დახმარება

ქუქი რეგულაცია

ქუქი შეტყობინება Paysafe-სგან

Paysafe Group Limited და მისი შესაბამისი ორგანიზაციის ჯგუფები (ერთობლივად: „Paysafe“ ან „ჩვენ“ ან „ჩვენი“) თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის, მობილური მოწყობილობებით-ვებგვერდების ან მობილური მოწყობილობებით-აპების გამოყენებისას ვტოვებთ "ქუქი ფაილებს" და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს. წინამდებარე შეტყობინება დამატებით წარმოდგენილია შესაბამისი Paysafe-მომსახურების აპლიკაციის ყველა გამოყენების პირობებთან ან ხელშეკრულების პირობებთან ერთად.

წინამდებარე შეტყობინებაში თქვენ მიიღებთ დამატებით ინფორმაციას ქუქი ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ და ასევე გაიგებთ, თუ რამდენად შეგიძლიათ აკონტროლოთ ქუქი ფაილების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუკი გსურთ დამატებითი ინფორმაციების მიღება, კერძოდ თუ როგორ ეპყრობა თქვენს მონაცემებს Paysafe, შეგიძლიათ მათ გაეცნოთ ჩვენს მონაცემთა დაცვის შეტყობინებაში.

 

ვებ-გვერდები: თანხმობის მიცემა, შეცვლა და გამოხმობა

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილური აპარატის ვებ-გვერდებს ან მობილური ტელეფონის აპლიკაციებს, თქვენ გამოგეგზავნებათ თხოვნა, რომ დათანხმდეთ ჩვენს ქუქი ფაილებს ან მსგავს ტექნოლოგიებს. იმ შემთხვევაში, თუკი საქმე არ ეხება აუცილებელ ქუქი ფაილებს, რომლებიც ემსახურება ვებ-გვერდის გამოყენებას ან მომსახურების მიწოდებას, თქვენ შეგიძლიათ თანხმობა უკან გამოიხმოთ ან შეცვალოთ. 

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ბანერს, რათა მოვიპოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით და ასევე გვაქვს ქუქი ფაილების ადმინისტრირება, სადაც თქვენ შეგიძლიათ გასცეთ ან შეცვალოთ თანხმობა.

ნებართვის გაცემა ძალიან მარტივია. როდესაც დაინახავთ ქუქი ბანერს, დააჭირეთ ღილაკს „მიღება“ ან გააგრძელეთ ბრაუზერში მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ უარს აცხადებთ ჩვენი ქუქი ფაილების გამოყენებაზე ან გსურთ მისი შეზღუდვა, თქვენ ეს შეგიძლიათ განახორციელოთ ჩვენს ქუქი ფაილების ადმინისტრატორში.

თანხმობის შეცვლა ან გამოხმობა:

1. დააკლიკეთ ქუქი ბანერზე ღილაკზე „ქუქი ფაილების პარამეტრები“. ამით თქვენ შეხვალთ ქუქი ფაილების ადმინისტრატორში, სადაც შეძლებთ Cookies-ის აქტივაციას ან დეაქტივაციას. 

ან:

2. დააკლიკეთ ლინკზე, რათა შეხვიდეთ ქუქი ფაილების ადმინისტრატორში. 

იმ შემთხვევაში, თუკი პირველად შედიხართ ადმინისტრატორში, ყველა ქუქი ფაილი, გარდა აუცილებელისა, იქნება დეაქტივირებული. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ უკვე მოახდინეთ ყველა ქუქი ფაილის მიღება, ძირითად ადმინისტრირებაში თქვენ იხილავთ დამახსოვრებულ რეგულირებებს. „პარამეტრების შენახვაზე“ დაკლიკებით თქვენი არჩევანი შეინახება. ალტერნატიულად შეგიძლიათ აირჩიოთ „ყველას [Cookies] დაშვება“.

