დახმარება
ქალი კომპიუტერთან უსაფრთხო ონლაინ გადახდას აწარმოებს paysafecard– ით.


ნაცნობი თაღლითობის მცდელობები

თაღლითობის ეს მცდელობები უკვე ნაუწყები და ნაცნობია. გთხოვთ გაითვალისწინეთ აღნიშნული, რათა გაზარდოთ თქვენი უსაფრთხოება.

BKA/GEMA-კომპიუტერული ვირუსი მოგიწოდებთ გადახდას „მცირე ჯარიმების" paysafecard-ით გადახდისაკენ.

BKA/GEMA-კომპიუტერული ვირუსი მოუწოდებს შესაბამის მომხმარებლებს „მცირე ჯარიმების" გადახდისაკენ და წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება მყარი დისკის წაშლით. თუ შენი კომპიუტერი თავდასხმაშია, იხსნება ფოფ-აფ ფანჯარა, რომელშიც მოითხოვება საჯარიმო თანხის ან საურავის გადახდა- სადაც გადახდა სხვა ფორმებს შორის ასევე შესაძლებელია paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდებით. ყურაღება: paysafecard არ გამოიყენება BKA, იურისტების, GEMA-ს ან სხვა სასამართლოების მიერ გადახდის მეთოდად. აქედან გამომდინარე არასოდეს ენდო მსგავს მოთხოვნებს და არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადო „მცირე ჯარიმები" ამ გზით! დამატებითი ინფორმაცია BKA/GEMA-ვირუსისა და მავნე-პროგრამებისა და კიბერდანაშაულის სიახლეების შესახებ, შეგიძლია იხილო აქ:

http://bka-trojaner.de/

https://www.botfrei.de/

https://www.melani.admin.ch/melani/de/home.html

http://www.tecchannel.de/sicherheit/news/

http://www.computerworld.ch/news/security/

http://futurezone.at/tag/Cybersicherheit

https://noransom.kaspersky.com/

„Windows-ის განახლება"-ტროიანერი გთხოვთ ფასიანი Windows-ის ლიცენზიის ინტალაციას.

თუ შენი კომპიუტერი ამგვარი თავდასხმის ქვეშ არის, გაიხსნება„Windows-ის განახლების"-ფანჯარა, სადაც შენი მონაცემების დაკარგვის გაფრთხილება გამოჩნდება. შენ მოგიწოდებენ განახორციელო ფასიანი Windows-ის ლიცენზიის შეძენა. და რომ ეს დაიცავს შენს მონაცემებს დაკარგვისაგან. განახლების გადახდა უნდა მოხდეს paysafecard წინასწარ გადახდილი კოდებით. არასოდეს გააკეთო ეს და არ გადაიხადო, ვინაიდან ეს თაღლითობის მცდელობაა!

დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულად ტროიანერის შესახებ შეგიძლია იხილო ბმულზე:

www.trojaner-board.de

http://forum.botfrei.de/forum.php

http://blog.botfrei.de/

კრიმინალები ეცდებიან შენს მოტყუებას ტელეფონითაც (მაგ. ვალისგან გათავისუფლება, მოგების დაპირება და მსგავსი).

მუდმივად სხვადასხვა თაღლითობის მცდელობებია ტელეფონის მეშვეობით:

ხშირად დარეკვისას თავს იურიდიული კომპანიის წარმომადგენლად ასაღებენ და გატყობინებებ მნიშვნელოვანი ფულადი მოგების შესახებ, რომლისთვისაც მიწოდებისა და დოკუმენტების მომზადებისათვის რამოდენიმე ასეული ევროს ანაზღაურებას ითხოვენ. თანხის გადახდა კი paysafecard წინასწარგადახდილი კოდებით უნდა მოხდეს. ეს არ უნდა დაიჯერო: საქმე თაღლითობის მცდელობასთან გაქვს!

სხვა თაღლითობის მცდელობის დროს დარეკვისას გეუბნებიან, რომ სამომხმარებლო ადვოკატები არიან და გპირდებიან, რომ 300 EUR-მდე არსებული ძველი ვალებისგან გაგათავისუფლებენ. ამ თანხის გადახდა კი paysafecard-ის წინასწარ გადახდილი კოდებით უნდა მოხდეს. საქმე თაღლითობის მცდელობასთან გაქვს!

აქედან გამომდინარე, ტელეფონზე ყოველთვის ყურადღებით იყავი და შენი paysafecard წინასწარ გადახდილი კოდები არასოდეს გასცე!

დამატებითი რჩევები თაღლითობის პრევენციისათვის, შეგიძლია იხილო აქ.

სესხის თაღლითობა, PPI-თაღლითობა და მოგების დაპირება

სესხის თაღლითობა, PPI-თაღლითობა და მოგების დაპირება ყველაზე ხშირი მაგალითებია წინასწარი თაღლითობის კატეგორიაში.

მსხვერპლს როგორც წესი ტელეფონით/ელფოსტით უკავშირდებიან ან პასუხობენ განცხადებებზე, რომლებიც სესხისათვის, „Payment Protection Insurance" ან მსგავსი ფინანსური სარგებლის გადახდების დაპირებებს გულისხმობს. დარეკვისას თავს იურიდიული კომპანიის ან ფინანსური დაწესებულების წარმომადგენლად ასაღებენ და გატყობინებენ რომ შენ მნიშვნელოვანი ფულადი თანხის მიმღები გახდი. ყალბი ვაკანსიების განთავსება და შინაური ცხოველებით თაღლითობა ასეთი მახეების სხვა მაგალითებია. ისინი ამ დროს რამდენიმე ასობით EUR-ს ითხოვენ იურიდიული დოკუმენტაციის წარმოებისათვის. ამ თანხების გადახდა კი paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდებით უნდა განახორციელოთ. ამასგარდა დროში გადაუდებლობა მათ მიერ წნეხის შექმნის მექანიზმად გამოიყენება, რათა მსხვერპლს დაუყოვნებლივი ქმედება აიძულოს.

ნუ უპასუხებთ ასეთ მოთხოვნებს: ეს თაღლითობაა-კრედიტები არ გაიცემა!

http://www.actionfraud.police.uk/fraud-az-advance-fee-fraud

https://www.consumer.ftc.gov/

paysafecard კოდ(ებ)ის დაბლოკვა

თაღლითობის მცდელობებს შემთხვევაში, შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი paysafecard კოდების დაბლოკვა. ამგვარად, შენი არსებული ბალანსი მყისიერად დაცული იქნება არაავტორიზებული წვდომისგან.

გთხოვთ გაითვალისწინე: მას შემდეგ, რაც შენს paysafecard კოდებს დაბლოკავ, მათ შემდგომი გადახდისთვის ვეღარ გამოიყენებ! თუმცა შენ გაქვს შესაძლებლობა მოითხოვო არსებული ბალანსის დაბრუნება.

paysafecard კოდ(ებ)ის ახლა დაბლოკვა

მაგიდასთან ლეპტოპით მჯდომი ადამიანი მაუსით ხელში