კატეგორია
ყურადღება: თუ ზემოთხსენებული შეტყობინება მიიღე კომპიუტერის განბლოკვასთან დაკავშირებით, ეს თაღლითობის მცდელობაა! paysafecard არ გამოიყენება პოლიციის ან სხვა ორგანოების მიერ გადახდის მეთოდად. ამგვარად დიდი ალბათობით შენი კომპიუტერი ვირუსულ თავდასხმაშია. არასოდეს შეიყვენო paysafecard PIN შენი კომპიუტერის განსაბლოკად! ვინაიდან 16-ნიშნა PIN-ის შეყვანის შემდეგაც დაბლოკილი იქნება კომპიუტერი ვირუსული თავდასხმის გამო და დიდი ალბათობით შენ დაკარგავ შენი paysafecard-ის PIN-ბალანსს. ვისურის წასაშლელად, უმჯობესია მიმართო კომპიუტერის სპეციალისტს. დამატებით ინფორმაციას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იხილავ აქ.
თუ შენ უკვე შეიყვანე დაბლოკილი კომპიუტერის შესაბამის ველში შენს მიერ შეძენილი paysafecard და 16-ნიშნა PIN, შენ ჯერ კიდევ შეგიძლია paysafecard PIN -ის დაბლოკვა ამ ონლაინ ფორმულარის მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინე: paysafecard-ის PIN-ების დაბლოკვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ თაღლითების მიერ ის გახარჯული ჯერ არ არის.
თუ შენი paysafecard-ის PIN-ები უკვე გახარჯულია, მისი თანხის დაბრუნება ან ჩანაცვლება არ იქნება შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ დაუყოვნებლივ მიმართოთ პოლიციას და დაწეროთ საჩივარი. საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით კითხვებზე შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე antifraud@paysafecard.com.
სიფრთხილე გამოიჩინე ფიშინგის თაღლითურ ელწერილებთან, საეჭვო ბმულებთან ან დანართებთან (.exe, .rar, .zip, და სხვა.) და თუ ითხოვს გადასახადის დაფარვას paysafecard PIN-ის მეშვეობით. თუ შენ ასეთი საეჭვო სახის ელფოსტა მიიღე, ჩვენ გირჩევთ, რომ არ დააჭირო ბმულს და არავითარ შემთხვევაში არ გახსნა თანდართული ფაილები, რომელიც paysafecard-ით გადახდას გთხოვს და ამის ნაცვლად წაშალე ელწერილები.
მნიშვნელოვანია: თუ შენ ასეთი სახის ელფოსტის დანართი უკვე გახსენი ან ბმულს დააჭირე შენ დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდე შენი კომპიუტერის სპეციალისტს და შეამოწმო ის მავნე პროგრამების არსებობაზე.
გთხოვთ გაითვალიწინე: შენი paysafecard-ის PIN-ის დაბლოკვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ paysafecard-ის გამოყენება თაღლითების მიერ ჯერ არ მომხდარა. თუ შენი paysafecard-ის PIN-ები უკვე გახარჯულია, მისი თანხის დაბრუნება ან ჩანაცვლება არ იქნება შესაძლებელი.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ დაუყოვნებლივ მიმართოთ პოლიციას და დაწეროთ საჩივარი. საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვებზე შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე antifraud@paysafecard.com.
თუ შენ დროულად დაბლოკე paysafecard, შესაძლებელია შენი paysafecard-ის PIN-ბალანსის უკან დაბრუნება შენს საბანკო ანგარიშზე. ინფორმაციას, თუ როგორ მოითხოვო დაბრუნება იხილავ აქ.
შეიყვანე შენი 16-ნიშნა PIN ბალანსის მოთხოვნაში. თუ შენი paysafecard PIN წარმატებით დაიბლოკა, შენ მიიღებ შემდეგ შეტყობინებას: „გამოვლინდა შეცდომა. გთხოვთ დაუკავშირდე paysafecard-ის მომსახურე გუნდს". ეს ნიშნავს, რომ გადახდა 16-ნიშნა PIN-ით აღარ იქნება შესაძლებელი.
თუ გაქვთ ეჭვდი, რომ შენი16-ნიშნა PIN-ის გამოყენება შენი თანხმობის გარეშე ხდება, შგიძლია დაიცვა შენი ბალანსი, მისი დაბლოკვით აქ.
თუ გაქვთ ეჭვი, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, მაშინვე დაუკავშირდით პოლიციას; ჩვენ შეგვიძლია პოლიციას ყველა რელევანტური ინფორმაცია გადავცეთ.