გთხოვთ გაითვალისწინეთ: იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ წაშალეთ თქვენი ქუქი ფაილები ან თუკი იყენებთ ისეთ ბრაუზერს ან ბრაუზერის რეგულაციებს, რომლებიც ხელს უშლის თქვენს აპარატზე ქუქი ფაილების შენახვას, ჩვენი ვებ-გვერდის ყოველი სტუმრობისას თქვენ დაინახავთ ქუქი ბანერს და ყოველ ჯერზე მოხდება ადმინისტრირების შეცვლა. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ქუქი ფაილებს ვიყენებთ თქვენი მონაცემთა დაცვის შენახვისათვის. თქვენ შეგიძლიათ ბრაუზერი ისე მოაწყოთ, რომ ქუქი ფაილების მიღება მოხდეს შეზღუდულად ან მთლიანად იქნას უარყოფილი, თუმცა ამით შესაძლებელია ზიანი მიადგეს ბრაუზერს.

 

მობილური მოწყობილობები-აპები: თანხმობის მიცემა, შეცვლა და გამოხმობა

Paysafe- ის მობილური ტელეფონის აპლიკაციები მონაცემებს ინახავს ქუქი ფაილების მსგავსი ტექნოლოგიებით. ამით ჩვენ ვერ დავადგენთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს აპლიკაციას და თუ როგორ უნდა იქნას გაუმჯობესებული ის, ჩვენ მხოლოდ ვუზრუნველვყოფთ თქვენი მონაცემების მაღალ უსაფრთხოებას.

Paysafe- ის მობილური ტელეფონის აპლიკაციების მართვისათვის, შესაძლებელია თავად განსაზღვროთ, თუ თქვენი რომელი მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ რეგულაციების შემოწმება ან შეცვლა გსურთ, უბრალოდ გახსენით გამოყენებული Paysafe-პროდუქტის აპლიკაცია, შედით თქვენს პროფილში, თქვენს მარკეტინგულ ან მონაცემთა დაცვის რეგულაციებში მოძებნეთ ადმინისტრირება და განსაზღვრეთ სასურველი მონაცემთა დაცვის პრეფერენცია.

 

რა არის ქუქი ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები და როგორ ფუნქციონირებს ისინი?

ქუქი ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები გამოიყენება ვებ-გვერდის ვიზიტორების შესახებ გარკვეული ინფორმაციების შეგროვებისათვის.

 

ქუქი ფაილები

ქუქი ფაილები წარმოადგენენ პატარა ტექსტურ ფაილებს, რომელიც თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში თავსდება, როდესაც თქვენ შესაბამის ვებ-გვერდს სტუმრობთ. ქუქი ფაილები ხშირად გამოიყენება ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის მომხმარებლის მიერ, რათა მათი ვებ-გვერდები და აპლიკაციები ფუნქციონირებდეს და ეფექტური იყოს და მიღებული იქნას ანალიზის მონაცემები.

Paysafe იყენებს ქუქი ფაილებს განსხვავებული მიზნებისთვის: მაგალითად, იმისათვის, რომ ეფექტურად შეძლოთ ნავიგაცია ცალკეულ გვერდებზე, რათა შეინახოთ პრეფერენციები და ზოგადად, რათა თქვენთვის გაუმჯობესებული იქნას ბრაუზინგი. ჩვენ მათ ასევე ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს და სხვა მიმწოდებლების მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე გამოყენებული რეკლამები რელევანტური იყოს თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის. 

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ეწვევით ჩვენს ვებ-გვერდს ან მობილური ტელეფონის ვებ-გვერდს ან გამოიყენებთ მობილურ აპლიკაციას, ჩვენ ქუქი ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს ვიყენებთ, ჩვენი ონლაინ მომსახურებების თქვენს აპარატზე ადაპტირებისათვის, რომლიდანაც ახორციელებთ წვდომას, ასევე თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენისათვის. როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს სასურველი მოწყობილობიდან (მაგ. მობილური ტელებინი ან კომპიუტერი), ჩვენ ვინახავთ ინფორმაციებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენების შესახებ, მაგალითად ინფორმაციებს აპარატის ან ბრაუზერის შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ ვებ-გვერდზე შესვლისათვის (აპარატის ტიპი, სისტემა, ეკრანის გაფართოება და ა.შ.), როგორ ახორციელებთ ინტერაქციას ვებ-გვერდით და რომელი IP-მისამართიდან შემოდიხართ თქვენი აპარატის მეშვეობით.

