დახმარება
ქალი კომპიუტერთან უსაფრთხო ონლაინ გადახდას აწარმოებს paysafecard– ით.


ასე შეგიძლია ინტერნეტში უსაფრთოდ დარჩე

ყურადღება მიაქციე კომპიუტერს, რომელშიც უსაფრთხოების პროგრამა გიყენია და დაიცავი შენს მიერ გამოყენებული პაროლები, ამასთან ზოგადადაც სიფრთხილით მოეკიდე შენს პერსონალურ მონაცემებს.

დამცავი ფარი შენი კომპიუტერისა და მობილური ტელეფონისთვის

არ აქვს მნიშვნელობა ინტერნეტში შენი კომპიუტერით შედიხარ თუ მობილური ტელეფონით: დაიცავი შენი მოწყობილობები ვირუსების, ტროიანერებისა და სხვა საფრთხეებისგან.

ეს ზოგადი რჩევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • გამოიყენე Firewall და ყურადღება მიაქციე ,რომ ის გააქტიურებული და განახლებული იყოს.
  • რეგულარულად განაახლე შენი კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემები. ეს განახლებები ხურავენ უსაფრთხოების ლუქებს სისტემაში და უკეთეს დაცვას უზრუნველყოფენ.
  • დააინსტალირე შენს მოწყობილობებზე ანტივირუსული პროგრამები და ანტიჯაშუშური პროგრამები ვირუსებისა და ტროიანერებისგან თავის დასაცავად. ამასთან ასევე ყურადღება მიაქციე მიმდინარე განახლებებს.
  • რეგულარულად შექმენი შენი მონაცემებისთვის უსაფრთხოებისთვის ასლი და შეინახე ის.
  • მობილური ტელეფონისას: ყურადღებით იყავი შენს მიერ საინსტალაციოდ არჩეულ აპებთან.

დაიცავი პერსონალური მონაცემები

განსაკუთრებით ყურადღებით იყავი შენი პერსონალური მონაცემების მითითებისას. ასეთი მონაცემები ყოველთვის ისეთ ვებგვერდებზე შეიყვანე, რომელსაც ენდობი და მხოლოდ მაშინ თუ ეს აუცილებელია.

მაგალითად, სტუმრების წიგნში ჩანაწერებისთვის ან ფორუმის დისკუსიებისთვის ისეთინ ელფოსტის მისამართი გამოიყენე, რომელსაც შენს პირად მონაცემებთან ბმა არ აქვს. ყურადღება მიაქციე სოციალურ ქსელებში პირადი სფეროს პარამეტრებს და იზრუნე რომ, შენი პირადი მონაცემების ნახვა მხოლოდ ავტორიზებულ პირებს შეეძლოთ.

საუკეთესო დაცვა საუკეთესო პაროლით იწყება

საიმედო პაროლით შენ მონაცემების მოპარვისგან დაიცავ თავს. შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები დაგეხმარება საიმედო პაროლის შექმნაში:

  • რაც უფრო გრძელია შენი პაროლი, მით უფრო უსაფრთხოა ის.
  • გამოიყენე დიდი და პატარა ასოები, ციფრები და განსაკუთრებული სიმბოლოები და სასვენი ნიშნები. მოერიდე ისეთ სიტყვებს, რომელიც ლექსიკაში გაქვს და ისეთ მონაცემებს, რომელიც შენს პიროვნებას უკავშირდება (აბადების დღე, სახელი და სხვა.). 
  • რეგულარულად ცვალე შენი პაროლები.
  • არასოდეს შეინახო შენი პაროლები.

ონლაინ უსაფრთხო შესყიდვები

იქნება ეს ონლაინ მაღაზია, სავაჭრო ბირჟა თუ აუქციონის პლათფორმა: მრავალი შესაძლებლობა არსებობს ინტერნეტში შესყიდვებისთვის. 

სადაც არ უნდა გსურდეს გადახდა, შეიტყვე მანამდე შემდეგი პუნქტების შესახებ:

  • გამყიდველი
  • პროდუქტი
  • გადახდის მეთოდი
  • გაგზავნის გზა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არასოდეს გაგზავნო მგრძნობიარე მონაცემები (მაგ. paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდები) ელფოსტით.