
5 შეცდომა პოკერის თამაშისას, რომელიც უნდა ამოიცნო
1. პოკერის დაღლილი თამაში
პოკერში წარმატებისთვის, შენ ყოველთვის გამოძინებულმა და კონცენტრირებულმა უნდა ითამაშო. ყურადღება და სწრაფი რეაქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის სწორი გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღებისათვის. თუ ცუდი ღამე გქონდა ან თავს კარგად არ გრძნობ, შენთვის (ა შენი საბანკო ანგარიშისთვის) უმჯობესია ერთი სესია გამოტოვო. მაშინაც, თუ თამაშის დროს ატყობ, რომ კონცენტრირება გიჭირს, ნებისმიერ დროს შეგიძლია პაუზას დააჭირო ან შენი სესია ნაადრევად დაასრულო.
ნუ დაგავიწყდება: დაღლილმა პოკერის მოთამაშემ დღე შეიძლება წაგებით დაასრულოს, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. თუ შენთვის შენი ფული მნიშვნელოვანია (და დარწმუნებულები ვართ, რომ ასეა), მაშინ შემდეგი პოკერის თამაში გამოძინებულმა და კონცენტრირებულმა დაიწყე.
2. ეული მებრძოლი
ყველა ჩვენგანი იცნობს შეგრძნებას: მეგობრები და ოჯახის წევრები ვერ იგებენ ჩვენს აღფრთოვანებას პოკერის მიმართ და ფაქტიურად არავინაა, ვისთანაც შეგიძლია სტრატეგიებზე და გამოწვევებზე საუბარი. თუმცა ერთი რამ ცხადია: ეული მოთამაშეები პოკერში შორს ვერ მიდიან. რადგან ორი წყვილი თვალი მეტს ხედავს და მეორე მოსაზრებას ოქროს ფასი აქვს.
ისევე, როგორც სამსახურში, სპორტსა და ბიზნესში ისიამოვნეთ წარმატებული პოკერის თამაშით გუნდურად. რატომ? შენი პოკერის მეგობრებს შენი მხარდაჭერა შეუძლიათ: ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილებები ან ამოტივირეთ ერთმანეთი. ერთად, ხომ უფრო სასიამოვნოა!
3. მათემა... რა?
პოკერის ერთი ნაწილი იღბალია. მაგრამ სიმართლე ვთქვათ: მხოლოდ იღბალი ნამდვილად არ კმარა. აქ უფრო მეტად სწორი უნარები და მათემატიკის საფუძვლების ცოდნა გჭირდებათ. უფრო სწორად, მათი რეალურად გაგება.
თუ მხოლოდ ბედს მიენდობი- და იმას, რომ მოწინააღმდეგე ამოიცნო- დიდი ალბათობით ხანგრძლივ წარმატებას ვერ მიაღწევ. ანუ მაშინაც, როცა შეიძლება დიდად არ გეხალისებოდეს, ჯობია კიდევ ერთხელ გადახედოთ მათემატიკის საფუძვლებს და მათი გაგება ისწავლოთ. ნახავ, რომ ეს დაგიფასდება (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).
4. დანაკარგის გამოტირება
ცხოვრებაში შეცდომები ხდება-მათ შორის პოკერის თამაშის დროსაც. თუმცა არის კიდევ რაღაც, რაც დანაკარგს ან შეცდომას პოკერში კიდევ უფრო უარესს ხდის: ესმასზე ზედმეტად ფოკუსირებაა. რამდენადაც მნიშვნელოვანია შეცდომის გაგება, ზუსტად ისეთივე მნიშვნელობისაა (თუ არა მეტად) ამის მიღება და ამაზე გამუდმებული ფიქრის შეწყვეტა.
სწორი მიდგომებით შეცდომის გააზრებას ისწავლით და ამით განავითარებთ კიდევ ერთ სწორ ნაბიჯს თქვენი პოკერის თამაშის გასაუმჯობესებლად. მნიშნელოვანია, რომ ზოგადი კონცენტრირება შეინარჩუნოთ და ფოკუსი მომავალზე გეჭიროთ.
წაგება, პოკერის შემადგენელი ნაწილია. თუ შენთვის ამის გააზრდება რთულია, მაშინ პოკერით ნაკლებად შეძლებ სიამოვნების მიღებას. ამიტომ, ეცადე შეცდომებზე ისწავლო, რომ მუდმივად შეძლო გაუმჯობესება.
5. შენი ფინანსების იგნორირება
იცი თუ რა ადარდებთ მართლა პოკერის მოთამაშეებს? მათი ფინანსების წარმატებული მართვა! არასწორი ფინანსური მენეჯმენტი მთავარი საფუძველია, რის გამოც ძალიან ბევრი მოთამაშე დიდი რაოდენობით ფულს აგებს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ თქვენი ფსონი შესაძლებლობის ფარგლებში იყოს.
ეს ასევე დაგეხმარება პერსონალურ განვითარებაში: საკუთარი თავის დამორჩილება და კონტროლი ის უნარებია, რომელიც წარმატებული პოკერის მოთამაშისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, ყოველთვის დარწმუნდი, რომ შენი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებ.
უკვე შეეჯახე რომელიმე პრობლემას? ხდება ხოლმე. ასეთივე მნიშვნელოვანია, რომ შენ გააზრებული გქონდეს და შეძლო საკუთარ თავთან მუშაობა. იმისთვის, რომ მომავალში გაუმჯობესდე!
ნებისმიერმა, ვისაც ერთხელ მაინც უცდია პოკერის მოთამაშეობა, იცის რომ ამისათვის გარკვეული მენტალური სიძლიერე და ჭკუა მოითხოვება.
ჩვენ შევაგროვეთ 5 ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელიც შენს შემდეგ პოკერის სესიაზე თავიდან შეგიძლია აირიდო. არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ხარ თუ პროფესიონალი- შეიძლება რომელიმე სიტუაცია შენთვის ნაცნობი აღმოჩნდეს.