ამით ჩვენ შეგვიძლია მაგალითად შემდეგის წარმოება: თვალი ვადევნოთ, თუ როგორ გამიყურება მომხმარებლების ტრეფიკის ნიმუში სხვადასხვა ვებ-გვერდების ფარგლებში: სათანადო ქუქი ფაილების მიწოდება ან მათთან კომუნიკაცია; იმის დადგენა, მოხვდით თუ არა მესამე მხარეების ონლაინ რეკლამის საშუალებით ჩვენს საიტზე; ვებ-გვერდის მომსახურებების გაუმჯობესება და მეილ-მარკეტინგული კამპანიების წარმატების გაზომვა.

მრავალ შემთხვევაში ჩვენი ონლაინ მომსახურების ნორმალური ფუნქციონირება შესაძლებელია ქუქი ფაილების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ უარს იტყვით ქუქი ფაილებზე, შეფერხება შეექმნება ფუნქციებს და თქვენ არ შეგეძლებათ გარკვეული ონლაინ მომსახურებების მიღება აღნიშნული ქუქი ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების ინსტალაციის გარეშე. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ იმ პირების ტრანზაქციები, რომლებიც გარკვეულ ქვეყნებში იმყოფებიან, შესაძლებელია სრულად ვერ იქნას დამუშავებული.

ქუქი ფაილები, რომლებიც ვებ-გვერდის/აპლიკაციის მომხმარებლების მიერ გადაადგილდება (მოცემულ შემთხვევაში Paysafe Group-ის მიერ), ეწოდება „პირველადი მიმწოდებლების ქუქი ფაილები“. Cookies, რომლებიც გადაადგილდება იმ პირების მიერ, რომლებიც არ ფლობენ ვებ-გვერდს/აპლიკაციას, ეწოდება„მესამე მომწოდებლის ქუქი ფაილები“. მესამე მიმწოდებლების ქუქი ფაილები ააქტიურებს მესამე პირების ფუნქციებს (მაგ. რეკლამა, ინტერაქტიული შინაარსები და ანალიზები), რომლებიც მიწოდებული უნდა იქნას ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში ან მათი მეშვეობით. მხარეებმა, რომელთაგანაც აღნიშნული მესამე მიმწოდებლების ქუქი ფაილები მომდინარეობს, შესაძლებელია თქვენი კომპიუტერი ამოიცნონ, თუკი თქვენ მისი საშუალებით შეხვალთ შესაბამის ვებ-გვერდზე- ასევე, თუკი თქვენ ეწვევით სხვა გარკვეულ გვერდებს.

ქუქი ფაილები და ზოგიერთი მსგავსი ჩვენს მიერ გამოყენებული ტექნოლოგია შესაძლებელია დეაქტივირებული იქნას თქვენი აპარატის ან ბრაუზერის რეგულირებებიდან. ამის შედეგად შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდების, მობილური აპარატების ვებ-გვერდების ან მობილური აპლიკაციების ფუნქციები მნიშვნელოვნად შეიზღუდოს თქვენს აპარატზე.

 

Pixeltags

აღნიშნული მიზნებით ჩვენ დამატებით ვიყენებთ მსგავს ტექნოლოგიებს, მაგალითად „Pixeltags“ და „JavaScript“. Pixeltags და JavaScript წარმოადგენს მცირე გრაფიკულ ფაილებს, რომლებიც ინდივიდუალურ ინდენტიფიკატორებს შეიცავს. ამგვარად ჩვენ აღმოვაჩენთ, თუკი ვინმე ჩვენს ვებ-გვერდს ეწვევა ან ჩვენს მიერ გაგზავნილ მაილს გახსნის.

ქუქი ფაილები და ზოგიერთი მსგავსი ჩვენს მიერ გამოყენებული ტექნოლოგია შესაძლებელია დეაქტივირებული იქნას თქვენი აპარატის ან ბრაუზერის რეგულირებებიდან. ამის შედეგად შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდების, მობილური აპარატების ვებ-გვერდების ან მობილური აპლიკაციების ფუნქციები მნიშვნელოვნად შეიზღუდოს თქვენს აპარატზე.

