საჭიროების შემთხვევაში, თქვენ ამგვარად შეძლებთ დაბლოკოთ თქვენი ანგარიში

თქვენი paysafecard ანგარიშის დასაბლოკად, გთხოვთ შეავსეთ ამ გვერდზე ხელმისაწვდომი შესაბამისი ფორმულარი:

  1. შესაბამის ველებში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა, სახელი და გვარი, კლიენტის ნომერი და მომხმარებლის სახელი.
  2. "შეტყობინების" ველში მამქსიმალურად ზუსტად მიუთითეთ, თუ რა მოხდა.
  3. გააგზავნეთ შეტყობინება paysafecard მომსახურების გუნდთან. თუ თქვენ შემდგომში გადაწყვეტთ თქვენი paysafecard ანგარიშის ისევ ჩართვას, ყოველთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@paysafecard.com.

თქვენი my paysafecard-ის ანგარიშისათვის უსაფრთხოების ზოგადი რჩევები

თქვენი my paysafecard ანგარიშის უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენს ანგარიშზე წვდომის მონაცემები. ამის გარდა, დაწმუნდით, რომ თქვენს ელ-ფოსტაზე წვდომა მხოლოდ თქვენ გაქვთ, რადგან განახლებულ პაროლს ელ-ფოსტით მიითებთ და ეს თქვენი ანგარიშის კომუნიკაციისათვის გამოიყენება.

განურჩევლად იმისა, იყენებთ თქვენ საჯარო კომპიუტერს, თქვენს საკუთარს, თუ Smartphone-ს, თქვენი my paysafecard ავტორიზაციის მონაცემები ყოველთვის მოარიდეთ ბრაუზერის მიერ ავტომატურ შენახვას, პერიოდულ შენახვას ან სხვა გზით აღნიშვნას.

თქვენს my paysafecard ანგარიშში საეჭვო აქტივობების ან ტრანზაქციების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეცვალეთ თქვენი ანგარიშის პაროლი და შეატყობინეთ paysafecard მომსახურე გუნდს!

გაგაჩნიათ კითხვები?

გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, ან გაგაჩნიათ paysafecard-ის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვები? ჩვენი კლიენტთა მომსახურების სამსახური სიამოვნებით დაგეხმარებათ.