paysafecard – ისეთივე ძვირფასია, როგორც ნაღდი ფული

paysafecard ისეთივე პრაქტიკული და უსაფრთხოა, როგორც ნაღდი ფული, და რა თქმა უნდა ისეთივე ძვირფასი. აქედან გამომდინარე, თქვენს paysafecard PIN-ებს ისევე ყურადღებით მოეპყარით, როგორც ნაღდ ფულს და დაიცავით თქვენი my paysafecard ავტორიზაციის მონაცემები. ყურადღება: თქვენი paysafecard PIN-ის მესამე პირზე გადაცემით, მას საშუალებას აძლევთ, ჰქონდეს წვდომა თქვენს მიერ უკვე გადახდილ ბალანსზე.

გადაიხადეთ მხოლოდ ავტორიზებულ ვებ-მაღაზიებში

შეიყვანეთ თქვენი paysafecard PIN-ები, ისევე როგორც my paysafecard წვდომის მონაცემები მხოლოდ paysafecard-ის მიერ ავტორიზებულ ვებ-მაღაზიებში.

ავტორიზებულ paysafecard ვებ-მაღაზას შემდეგნაირად ამოიცნობთ.

  • გადახდის ფანჯრის ვებ-მისამართი იწყება "https://customer.cc.at.paysafecard.com"-ით.
  • უსაფრთხოების სერთიფიკატი გაცემულია "customer.cc.at.paysafecard.com" -თვის. ამის შემოწმებისათვის, შეგიძლიათ დააჭიროთ "ბოქლომის" ხატულას, რომელიც თქვენი ბრაუზერის საძიებო ველში ან მის გვერდით მდებარეობს.

თუკი არ ხართ დაწმუნებული ვებ-გვერდის სანდოობაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ paysafecard მომსახურების გუნდს. თქვენს მიერ გადახდის განხორციელებამდე, ჩვენს სიამოვნებით გადავამოწმებთ, არის თუ არა აღნიშნული ვებ-გვერდი, paysafecard-ს მიერ ავტორიზებული.

შეიძინეთ paysafecard მხოლოდ ოფიციალურ გაყიდვის პუნქტებში.

შეიძინეთ თქვენი paysafecard PIN-ები მხოლოდ ოფიციალურ გაყიდვის პუნქტებში. ამის მოძიებას თქვენ paysafecard გაყიდვების პუნქტების სწრაფმაძიებლით და paysafecard App-ის მეშვეობით შეძლებთ. paysafecard-ის მიღება მრავალ სუპერმარკეტში, ბენზინგასამართ სადგურსა თუ კიოსკში შეგიძლიათ. დაკეტილი აღმოჩნდა თქვენთან ყველაზე ახლოსმდებარე გაყიდვის პუნქტი, ან არ გსურთ სახლიდან გასვლა? შეიძინეთ paysafecard ონლაინ ყოველთვის, მხოლოდ ჩვენს მიერ აღიარებულ მომწოდებლებთან.

გთხოვთ გაითვალისწინეთ: დაუშვებელია paysafecard PIN-ის გაყიდვა არაავტორიზებულ პლათფორმებზე, როგორიც არის მაგალითად გაცვლები, გაყიდვები, ვაჭრობა და მოპოვება. არასოდეს შეიძინოთ paysafecard აუქციონის ფლათფორმებზე, როგორიც არის მაგალითად eBay. არ გაცვალოთ paysafecard PIN-ები ვებ-გვერდების ან ფორუმების მეშვეობით. ეს ემსახურება თქვენივე უსაფრთხოებას, ვინაიდან paysafecard PIN-ების გაყიდვას არაავტორიზებულ ვებ-გვერდებზე, ისევე როგორც გაცვლით მოვაჭრეებთან, ხშირად თაღლითური საფუძვლები აქვს. paysafecard ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ იქ შესყიდული PIN ნამდვილად მოქმედი იქნება. თუკი თქვენ, paysafecard PIN-ს არაავტორიზებულ სავაჭრო პუნქტში, ან ონლაინ პლათფორმაზე შეიძენთ, paysafecard ვერ მოახდენს მის ანაზღაურებას. ამიტომ, ყოველთვის გამოიყენეთ paysafecard-ის მხოლოდ ოფიციალური გაყიდვის პუნქტები ან ოფლიციალური ონლაინ PIN მაღაზია.

უსაფრთხოდ შეინახეთ თქვენი paysafecard

არასოდეს გადასცეთ უცხო პირებს თქვენი 16-ნიშნა paysafecard PIN ან my paysafecard ავტორიზაციის მონაცემები (paysafecard მომსახურე გუნდიც მხოლოდ სერიის ნომერს გეკითხებათ და არასოდეს მოგთხოვთ სრული paysafecard PIN-ის კარნახს). მაშასადამე, შეიყვანეთ თქვენი paysafecard PIN და/ან my paysafecard ავტორიზაციის მონაცემები ანგარიშსწორებისათვის, მხოლოდ ოფიციალურ paysafecard-ის მიმღებ ადგილებში.

ყოველი შემთხვევისათვის: დროულად დაბლოკეთ თქვენი ბალანსი

თუკი თქვენ დაგეკარგათ ან მოგპარეს paysafecard, თქვენ შეგიძლიათ ის დააბლოკინოთ. ამისათვის, დაუყოვნებლივ მიმართეთ paysafecard მომსახურე გუნდს. დაბლოკვისათვის, თქვენ დაგჭირდებათ აღნიშნული paysafecard-ის სერიის ნომერი. შემდეგი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას paysafecard-ის მომსახურების გუნდი შეგატყობინ

my paysafecard ავტორიზაციის დაბლოკვა

თქვენი my paysafecard ანგარიშის ბოროტად მოხმარების ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დააბლოკიეთ ის. ამისათვის, დაუყოვნებლივ მიმართეთ paysafecard მომსახურე გუნდს.

უსაფრთხოების თემასდან დაკავშირებული დოკუმენტები

უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაერთიანეთ ინტერნეტში უსაფრთხო გადახდასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.