 

რას აკეთებენ ქუქი ფაილები?

არსებობს ქუქი ფაილების სხვადასხვა ტიპები, რომლებიც სხვადასხვა მიზნებით გამოიყენება. ამ მონაკვეთში ჩვენ აგიღწერთ ხუთ ფუნქციას. თუმცა მათი გამოყენება სავალდებულო არ არის თქვენს მიერ მონახულებულ ყველა ვებ-გვერდზე. ასევე ზოგიერთი ქუქი ფაილი შესაძლებელია განეკუთვნებოდეს სხვადასხვა კატეგორიას.

 

აუცილებელი ქუქი ფაილები

აღნიშნული ქუქი ფაილები საჭიროა ვებ-გვერდის ნორმალური გამოყენებისათვის და შეუძლებელია ჩვენს სისტემაში მათი გათიშვა.

თქვენ უპირატესად რეაგირებთ თქვენს ქმედებებზე, რომლებიც შემოიფარგლება მომსახურების მოთხოვნით. თქვენ შეგიძლიათ იმგვარად დაარეგულიროთ თქვენი ბრაუზერი, რომ ქუქი ფაილები დაიბლოკოს და თქვენ გადაადგილებისას გაფრთხილება მიიღოთ. თუმცა ამის შემდეგ ვებ-გვერდის ნაწილები აღარ ფუნქციონირებს. ეს ქუქი ფაილები აქტიურდება როდესაც თქვენ ჩვენს ვებ-გვერდზე შედიხართ და თქვენი ვიზიტის მანძილზე აქტიური რჩებიან.

„სავალდებულო ქუქი ფაილები“ ინახავს მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის: თქვენი მონაცემთა დაცვის პრეფერენციების შენახვისათვის; თქვენი რეგისტრაციისათვისა და ფორმულარების შევსებისათვის; ვებ-გვერდების ბრაუზინგისა და ფუნქციების გამოყენებისათვის, მათ შორის ბევ-გვერდის დაცულ სივრცეებში შესვლისათვის; ჩვენი კანონით დადგენილი ამოცავების შესრულებისათვის, მაგალითად ფულის გათეთრება და თაღლითობის პრევენცია; თქვენი ანგარიშის დაცვისა და სხვების მიერ ანგარიშის ბოროტად გამოყენებისაგან დაცვისათვის.

 

„შესრულების ქუქი ფაილები“

აღნიშნული ქუქი ფაილების დახმარებით განისაზღვრება ვიზიტორების რაოდენობა და ნაკადის წარმომავლობა. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ვებ-გვერდის წარმადობის გაზომვა და გაუმჯობესება იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ უკეთესი მომსახურება.

ამის საშუალებით ჩვენ ვიგებთ, რომელი ვებ-გვერდებია პოპულარული და ნაკლებად პოპულარული და რამდენი სტუმარი იმყოფება ვებ-გვერდზე. ყველა ინფორმაცია, რომლებსაც მოიცავს აღნიშნული ქუქი ფაილები, იკრიბება და ამგვარად ხდება ანონიმური. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ არ მიიღებთ აღნიშნულ ქუქი ფაილებს, ჩვენ ვერ შევაფასებთ ვებ-გვერდთან დაკავშირებულ თქვენს გამოცდილებებს, რათა ვაკონტროლოთ და გავაუმჯობესოთ მომსახურებები.

შესრულების ქუქი ფაილები შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგისათვის: ჩანაწერები იმასთან დაკავშირებით, თუ ვებ-გვერდის რომელ ადგილებზე დააკლიკა სტუმარმა და რომელ მომსახურებებს ეძებს ის. პროტოკოლები ვებ-გვერდების შეცდომის შეტყობინებებთან დაკავშირებით; ვებ-გვერდის გაუმჯობესება, რათა დესკტოპ-კომპიუტერისა და მობილური აპარატის ბრაუზერი სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.

