Help
People cheering in the sports bar

გახდება eSports ოლიმპიური? ამას ბევრი აღარაფერი აკლია!

არ ფიქრობ, რომ ელექტრონული სპორტი თანდათან ცალკე ოლიმპიურ დისციპლინას იმსახურებს? თუმცა, eSports სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება: განსაკუთრებით, ბოლო წლებში მისი პოპულარულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ eSports ოლიმპიურ მედალს იმსახურებს.

არგუმენტები ახალი დიდი პუბლიკისათვის (გაიხსენე ყველა ათასწლეული, რომლის დროსაც ამაზე ინტერესი იყო) იმას მიუთითებს, რომ eSports საბოლოოდ ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდა. თუმცა არსებობს კიდევ რაც უნდა ითქვას. IOK-ს (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) მაგალითად არ მოსწონს იდეა, „სროლითი-თამაშების“, რომ დასაშვები გახდეს ოლიმპიურ თამაშებზე. თუმცა მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ ისეთი თამაშები, რომელიცვირტუალურ სპორტს ასახავს. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია! რათქმაუნდა კორონას პანდემიამაც იმოქმედა, რომ ახალი იდეები განხილული ყოფილიყო.

2021 კი დიდი ნაწილი მიღწეული იქნა: ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე eSports-ღონისძიება ჩატარდება სახელწოდებით „ოლიმპიური ვირტუალური სერიები“, რომელიც სხვადასხვა ვირტუალური სპორტული სახეობები იქნება წარმოდგენილი, როგორიც არის ნიჩბოსნობა, აფროსნობა ან ბეისბოლი. მოთამაშეებს მსოფლიოს მასშტაბით შეეძლებათ ციფრული მონაწილეობა და ახალი პუბლიკის- უშუალოდ eSports და გეიმინგისთვის შეგროვება.

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც ასევე დაგეგმილია: eSports აზიაში- ჩინეთის 2022 წლის თმაშებში ოფიციალურ სპორტულ სახეობად იქნა აღიარებული და ამგვარად სამედლო სპორტი გახდა. eSports-თან ერთად ბრეიქდანსიც ახალ პროგრამაშია. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ eSports-ის ღონისძიება მნიშვნელოვნად ღირებული გახდება, რადგან უკვე აზიაში მან პოპულარობა მოიპოვა.

ამას გარდა, IOK იმედოვნებს, რომ ვირტუალუტი სერიები სამომავლოდაც გაფართოვდება. შემდგომ წლებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ოლიმპიური თამაშების რელევანტურობა. უმთავრესი ამბავი აქ ის არის რომ ახალი პუბლიკა იკრიბება- და eSports შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის. ანუ, ჩვენ eSports შესაძლოა საფრანგეთში უკვე 2024 წელს ოლიმპიური დისციპლინის სახით ვიხილოთ! ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამას ვგულშემატკივრობთ!