნეთ მიმდინარე განახლებებს.
  • რეგულარულად გადაიტანეთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოების ასლი და ამ გზით დაიცავით ისინი.
  • მობილურ ტელეფონებზე: სიფრთხილე გამოიჩინეთ, დასაინსტალირებელი აპების ჩამოტვირთვი დროს.

პირადი ინფორმაციების დაცვა

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პირადი მონაცემების მითითებისას. მიუთითეთ აღნიშნული მხოლოდ სანდო ვებ-გვერდებზე და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში. სტუმრის კომენტარების ან ფორუმების დისკუსიებისათვის, გამოიყენეთ ელ-ფოსტის ისეთი მისამართი, რომელზეც არ არის მიბმული თქვენი პირადი მონაცემები. სოციალურ ქსელებში ყურადღებით იყავით თქვენი პირადი სფეროს პარამეტრებთან და იზრუნეთ, რომ თქვენი მონაცემები ხილული იყოს, მხოლოდ ავტორიზებული პირებისათვის.

საუკეთესო დაცვა, საუკეთესო პაროლით იწყება

მონაცემების ქურდობისაგან თავდაცვა, საიმედიო პაროლით შეგიძლიათ. შემდეგი ზოგადი რჩევები საიმედო პაროლის დაყენებაში დაგეხმარებათ:

  • რაც უფრო გრძელია თქვენი პაროლი, ის უფრო მეტად საიმედოა.
  • გამოიყენეთ დიდი და პატარა ასოები, ციფრები და განსაკუთრებული სიმბოლოები თუ სასვენი ნიშნები. ეცადეთ არ გამოიყენოთ ხშირად მოხმარებადი სიტყვები და პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემები (დაბადების დღე, სახელი და სხვ.).
  • რეგულარულად ცვალეთ თქვენი პაროლი.
  • არასოდეს დაამახსოვრებინოთ თქვენი პაროლი.

უსაფრთხო ონლაინ შესყიდვები

იქნება ეს ონლაინ მაღაზია, გაცვლის მომსახურება თუ აუქციონის პლათფორმა: მრავალი გზა არსეობს ონლაინ შესყიდვებისათვის. სადაც არ უნდა გსურდეთ გადახდა, წინასწარ მოიკვლიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესახებ:

  • გამყიდველი
  • პროდუქტი
  • გადახდის მეთოდი
  • გაგზავნის გზა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არასოდეს გააგზავნოთ სენსიტიური მონაცემები (მაგ:paysafecard PIN) ელ-ფოსტის საშუალებით.

გაგაჩნიათ კითხვები?

გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, ან გაგაჩნიათ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვები? ჩვენი კლიენტთა მომსახურების სამსახური სიამოვნებით დაგეხმარებათ.