 

ფუნქციური ქუქი ფაილები

აღნიშნული ქუქი ფაილების დახმარებით შესაძლებელია ბევ-გვერდზე თქვენი რეგულირებების (მაგ. მომხმარებლის სახელი, ენის შერჩევა ან რეგიონი, სადაც იმყოფებით) შენახვა და ფართო პერსონალური ფუნქციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მაგალითად ვებ-გვერდმა შესაძლებელია ერთ ქუქი ფაილში შეინახოს და გიჩვენოთ ადგილობრივი ამინდის პროგნოზი ან სატრანსპორტო მოძრაობის შესახებ ინფორმაციები იმ რეგიონისათვის, რომელშიც თქვენ იმყოფებით. ისინი ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას, თქვენთვის საინტერესო მომსახურებების მოწოდებისათვის, მაგალითად ვიდეოს ყურება ან ბლოგში კომენტარის დატოვება. აღნიშნული ქუქი ფაილებით შეგროვებული ინფორმაციები შესაძლებელი იქნას ანონიმიზირებული. თქვენ  არ შეგიძლიათ სხვა გვერდებზე თქვენს მიერ განხორციელებული საძიებო ქცევის ჩაწერა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული cookies იმახსოვრებს თქვენს რეგულაციებს, რათა გაუმჯობესებული იქნას მომხმარებლის გამოცდილებები.

 

მიზნობრივი ქუქი ფაილები

აღნიშნული ქუქი ფაილები გამოიყენება თქვენთვის იმ რეკლამის საჩვენებლად, რომლებიც უკეთესად შეესაბამება თქვენს მოთხოვნილებებს. ისინი ასევე გამოიყენება კონკრეტული რეკლამის სიხშირის შეზღუდვისათვის; ასევე ისინი ზომავს სარეკლამო კამპანიის ეფექტურობას.

როგორც წესი მათი განთავსება ხდება სარეკლამო ქსელების მიერ, ვებ-გვერდის შემქმნელის თანხმობის შედეგად. ისინი იმახსოვრებს ინფორმაციას, რომ თქვენ ვებ-გვერდს ეწვიეთ, და აწვდის მათ სხვა ორგანიზაციებს, მაგ. სარეკლამო საქმით დაკავებულ ორგანიზაციებს. ხშირად სამიზნე ანუ. სარეკლამო ქუქი ფაილები დაკავშირებულია ვებ-გვერდის ფუნქციებთან, რომელსაც გთავაზობთ სხვა ორგანიზაცია. აღნიშნული ქუქი ფაილები მოიცავს ძირითადად ინფორმაციებს თქვენი ბრაუზინგის ჩვეულებების შესახებ, რათა რეკლამა მისადაგებული იყოს თქვენზე და თქვენს ინტერესებზე.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მოახდენთ აღნიშნული ქუქი ფაილები დეაქტივაციას, თქვენ მაინც დაინახავთ რეკლამას, რომელიც აღარ იქნება მორგებული კონკრეტული მომხმარებლის პროფილზე და შესაძლებელია არ შეიცავდეს თქვენზე მორგებულ და თქვენთვის საინტერესო შინაარსებსა და შემოთავაზებებს.

 

სოციალური მედია ქუქი ფაილები

აღნიშნული ქუქი ფაილები განთავსდება სხვადასხვა სოციალური მედია სერვისების მიერ, თუკი ისინი დამატებულია ჩვენს ვებ-გვერდზე. ისინი ემსახურება ჩვენი შინაარსების თქვენი მეგობრებისა და თქვენი ქსელისათვის გაზიარებას.

აღნიშნულ ქუქი ფაილებს შეუძლია თქვენი ბრაუზერის მიდევნება მრავალი ვებ-გვერდიდან და თქვენი ინტერესების პროფილის შექმნა. ამან შესაძლებელია გავლენა იქონიოს შინაარსებსა და ინფორმაციებზე, რომლებიც თქვენ გამოგიჩნდებათ სხვა თქვენს მიერ მონახულებულ ვებ-გვერდებზე. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ აღნიშნულ ქუქი ფაილებს მიიღებთ, თქვენ ვერ შეძლებთ ამ ინფტუმენტის გამოყენებას ან ნახვას და შესაძლებელია წარმოდგენილი შინაარსები ან მომსახურებები თქვენთვის არ იყოს საინტერესო.

