დახმარება
[Translate to Georgian:] Frau am Computer zahlt sicher online mit paysafecard.


paysafecard-ის უსაფრთხო გამოყენება

paysafecard ისეთივე პრაქტიკული და უსაფრთხოა როგორც ნაღდი ფული- და რათქმაუნდა ასეთივე ძვირფასი. შესაბამისად, შენს paysafecard კოდებს ისევე ყურადღებით უნდა მოეპყრა, როგორც ნაღდ ფულს და დაიცვა მისი ავტორიზაციის მონაცემები შენი paysafecard ანგარიშისთვის. ყურადღება: თუ შენს paysafecard კოდებს მესამეს პირს გადასვემ, შესაბამისად ამ პირს წვდომას აძლევ შენს მიერ უკვე გადახდილ ბალანსზე.

მობილურის იისფერი სურათი paysafecard-ის შემცველობით ეკრანზე

გადაიხადე მხოლოდ ავტორიზებულ ვებმაღაზიებში

შეიყვანე შენი 16-ნიშნა paysafecard კოდები ან paysafecard ავტორიზაციის- მონაცემები მხოლოდ paysafecard-ის ავტორიზებულ ვებმაღაზიებში.

ასე შეძლებ ამოიცნო paysafecard-ის ავტორიზებული ვებმაღაზიები:

  • გადახდის ფანჯრის ვებმისამართი იწყება „https://customer.cc.at.paysafecard.com".
  • უსაფრთხოების სერთიფიკატი გაცემულია „customer.cc.at.paysafecard.com"-სათვის. შენ შეგიძლია ამის გადამოწმება, თუ დააჭერ შენს ბრაუზერში ჩასაწერ ველს ან მის გვერდზე „ბოქლომის"-სიმბოლოს.

თუ არ ხარ დაწმუნებული, ვებგვერდის საიმედოობაში, გთხოვთ დაუკავშირდე paysafecard მომსახურე გუნდს. სანამ გადახდას განახორციელებდე, ჩვენ სიამოვნებით გადავამოწმებთ შენთვის, ამ ვებგვერდის ავტორიზაციას paysafecard-სთვის.

შეიძინე paysafecard მხოლოდ ოფიციალურ გაყიდვის პუნქტებში

შეიძინე შენი paysafecard კოდები მხოლოდ ოფიციალურ გაყიდვის პუნქტებში. აღნიშნულის მოძიება შეგიძლია paysafecard გაყიდვების პუნქტის მაძიებლით და paysafecard აპით. paysafecard-ის მიღება შეგიძლია სხვადასხვა სუპერმარკეტში, ბენზინგასამართ სადგურსა და კიოსკებში. შენს სიახლოვეს არსებული გაყიდვის პუნქტი დაიხურა ან არ გსურს სახლიდან გასვლა? შეიძინე paysafecard ონლაინ ყოველთვის ჩვენს მიერ აღიარებულ მიმწოდებლებთან.

გთხოვთ გაითვალისწინე: აკრძალულია paysafecard კოდების შეძენა არაავტორიზებულ პლათფორმებზე, როგორიც არის მაგ. გაცვლითი ქსელები, გადამყიდველები და მოვაჭრეები. აქედან გამომდინარე, არასოდეს შეიძინო paysafecard ისეთ აუქციონის პლათფორმებზე, როგორიცაა მაგალითად eBay. აქედან გამომდინარე არ გაცვალოთ paysafecard კოდები ვებგვერდებზე ან ფორუმებზე. ეს შენს საკუთარ უსაფრთხოებას ემსახურება, ვინაიდან, როგორც paysafecard კოდების არაავტორიზებულ ვებგვერდებზე გაყიდვა, ისე გადაცვლის შესაძლებლობები ხშირად თაღლითური სარჩულით ხდება. paysafecard ვერ მოგცემს იმის გარანტიას, რომ შენ იქ მოქმედ 16-ნიშნა paysafecard კოდს მიიღებ. თუ შენ paysafecard კოდებს არაავტორიზებულ გაყიდვის პუნქტში შეიძენ, ან ონლაინ პლათფორმაზე, paysafecard ვერ შეძლებს თანხის დაბრუნების შემოთავაზებას. ამიტომ, გამოიყენე ყოველთვის ოფიციალური paysafecard გაყიდვის პუნქტები როგორიცაა მაგალითად ჩვენი ოფიციალური ონლაინ ყიდვის ოფციები.

საიმედოთ შეინახე შენი paysafecard

არასოდეს გადასცე შენი 16-ნიშნა paysafecard კოდები და/ან წვდომის მონაცემები შენი paysafecard ანგარიშისათვის უცხო პირებს. თვით paysafecard მომსახურე გუნდიც კი მხოლოდ სეიის ნომერს მოგთხოვს და არასდროს  სრულ paysafecard კოდს. აქედან გამომდინარე შენი paysafecard კოდები და/ან წვდომის მონაცემები შენი paysafecard ანგარიშისათვის გადახდისას მხოლოდ ოფიციალურ paysafecard-ის აღიარებულ წერტილებში მიუთითე. 

ასეთ შემთხვევაში: PIN-ბალანსი დროულად დაბლოკე

თუ დაკარგე ან მოგპარეს paysafecard, შენ შეგიძლია შენი paysafecard კოდები აქედან ნებისმიერ დროს დაბლოკო  ან ამისათვის დაურეკე სამუშაო საათებში paysafecard-ის მომსახურე ცხელ ხაზე  ნომერზე 1-877-638-6920  (მოქმედებს ადგილობრივი ტარიფები).

დაბლოკვისათვის დაგჭირდება შესაბამისი paysafecard-ის სერიის ნომერი. შემდგომ ნაბიჯებს შეგატყობინებს paysafecard მომსახურე გუნდი.

paysafecard ანგარიშის დაბლოკვა

საეჭვო გამოყენების შემთხვევაში, შენ შეგიძლია შენი paysafecard ანგარიში აქედან ნებისმიერ დროს დაბლოკო ან სამუშაო საათებში დაკავშირდე paysafecard მომსახურების ცხელ ხაზს ნომერზე 1-877-638-6920 (მოქმედებს ადგილობრივი ტარიფები).