გადაიხადეთ ონლაინ უსაფრთხოდ paysafecard-ის მეშვეობით
paysafecard-ით ონლაინ გადახდა უსაფრთხოა. შენ არ გჭირდება პერსონალური მონაცემების, საბანკო ან საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მითითება და ამგვარად ნაღდი ფულივით ახდენ გადახდას. მაგრამ, ამის მიუხედავად ყოველთვის ყურადღებით იყავი შენს paysafecard PIN-ებთან და გაითვალისწინე ჩვენი რეკომენდაციები ინტერნეტში უსაფრთხო ანგარიშსწორებისთვის. ამ გზით არასასიამოვნო მოულოდნელობებს აირიდებთ თავიდან.
5 უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების წესი
უსაფრთხოება paysafecard-სთვის უპირველესია. იმისათვის, რომ შენ ნებისმიერ დროს საიმედო გადახდები აწარმოო, ყოველთვის გაითვალისწინე ეს ხუთი ძირითადი წესი:
- შენი 16-ნიშნა paysafecard PIN-ები მხოლოდ ავტორიზებულ paysafecard ვებმაღაზიებში შეიყვანე
- არასოდეს გასცე შენი 16-ნიშნა paysafecard PIN-ები ელფოსტით ან ტელეფონის მეშვეობით.
- შენს my paysafecard ადმინისტრაციის ინსტრუმენტში საეჭვო აქტივობების შემთხვევაში: ის დაუყოვნებლივ დაბლოკე.
- ორგანოები, დაწესებულებები, ადვოკატები ან სასამართლოები არ არიან ხელშეკრულებით ვებმაღაზიასთან დაკავშირებული. სულერთია, კომპიუტერზე თუ მობილურ ტელეფონზე: თუ მოგივა მოთხოვნა ჯარიმის ან სხვა საურავის paysafecard-ით გადახდაზე, ეს არასოდეს გააკეთო!
- ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართე paysafecard-ის მომსახურე გუნდს.
უსაფრთხოების თემასტან დაკავშირებული დოკუმენტები
ჩვენთვის უსაფრთხოება უპირველესია. ამიტომ, ჩვენ გავაერთიანეთ ინტერნეტში უსაფრთხო გადახდასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქ:
სიფრთხილით გამოიყენეთ paysafecard
paysafecard, როგორც ნაღდი ფული. აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი მომხმარებლის რეკომენდაციები- ამ გზით შენ ინტერნეტში უსაფრთხოდ გადაიხდი და თაღლითებს უშანსოდ დატოვებ.
ნაუწყები თაღლითობის მცდელობები
თაღლითობის ეს მცდელობები უკვე ნაუწყები და ნაცნობია. შეიტყვე აქ, თუ როგორ შეგიძლია მათგან თავის დაცვა და საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება.
პროაქტიული დაცვა
paysafecard გაფრთხილებთ თაღლითობის მცდელობების, ვირუსებისა და ტროიანერების შესახე. ამოიცანი ჩვენი ინფორმაციით თაღლითობის მცდელობები და შეიტყვე აქ, თუ როგორ შეგიძლია paysafecard-ის მეშვეობით ინტერნეტში ყოველთვის უსაფრთხო ანგარიშსწორება.
paysafecard-ს ვერ გატეხავენ
არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ 16-ნიშნა paysafecard PIN-ები გახეტონ ან PIN-ების ბალანსი გენერატორების მეშვეობით ვირტუალურად გაზარდონ. paysafecard-ის გატეხვა მრავალრიცხოვენი ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმების გამო შეუძლებელია. პროგრამები, რომლებიც ამას გაუწყებენ თაღლითობის მცდელობებია.
შეინარჩუნე ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხოება
დაიცავი თავი ზოგადად ინტერნეტ თაღლითობისგან. ყურადღება მიაქციე შენს კომპიუტერს და საკუთარ პირად მონაცემებს.
paysafecard PIN(ების) დაბლოკვა
თაღლითობის მცდელობებს შემთხვევაში, შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი paysafecard PIN-ების დაბლოკვა. ამგვარად, შენი არსებული PIN-ბალანსი მყისიერად დაცული იქნება არაავტორიზებული წვდომისგან.
გთხოვთ გაითვალისწინე: მას შემდეგ, რაც შენს paysafecard PIN(ებს) დაბლოკავ, მათ შემდგომი გადახდისთვის ვეღარ გამოიყენებ! თუმცა შენ გაქვს შესაძლებლობა მოითხოვო არსებული ბალანსის დაბრუნება.
my paysafecard-ის დაბლოკვა
my paysafecard-ის უსაფრთხოება უპირატესია. აქედან გამომდინარე, დარწმუნდი, რომ მხოლოდ შენ გაქვს საკუთრ ელფოსტაზე წვდომა და თუ შენს ანგარიშზე საეჭვდო ქმედებები შეამჩნიე, მაშინვე მიმართე paysafecard მომსახურე გუნდს.