 

ქუქი ფაილები ელ-ფოსტაში

ჩვენ ქუქი ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს ვიყენებთ ჩვენს მეილებში, რომლებიც შეიცავს ჰიპერლინკებს ინდივიდუალური თაგებით. ჩვენს მეილებზე ინტერაქციით ჩვენ ვადგენთ ჩვენს სამომავლო მეილ-ინფორმაციებს, ვაუმჯობესებთ მათ, რათა შემდგომში გამოგიგზავნოთ.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ დააკლიკებთ თქვენს მეილში მითითებულ ლინკზე, ჩვენ შეგვეძლება თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების რეგისტრაცია და თქვენთვის იმ შინაარსებისა და შემოთავაზებების ჩვენება, რომლებიც თქვენ ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

თუ არ გსურთ ჩვენი ელ-ფოსტიდან ქუქიების დაშვება, უბრალოდ დახურეთ ელ-ფოსტა სანამ სურათებს ჩამოტვირთავდეთ ან ბმულს დააჭერდეთ. თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან, თქვენ შეგიძლიათ შეზღუდოთ ან მთლიანად უარყოთ ქუქიები. ეს პარამეტრები მოქმედია ყველა ქუქი ფაილისათვის განურჩევლად ვებ-გვერდისა თუ ელფოსტისა. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი კომპიუტერი იმგვარად არის კონფიგურირებული, რომ ის ავტომატურად აჩვენებს სურათებს ან თუკი თქვენ დამატებული გაქვთ მეილის „მისამართების წიგნაკი“ (ან თუკი დამატებული გყავთ „უსაფრთხო გამგზავნების“ სიაში), ან თუკი თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოების რეგულაციები „დაბალზეა“ დაყენებული, შესაძლებელია ამ მომენტში განთავსდეს ქუქი ფაილები, სადაც თქვენ ჩამოტვირთავთ, გახსნით ან წაიკითხავთ ჩვენს მეილს. თუკი თქვენ ეს არ გსურთ, თქვენ უნდა მოახდინოთ სურათების ავტომატური ჩვენების დეაქტივაცია, წაგვშალოთ თქვენი მისამართების წიგნაკიდან ან გააძლიეროთ თქვენი უსაფრთხოების რეგულაციები.

 

ამგვარად თქვენ შეიტყობთ მეტს Paysafe Group-ის მიერ გამოყენებული ქუქი ფაილების შესახებ:

იმისათვის, რომ შეიტყოთ მეტი Paysafe Group-ის მიერ გამოყენებული ქუქი ფაილების შესახებ, ეწვიეთ ქუქი ფაილების პრეფერენციების ადმინისტრირებას. 

შესაბამის ქუქი ფაილებზე დაკლიკებით თქვენ გადახვალთ OneTrust Cookiepedia აღწერაზე. გთხოვთ გაითვალისწინეთ: Cookiepedia-ს ფლობს და განკარგავს OneTrust, და შინაარსი არ კონტროლდება Paysafe Group-ის მიერ. აქ თქვენ ნახავთ აქტუალურ განცხადებას სხვადასხვა ქუქი ფაილების შესახებ.

 

როგორ თანამშრომლობს Paysafe მესამე მხარეებთან, რათა გაჩვენოთ თქვენთვის საინტერესო რეკლამა?

ჩვენ ვთანამშრომლობთ მესამე მხარეებთან, როგორებიცაა სარეკლამო კომპანიები, გამომცემლობები, სოციალური მედია ქსელები, საძიებო სისტემები და სააგენტოები, რათა გავზარდოთ ჩვენს მიერ გავრცელებული რეკლამის რელევანტურობა.