თუ არცერთი სცენარი არ შეესაბამება თქვენს შემთხვევას, მაშინ გთხოვთ დაგვიკავშირდით მისამართზე info@paysafecard.com და დაურთეთ თქვენს ელფოსტას თქვენი paysafecard PIN-ის გარჩევადი ასლი. გახსოვდეთ: შეინახეთ თქვენი 16-ნიშნა paysafecard PIN-ები უსაფრთხოდ და არ გადასცეთ ის მესამე პირს.
paysafecard-ის ანგარიშს უმაღლესი პრიორიტეტი აქვს, ამიტომ შენს ანგარიშზე წვდომის მონაცემები საიდუმლოდ უნდა შეინახო და არავის გაუმხილო ის.
ამასგარდა დარწმუნდი, რომ მხოლოდ შენ გაქვს წვდომა შენს ელფოსტაზე, რათა შეძლო შენი ელფოსტისათვის პაროლის განახლება.
იმის მიუხედავად, სარგებლობ საჯარო კომპიუტერით, საკუთარით თუ სმარტფონით, შენ ყოველთვის უნდა იზრუნო, რომ შენი ავტორიზაციის მონაცემები paysafecard-ის ანგარიშისათვის ბრაუზერში არ შეინახო, შუალედურად არ დაიმახსოვრო ან სხვა გზით არ ჩაინიშნო.
აუცილებლობისას, შენ ყოველთვის შეგიძლია მოითხოვო ანგარიშის დაბლოკვა. ამისათვის, გთხოვთ მიჰყვე ბმულს: https://www.paysafecard.com/en/security/lock-account/.
თუ ეჭვობ, რომ შენი paysafecard ანგარიშიდან განხორციელდა გადახდა შენი ავტორიზაციის გარეშე, გთხოვთ შეამოწმო ხომ არ მიესადაგება შემდეგი მიზეზები შენს შემთხვევას:
- გაითვალისწინე, რომ თუ მანამდე ვინმესთვის გაქვს გაზიარებული შენი წვდომის მონაცემები, ის შეიძლება იქნას შენახული და გამოყენებული შემდგომი გადახდებისათვის.
- ჩვენ გთხოვთ შეამოწმო შესაბამის ონლაინ მაღაზიასთან თუ გაქვს მიმდინარე პერიოდისთვის ავტომატური გამოწერის გადახდა, რომელიც ავტომატურად გეჭრება შენი ანგარიშიდან.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ paysafecard-ით გადახდა მოხდა მანამდე, სანამ შენს ანგარიშს შეავსებდი, ეს ტრანზაქციაც გამოჩნდება შენი ანგარიშის ტრანზაქციების ისტორიაში.
- გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ტრანზაქციის ისტორიაში ონლაინ მაღაზიის სახელი შეიძლება განსხვავდებოდეს შენთვის ნაცნობი ონლაინ მაღაზიის სახელისგან. იმის სანახავად, არის თუ არა ეს ის შემთხვევა, გთხოვთ მიმართეთ ონლაინ მაღაზიის იმპრინტის ნაწილს, რათა ნახოთ ონლაინ მაღაზიის რეგისტრირებული სახელი.
თუ არცერთი ზემოთ ხსენებული არ შეესაბამება შენს შემთხვევას ან თუ შემდგომი დახმარება გჭირდება, გთხოვ დაუკავშირდე ჩვენს at https://www.paysafecard.com/en/support/contact-us.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ სამწუხაროდ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. ჩვენ გირჩევთ paysafecard-ის გამოყენებას მხოლოდ ავტორიზებულ ვებმაღაზიებში და ასეთ შემთხვევაში პოლიციასთან მიმართვას. საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით კითხვებზე შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტით მისამართზე antifraud@paysafecard.com.
ასე შეძლებ ამოიცნო paysafecard-ის ავტორიზებული ვებმაღაზიები:
- გადახდის ფანჯრის ვებმისამართი იწყება „https://customer.cc.at.paysafecard.com".
- უსაფრთხოების სერთიფიკატი გაცემულია „customer.cc.at.paysafecard.com"-სათვის. შენ შეგიძლია ამის გადამოწმება, თუ დააჭერ შენს ბრაუზერში ჩასაწერ ველს ან მის გვერდზე „ბოქლომის"-სიმბოლოს.
თუ არ ხარ დაწმუნებული, ვებგვერდის საიმედოობაში, გთხოვთ დაუკავშირდე paysafecard მომსახურე გუნდს. სანამ გადახდას განახორციელებდე, ჩვენ სიამოვნებით გადავამოწმებთ შენთვის, ამ ვებგვერდის ავტორიზაციას paysafecard-სთვის.
დამატებითი ინფორმაცია paysafecard-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეგიძლია იხილო აქ.