დახმარება
ქალი კომპიუტერთან უსაფრთხო ონლაინ გადახდას აწარმოებს paysafecard– ით.


პროაქტიული დაცვა

paysafecard გაფრთხილებთ თაღლითობის მცდელობების, ვირუსებისა და ტროიანერების შესახე. ამოიცანი ჩვენი ინფორმაციით თაღლითობის მცდელობები და შეიტყვე აქ, თუ როგორ შეგიძლია paysafecard-ის მეშვეობით ინტერნეტში ყოველთვის უსაფრთხო ანგარიშსწორება.

paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდები ლურჯ ფონზე

არ გასცე შენი paysafecard წინასწარგადახდილი კოდები ან პერსონალური მონაცემები

paysafecard არასოდეს გთხოვს ელფოსტით ან ტელეფონით შენი my paysafecard-ის წვდომის მონაცემებს ან შენი paysafecard წინასწარგადახდილი კოდების გაზიარებას. თვით paysafecard-ის მომსახურე გუნდიც კი მხოლოდ სერიის ნომერს გკითხავს და არასოდეს paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდების 16-ნიშნა ციფრებს სრული თანმიმდევრობით.

უგულვებელჰყავი ელფოსტით მიღებული გაფრთხილებები, რომელიც paysafecard-ით გადახდას მოგიწოდებს

paysafecard არ გამოიყენება გადახდის მეთოდად სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიულ ფირმებში ან ინკასო დაწესებულებებში– და სრულიად არაფერი აქვს საერთო სავარაუდო კანონდარღვევებთან. საქმე აქ თაღლითობის მცდელობასთან გაქვს!

საეჭვო ვიდეო ინსტრუქციები, რომლებიც paysafecard ბალანსის გამრავლებას გპირდებათ

ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლათფორმებზე, როგორიცაა YouTube, თქვენ ყოველთვის შეიძლება წააწყდეთ ვიდეებს, რომლებიც paysafecard-ის ბალანსის გამრავლებას გპირდებათ. ასეთი გამრავლება ტექნიკურად არ არის შესაძლებელი. ამის უკან ყოველთვის თაღლითობის მცდელობებია. ასეთი მოწოდებების ჭეშმარიტ მიზეზს კი კრიმინალური გზით სხვის ბალანზე წვდომის მიღება წარმოადგენს.

გადაიხადე მხოლოდ ავტორიზებულ ვებმაღაზიებში

შენი paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდები მხოლოდ paysafecard-ის მიერ ავტორიზებულ ვებმაღზიებში არსებულ გადახდის ფანჯარაში შეიყვანე.

ასე შეძლებ ამოიცნო paysafecard-ის ავტორიზებული ვებმაღაზიები:

  • გადახდის ფანჯრის ვებმისამართი იწყება customer.cc.at.paysafecard.com.
  • უსაფრთხოების სერთიფიკატი გაცემულია „customer.cc.at.paysafecard.com"-სათვის. შენ შეგიძლია ეს გადაამოწმო, თუ დააჭერ შენს ბრაუზერში ჩასაწერ ველს ან მის გვერდზე „ბოქლომის"-ხატულას.

თუ გაეჭვებს ვებგვერდის საიმედოობა, გთხოვთ დაუკავშირდე paysafecard მომსახურე გუნდს. სანამ გადახდას განახორციელებდე, ჩვენ დიდი სიამოვნებით გადავამოწმებთ შენთვის, ამ ვებგვერდის ავტორიზაციას paysafecard-სთვის.

გთხოვთ, შეგვატყობინო საეჭვო ვებგვერდები

თუ paysafecard-თნ კავშირში საეჭვო ვებგვერდებს, ელფოსტებს ან სხვა ონლაინ აქტივობებს წააწყდები, გთხოვთ შეატყობინო paysafecard-ის უსაფრთხოების სამსახურის გუნდს ელფოსტის მისამართზე info@paysafecard.com. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის გუნდი შენს მითითებას უმალ გადაამოწმებს. ამასგარდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზცე ჩვენი გუნდი ხელმისაწვდომია ელფოსტის მისამართზე info@paysafecard.com .

თუ თაღლითობის მსხვერპლი გახდი, დაუყოვნებლივ განაცხადე პოლიციაში და დაუკავშირდი paysafecard-ის მომსახურების გუნდს.

ასე შეძლებ ამოიცნო მავნე პროგრამები

საუკეთესო Anti-Virus-, Anti-Malware-, Anti-Trojaner- და Firewall-ინსტრუმენტებიც კი ვერ უზრუნველყოფენ სამწუხაროდ შენი კომპიუტერის ას პროცენტიან დაცვას მავნე პროგრამებისგან. მავნე პროგრამების ამოსაცნობად ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჯანსაღი ადამიანური შეგნებაა და იმ მონაცემებთან ფრთხილი მოპყრობაა, რომელსაც ელფოსტით იღებ ან ვებგვერდებიდან ტვირთავ. მცირეოდენი სიფრთხილითა და წინასწარგადახდილი ბარათით შენ ონლაინ უსაფრთხო გადახდებს შეძლებ.

უმეტეს შემთხვევებში ტროიანერსა და სხვა მავნე პროგრამებს ჩამოტვირთვის ისეთი ფანჯრებიდან და სხვა პროცესებიდან იღებ, რომელიც ჩვეულებრივი კომპიუტერული მოხმარებისას ვერ შეხვდები. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში გათიშე ინტერნეტ კავშირი, რომ მონაცემთა გაზიარება შეწყვიტო. გამომდინარე იქიდან, რომ ტროიანერი შეღწევისთანავე კონკრეტულ სისტემაში ბუდდება, შენ ყველა მონაცემი და ქმედება უნდა წაშალო რაც ტროიანერმა განახორციელა. ამისათვის არსებობს სპეციალური ანტი-ვირუსული პროგრამები, ე.წ „Remover"-ები. როგორც წესი ასეთი პროგრამებს ანტივირუსული პროგრამების შემქმნელები უფასოდ გთავაზობენ.