დახმარება
ყურსასმენი და სათამაშო კონტროლერი


მოგესალმებით თქვენს paysafecard-ის ანგარიშის სამყაროში

შენი paysafecard ანგარიში არის შენი პერსონალური ონლაინ საგადახდო ანგარიში, რომლითაც შენი paysafecard-ის წინასწარ გადახდილი კოდები ყოველთვის თვალთახედვის არეში გაქვს. ასე ახორციელებ მარტივ და უსაფრთხო გადახდას ონლაინ- მხოლოდ ავტორიზაციის მონაცემებით.

ასე მარტივად მუშაობს შენი paysafecard ანგარიში

  • 1

    პოვნა

    ძიების ფუნქციის მეშვეობით იპოვნე შენს სიახლოვეს მდებარე გაყიდვის პუნქტი - ამ გზით შენ სწრაფად და მარტივად მიიღებ შენს paysafecard წინასწარგადახდილ კოდს.

  • 2

    ატვირთვა

    ატვირთე შეძენილი paysafecard წინასწარგადახდილი კოდები შენს paysafecard ანგარიშში.

  • 3

    გადახდა

    გადაიხადე ონლაინ ათასობით ვებმაღაზიაში შენი paysafecard-ის ავტორიზაციის მონაცემებით.

თუ შენ რამდენიმე paysafecard წინასწარგადახდილი კოდი ატვირთე, შენთვის ჯამურად იქნება ბალანსი ხელმისაწვდომი. გადახდისას, პირველ რიგში მოხდება ყველაზე ძველი paysafecard წინასწარგადახდილი კოდის გახარჯვა. ყველა შესრულებული ტრანზაქციის მიმოხილვა შენს ანგარიშში ნებისმიერ დროს შეგიძლია.

შენი paysafecard-ის ანგარიშის უპირატესობები

ონლაინ წინასწარ გადახდილი ბარათი ყველაფრისთვის.

  • მსოფლიოს მასშტაბით paysafecard ყველაზე საყვარელი და აღიარებული ონლაინ წინასწარ გადახდილი ანგარიშსწორების მეთოდია.
  • წინსაწარ გადახდის პრინციპი სრული უსაფრთხოების გარანტიაა.
  • შენი პირადი სფერო ყოველთვის 100 პროცენტით დაცულია.
  • paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდების თანხა სრულად გექნებათ გადახდისთვის ხელმისაწვდომი.

მიიღე შენი paysafecard ანგარიშის უამრავი უპირატესობა.

  • შენი paysafecard ანგარიშით გადახდა ძალიან მარტივი და სწრაფია.
  • შენ იხდი ონლან პირადი ინფორმაციის, საბანკო ან საკრედიტო მონაცემების მითითების გარეშე.
  • paysafecard მსოფლიოს მასშტაბით +650.000 გაყიდვის პუნქტშია ხელმისაწვდომი.
  • აირჩიე შენი paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდების ღირებულება სურვილისამებრ.

ჩვენი ვებმაღაზიის მრავალრიცხოვან ჩამონათვალს აქ იპოვნი:

ვებმაღაზიების აღმოჩენა

კიდევ გაქვს შეკითხვები?

აქ შენ იპოვნი ყველაფერს შენი paysafecard-ის ანგარიშის შესახებ:

FAQ-ზე გადასვლა