საინტერესო რეკლამის მიწოდებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებ-გვერდებზე თქვენი ინტერაქციის ასოცირება მოვახდინოთ იმასთან, თუ როგორ იყენებთ თქვენს ანგარიშს. ჩვენ ქუქი ფაილებს ვიყენებთ თქვენი ინფორმაციის შეკრებისათვის, რათა შევისწავლოთ თქვენი ინტერესები და ამდენად შეტყობინებები უფრო მეტად მოვარგოთ თქვენს საჭიროებებს. ჩვენ აღნიშნულ კომბინირებულ საინფორმაციო მონაცემებს არ ვაწვდით ვებ-გვერდის მესამე მხარეებს, რომლებიც ჩვენს მიზანმიმართულ რეკლამას აჩვენებენ. ჩვენ მათ მხოლოდ კონკრეტული რეკლამის ჩვენებას ვთხოვთ. სარეკლამო კომპანიები და სხვა მესამე მხარეები გამოვლენ იქედან, რომ მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს მასზე მორგებული სარეკლამო ან სხვა შინაარსების ინტერაქციას ან აკლიკებს მათზე, განეკუთვნება იმ ჯგუფს, რომლისთვისაც არის გათვალისწინებული სარეკლამო ან სხვა სახის შინაარსები (მაგ. გარკვეული გეოგრაფიული არეალის მომხმარებელი ან მომხმარებელი, რომელიც საფასურის გადახდის საფუძველზე იყენებს „Skrill Money Transfer- ს ან იძიებდა მას) და აქედან გამომდინარე აღნიშნული მომხმარებლის შესახებ გაკეთდა ინფორმატიული დასკვნები.

აღნიშნული ტექნოლოგიებით ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ რელევანტური შემოთავაზებები და რეკლამა, რომელიც ეფუძნება თქვენს მიერ მომსახურებების და ინფორმაციების გამოყენების შესახებ ინფორმაციას, რომელიც სხვების მიერ მოწოდებული იქნა კანონის დაცვით.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ჩვენ ქუქი ფაილების რეგულაციებში გადაწყვეტთ, რომ უარი თქვათ მიზნობრივ ქუქი ფაილებზე, ჩვენ თქვენს აპარატზე არ განვათავსებთ მიზნობრივ ქუქი ფაილებს ან მსგავს ტექნოლოგიებს, თუმცა შესაძლოა გაჩვენოთ რეკლამა, რომელიც თქვენთვის არც ისე რელევანტურია.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ანგარიშის რეგულაციებში მიუთითებთ ციფრული მედია მარკეტინგის უარყოფას, ჩვენ თქვენს მონაცემებს არ გამოვიყენებთ იმისათვის, რომ გავაანალიზოთ თქვენი ანგარიშის გამოყენების ტრენდი ან გავაუმჯობესოთ მომხმარებლების მიზანმიმართული ტარგეტირება აღნიშნულ პლატფორმებზე. აქ მაგალითად მოიაზრება Custom-Audience-/Lookalike-Kampagnen, რომლის დროსაც ჩვენ პარტნიორს ვაძლევთ დავალებას, რომ მათ პლატფორმაზე გარკვეულ კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და ასევე მათ პლატფორმებზე ჩვენს მუდმივ კლიენტებს პირადი ინფორმაციების იდენტიფიკაციის გარეშე მისცეს სარგებლობის შესაძლებლობა, რათა მოძიებული იქნას შესაბამისი დაინტერესებული პირები. თქვენი უარყოფით თქვენ კვლავ ხედავთ ჩვენს რეკლამას, თუმცა ეს ნაკლებად რელევანტურია თქვენთვის.

 

ვისთან თანამშრომლობს Paysafe, რათა აჩვენოს სათანადო რეკლამა?

აქ თქვენ შეიტყობთ ინფორმაციებს, თუ ვისთან ვთანამშრომლობთ და როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ წვდომა მათი მონაცემთა დაცვის წესებსა და შეტყობინებებზე.

Paysafe იყენებს მესამე მხარეების რეკლამას (ან სარეკლამო ფილმებს, რომლებშიც საქმე ეხება შეკვეთას), რათა ისეთი შინაარსები, როგორიცაა რეკლამა პირდაპირ იქნას მოწოდებული თქვენს ბრაუზერში ან აპარატში. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შინაარსების წარმოდგენის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ მესამე მხარეების ქუქი ფაილებს. აღნიშნული ქუქი ფაილები შესაძლებელია ასევე გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ გაიზომოს ჩვენი რეკლამის ეფექტურობა და გაჩვენოთ ვებ-გვერდის მნიშვნელოვანი შინაარსები.

ქვემოთ მოყვანილია ძირითადი სააგენტოები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ან რომელთა მონაცემთა დაცვის გვერდებიც გვაქვს დალინკებული: