Help
  • paysafecard არის წინასწარგადახდილი ვაუჩერი-ანგარიშსწორების საშუალება, რომლითაც ონლაინ ნაღდი ანგარიშსწორებასავით იხდი. ჩვენს ვაუჩერებს ბევრი უპირატესობა აქვთ, როგორიც არის მაგ.: პირადი მონაცემების მინიმალიზება, რომელსაც როგორც წესი ონლაინ გაახდის დროს, შესყიდვის დასრულებისათვის უთითებ შენს საბანკო ანგარიშთან ერთად.

    როგორ შემიძლია paysafecard-ით გადახდა?

    რეგიონის მიხედვით, შენ შეგიძლია paysafecard-ის PIN-ები მაღაზიაში ან ონლაინ, ავტორიზებულ მოვაჭრესთან შეიძინო. როგორც კი PIN-ს შეიძენ, მისი გამოყენება ნებისმიერ პარტნიორ ვებმაღაზიაში შეგიძლია.

    როგორ შემიძლია შევიძინო paysafecard PIN?

    1. მოძებნე შენს სიახლოვეს გაყიდვების პუნქტი, რომლისთვისაც ჩვენი გაყიდვის პუნქტის სწრაფი მაძიებელი შეგიძლია გამოიყენო და შეიძინე სასურველი ღირებულების PIN. შენ ასევე შეგიძლია PIN-ის შეძენა ჩვენს ავტორიზებულ ონლაინ მოვაჭრეებთან. ჩვენი ფიზიკური და ონლაინ PIN-ები არის ქვეყნების შესაბამისი და მისი გამოყენება მხოლოდ იმ ქვეყანაში შეგიძლია, სადაც მას შეიძენ.
    2. გადაიხადე ნაღდი ფულით ან შენი საკრედიტო-/სადებეტო ბარათით. თუ გაყიდვის პერსონალს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია paysafecard-ის შესახებ, გთხოვ, მიუთითე ჩვენს გაყიდვების ინსტრუქციაზე. თუ შენს PIN-ს ონლაინ შეიძენ, შეგიძლია სხვადასხვა გზით მოახდინო ანგარიშსწორება, მაგალითად: საბანკო ბარათით, PayPal-ით ან სხვა. კონკრეტული გადახდის მეთოდით სარგებლობის შესაძლებლობა დამოკიდებულია რეგიონზე.
    3. გამოიყენე შენი paysafecard-ის PIN სასურველ ვებ მაღაზიაში, რომლისთვისაც გადახდის მეთოდად აირჩიე paysafecard. შენ შეგიძლია გადაიხადო 16-ნიშნა PIN-ით, რომელიც დაბეჭდილია შენს ვაუჩერზე, ან თუ ის შენს რეგიონში არ არის მხარდაჭერილი, შეგიძლია ატვირთო შენი PIN-ები myPaysafe-ში და გადახდისათვის გამოიყენო ავტორიზაციის მონაცემები.
       

    რომელი ვებმაღაზიები იღებენ paysafecard-ს?

    ჩვენ ათასობით ვებმაღაზიასთან ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროებიდან, როგორებიცაა: აზარტული თამაშები, სპორტული შეჯიბრებები, მუსიკა, საკომუნიკაციო პლათფორმები და სხვა. იმისათვის, რომ ნახო თუ რომელი ვებმაღაზიები არიან ჩვენთან კოლაბორაციაში, ესტუმრე ჩექაუთის გვერდს. ჩვენს ტოპ ვებმაღაზიებს იპოვნი აქ.

    როგორია paysafecard-ის PIN-ების ვადა?

    paysafecard-ის PIN-ებს ვადა არ აქვთ. თუმცა, შეძენიდან 30 დღის შემდეგ ყოველთვიური საკომისიოს დარიცხვა ხდება ხელმისაწვდომი თანხის შესაბამისად და ის ვაუჩერის ბალანსიდან იჭრება.

    რა საკომისიოები და ლიმიტები მოქმედებს?

    ჩვენი პროდუქტისათვის საკომისიოები და ლიმიტები რეგიონის მიხედვით განსხვავდება. იმისათვის, რომ შეიტყო მეტი, ესტუმრე ამ გვერდს.

  • ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს მონაცემებს, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მონაცემთა დაცვის რეგულაციებში, სადაც ჩვენი მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

    გარკვეულ გარემოებებში, გარკვეულ გარემოებებში, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს მათ შესახებ შეგროვებული. ასეთი მოთხოვნების დამუშავება ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია განაცხადის ტიპზე და საფუძველზე, თუ რატომ ვინახავთ და ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს.

    თუ გსურს მოითხოვო პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემები, გთხოვთ შეავსო ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი ფორმულარი. ალტერნატიულად, შეგიძლია იხილო ჩვენი საკონტაქტო სხვა შესაძლებლობები საკონტაქტო გვერდზე.

    ფორმულარის შევსებისას, გთხოვთ გაითვალისწინე, რომ ყველა ნაბიჯს გულდასმით მიჰყვე, დასასრულს კი გადაამოწმო, იმისათვის რომ შეძლებისდაგვარად შევძლოთ შენი მოთხოვნის დამუშვება.

    • paysafecard-ით შენ ონლაინ ნაღდი ფულივით იხდი.
    • ინტერნეტ სივრცეში სრულიად არასაჭირო ხდება ისეთ სენსიტიური მონაცემების გაზიარება, როგორიცაა საკრედიტო ბარათის მონაცემები ან საბანკო ინფორმაცია.
    • პრაქტიკული წინასწარგადახდილი ბარათით შენ აღარასოდეს დახარჯავ იმაზე მეტს ვიდრე დაგეგმილი გაქვს და შენი ხარჯები ყოველთვის თვალთახედვის არეში გექნება.
    • შეიძინე შენი paysafecard წინასწარგადახდილი ბარათი ძალიან მარტივად +650,000-ზე მეტ გადახდის პუნქტში მსოფლიოს მასშტაბით.
    • გადაიხადე paysafecard-ით ათასობით ონლაინ მაღაზიაში.
  • myPaysafe შენი პირადი ადმინისტრირების ინსტრუმენტია და მის შექმნას რამდენიმე წუთი სჭირდება. myPaysafe-ით შენი PIN-ბალანსი ყოველთვის თვალთახედვის არეში გაქვს და შენი ფინანსები ყოველთვის კონტროლქვეშ. 16-ნიშნა კოდის შეყვანა საჭიროა მხოლოდ ერთხელ, როდესაც შენს paysafecard ბალანსს შენს myPaysafe ანგარიშში შეტვირთავ. ამის შემდეგ, გადახდას ძალიან მარტივად, შენი ავტორიზაციის მონაცემებით ახორციელებ- 16-ნიშნა PIN-ების შეყვანა შემდეგში აღარ არის საჭირო.

    აქედან გამომდინარე შენ სარგებლობ იმაზე მაღალი ლიმიტებით თითოეული გადახდისათვის ვიდრე $300.

    ჩვენი რეკომენდაცია: უფასო paysafecard აპის მეშვეობით შენი myPaysafe-ისგან მაქსიმუმს მიიღებ. პრაქტიკული paysafecard direct-ის ფუნქციის მეშვეობით შენს PIN-ების ბალანსს წამის სისწრაფით შეავსებ.

  • paysafecard direct არის ფუნქცია ჩვენს paysafecard აპში. ამ გზით, შენს myPaysafe PIN-ის ბალანსს ძალიან სწრაფად შეავსებ შენს სიახლოვეს არსებულ გაყიდვის პუნქტში:

    • დააგენერირე paysafecard აპიდან შტრიხკოდი. ამასთან, შენ შეგიძლია აირჩიო სხვადასხვა ნომინალებს შორის.
    • წარადგინე აპში მოცემული შტრიხკოდი სალაროზე და გადაიხადე ადგილზე-ვაშა, შენი თანხა მყისიერად აისახება myPaysafe-ში. აღარ არის საჭირო PIN-ის შეყვანა.
    • შეინარჩუნე შენი ფინანსები სმარტფონიდან ყოველთვის თვალთახედვის არეში, არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იმყოფები.
    • იპოვე გაყიდვის პუნქტები შენს სიახლოვეს, როდესაც გზაში ხარ.
    • შეავსე შენი myPaysafe PIN-ის ბალანსი გაყიდვების პუნქტში წამის სისწრაფით paysafecard direct ფუნქციის მეშვეობით– აღრ არის საჭირო კოდების შეყვანა.
    • ჩვენს პარტნიორ ვებმაღაზიაში, გადახდის ფანჯარაში დაასკანირე QR-კოდი scan2pay ფუნქციის მეშვეობით და გადაიხადე ძალიან მარტივად ვებმაღაზიებში, რომლებიც გადახდის მეთოდად paysafecard-ს გთავაზობენ.
  • paysafecard წინასწარგადახდილი კოდები ფიზიკურად ხელმისაწვდომია +650,000-ზე მეტ გაყიდვის პუნქტში ან ონლაინ ავტორიზებულ მოვაჭრეებთან მსოფლიოს მასშტაბით. შენ შეგიძლია სხვადასხვა მოცულობის ბარათის შეძენა, რომლის შედეგადაც 16-ნიშნა კოდს მიიღებ. თითოეული გადახდისათვის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს $300.

    paysafecard (myPaysafe) ანგარიში წარმოადგენს შენს პერსონალურ ონლაინ საგადახდო ანგარიშს და გთავაზობს შესაძლებლობას აწარმოო ნებისმიერი საგადახდო ტრანზაქცია გრძელი კოდის მითითების ნაცვლად მხოლოდ მომხმარებლის სახელით და პაროლით. ფიზიკური ბარათისგან განსხვავებით, თითოეული გადახდისათვის შენ სარგებლობ paysafecard ანგარიშის (myPaysafe) უფრო მაღალი ლიმიტით, ვიდრე $300.

  • ჩვენი პროდუქტების ირგვლივ ნებისმიერ შეკითხვასთან დაკავშირებით, უბრალოდ გამოიყენე ჩვენი საკონტაქტო ფორმულარი. აირჩიე თემა, რომელსაც ეხება და ნაბიჯ-ნაბიჯ მარტივად და მოსახერხებლად მიჰყევი ყველა საჭირო ონფორმაციას, იმისათვის რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ შენი საკითხის დამუშავება.

    აქ შენ იხილავ მიმოხილვას ყველა საკონტაქტო ოფციებისთვის.

  • მსოფლიოს მასშტაბით +650,000-ზე მეტი გაყიდვის პუნქტია, რომელთა შორის არის მრავალი დიდი სუპერმარკეტების ქსელი, საფოსტო წერტილები, კიოსკები და სხვა.