Help
ქალი კომპიუტერთან უსაფრთხო ონლაინ გადახდას აწარმოებს paysafecard– ით.

paysafecard-ს ვერ გატეხავენ

ვებგვერდები, რომლებიც paysafecard PIN-ების  გამრავლების დაპირებებს იძლევიან, ყოველთვის თაღლითობის მცდელობებია. აქ არასდროს შეიყვანო paysafecard PIN-ები!

ნუ ენდობით paysafecard ჰაკერებს

სხვადასხვა ვიდეო პლათფორმებზე, ისევე როგორც ფორუმებზე, სოციალურ ქსელებში ან ბლოკებში, ყოველთვის შეიძლება წააწყდე ინფორმაციას, სადაც გაჩვენებენ თუ როგორ უნდა გატეხო paysafecard-ის PIN-ები და გაამრავლო შენი ბალანსი. ამისათვის კი ასეთი ვებგვერდები ჩამოსატვირთ პროგრამებს გთავაზობენ, რომელთა დახმარებითაც თითქოს paysafecard-ის PIN-ების ბალანსის გამრავლებას შეძლებ.

ყურადღება: პროგრამები და/ან ვებგვერდები, რომლებიც იუწყებიან paysafecard-ის PIN-ების გატეხვის ან გენერირების შესაძლებლობას ან შენი 16-ნიშნა PIN-ების ბალანსის გაზრდას, ყოველთვის თაღლითობის მცდელობებია. კრიმინალები ცდილობენ ამ გზით შენს paysafecard-ის PIN-ებზე წვდომის მოპოვებას. ამიტომ, შენი PIN-ები არასდროს მიუთითო ასეთ პროგრამებსა და ვებგვერდებზე.

განსაკუთრებით ყურადღებით იყავი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში paysafecard არ აგინაზღაურებს დაკარგულ ბალანსს.

paysafecard ცალსახად მიგითითებთ, რომ არ არსებობს შესაძლებლობა გატეხონ paysafecard-ის PIN-ები ან გაამრავლონ ბალანსი. paysafecard-ის გატეხვა მრავალრიცხოვენი ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმების გამო შეუძლებელია.

თაღლითები ცდილობენ ამ გზით შენს paysafecard-ის PIN-ის ბალანსზე წვდომის მოპოვებას.

ყურადღებით იყავი! კრიმინალები ძირითადად ასე იქცევიან: თაღლითობის მცდელობისას გთხოვენ შენი paysafecard-ის PIN-ის შეყვანას პროგრამაში ან ვებგვერდზე. ამასთან შენ გპირდებიან, რომ ამ გზით შენი paysafecard PIN-ის ბალანსი გაიზრდება. ეს კი რათქმაუნდა სიცრუეა. პირიქით, კრიმინალები ამ გზით თქვენს მთლიან PIN ბალანსს იპარავენ. 

მეტი ბალანსი გჭირდება? არ არის პრობლემა!

გთხოვთ გაითვალისწინო, რომ paysafecard PIN-ის ბალანსის შევსება ან ახლის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი paysafecard-ის შეძენით შენს სიახლოვეს მდებარე გაყიდვის პუნქტში ან ონლაინ. მეტი ბალანსის მისაღებად სხვა შესაძლებლობა არ არსებობს.