Help
ქალი კომპიუტერთან უსაფრთხო ონლაინ გადახდას აწარმოებს paysafecard– ით.

გადაიხადეთ ონლაინ უსაფრთხოდ paysafecard-ის მეშვეობით

paysafecard-ით ონლაინ გადახდა უსაფრთხოა. შენ არ გჭირდება პერსონალური მონაცემების, საბანკო ან საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მითითება და ამგვარად ნაღდი ფულივით ახდენ გადახდას. მაგრამ, ამის მიუხედავად ყოველთვის ყურადღებით იყავი შენს paysafecard PIN-ებთან და გაითვალისწინე ჩვენი რეკომენდაციები ინტერნეტში უსაფრთხო ანგარიშსწორებისთვის. ამ გზით არასასიამოვნო მოულოდნელობებს აირიდებთ თავიდან.

5 უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების წესი

უსაფრთხოება paysafecard-სთვის უპირველესია. იმისათვის, რომ შენ ნებისმიერ დროს საიმედო გადახდები აწარმოო, ყოველთვის გაითვალისწინე ეს ხუთი ძირითადი წესი:

  • შენი 16-ნიშნა paysafecard PIN-ები მხოლოდ ავტორიზებულ paysafecard ვებმაღაზიებში შეიყვანე
  • არასოდეს გასცე შენი 16-ნიშნა paysafecard PIN-ები ელფოსტით ან ტელეფონის მეშვეობით.
  • შენს my paysafecard ადმინისტრაციის ინსტრუმენტში საეჭვო აქტივობების შემთხვევაში: ის დაუყოვნებლივ დაბლოკე.
  • ორგანოები, დაწესებულებები, ადვოკატები ან სასამართლოები არ არიან ხელშეკრულებით ვებმაღაზიასთან დაკავშირებული. სულერთია, კომპიუტერზე თუ მობილურ ტელეფონზე: თუ მოგივა მოთხოვნა ჯარიმის ან სხვა საურავის paysafecard-ით გადახდაზე, ეს არასოდეს გააკეთო! 
  • ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართე paysafecard-ის მომსახურე გუნდს.
ბედნიერი ქალი ვირტუალური რეალობის სათვალით

უსაფრთხოების თემასტან დაკავშირებული დოკუმენტები

ჩვენთვის უსაფრთხოება უპირველესია. ამიტომ, ჩვენ გავაერთიანეთ ინტერნეტში უსაფრთხო გადახდასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქ:

უსაფრთხოების ბროშურა

  • სიფრთხილით გამოიყენეთ paysafecard

    paysafecard, როგორც ნაღდი ფული. აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი მომხმარებლის რეკომენდაციები- ამ გზით შენ ინტერნეტში უსაფრთხოდ გადაიხდი და თაღლითებს უშანსოდ დატოვებ.

  • ნაუწყები თაღლითობის მცდელობები

    თაღლითობის ეს მცდელობები უკვე ნაუწყები და ნაცნობია. შეიტყვე აქ, თუ როგორ შეგიძლია მათგან თავის დაცვა და საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება.

  • პროაქტიული დაცვა

    paysafecard გაფრთხილებთ თაღლითობის მცდელობების, ვირუსებისა და ტროიანერების შესახე. ამოიცანი ჩვენი ინფორმაციით თაღლითობის მცდელობები და შეიტყვე აქ, თუ როგორ შეგიძლია paysafecard-ის მეშვეობით ინტერნეტში ყოველთვის უსაფრთხო ანგარიშსწორება.

  • paysafecard-ს ვერ გატეხავენ

    არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ 16-ნიშნა paysafecard PIN-ები გახეტონ ან PIN-ების ბალანსი გენერატორების მეშვეობით ვირტუალურად გაზარდონ. paysafecard-ის გატეხვა მრავალრიცხოვენი ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმების გამო შეუძლებელია. პროგრამები, რომლებიც ამას გაუწყებენ თაღლითობის მცდელობებია.

  • შეინარჩუნე ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხოება

    დაიცავი თავი ზოგადად ინტერნეტ თაღლითობისგან. ყურადღება მიაქციე შენს კომპიუტერს და საკუთარ პირად მონაცემებს.

  • paysafecard PIN(ების) დაბლოკვა

    თაღლითობის მცდელობებს შემთხვევაში, შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი paysafecard PIN-ების დაბლოკვა. ამგვარად, შენი არსებული PIN-ბალანსი მყისიერად დაცული იქნება არაავტორიზებული წვდომისგან.

    გთხოვთ გაითვალისწინე: მას შემდეგ, რაც შენს paysafecard PIN(ებს) დაბლოკავ, მათ შემდგომი გადახდისთვის ვეღარ გამოიყენებ! თუმცა შენ გაქვს შესაძლებლობა მოითხოვო არსებული ბალანსის დაბრუნება.

ლურჯი სიმბოლო მობილურით და უსაფრთხოების ბოქლომით

my paysafecard-ის დაბლოკვა

my paysafecard-ის უსაფრთხოება უპირატესია. აქედან გამომდინარე, დარწმუნდი, რომ მხოლოდ შენ გაქვს საკუთრ ელფოსტაზე წვდომა და თუ შენს ანგარიშზე საეჭვდო ქმედებები შეამჩნიე, მაშინვე მიმართე paysafecard მომსახურე გუნდს.

my paysafecard-ის დაბლოკვა