მე არ მაქვს წვდომა ჩემს ტელეფონის ნომერზე. რა შემიძლია მოვიმოქმედო?
არ არის პრობლემა, შენ ასევე შეგიძლია paysafecard აპი შენს სხვა სმარტფონზე დააინსტალირო და ამ მოწყობილობაზე გაააქტიურო ორ-ეტაპიანი ავტორიზაცია.
ასე მუშაობს ორ-ეტაპიანი ავტორიზაცია:
1. დააინსტალირე აპი
დააინსტალირე შენს სმარტფონზე paysafecard აპი.
2. დააკავშირე ანგარიში
დააკავშირე შენი paysafecard ანგარიში, აპში შესვლით.
3. ორ-ეტაპიანიანი ავტორიზაციის გამოყენება
შეიყვანე შენი ავტორიზაციის მონაცემები და დაადასტურე დამატებითი შეტყობინება paysafecard აპით.
რჩევა: პირველი გამართვისას, ალამი დაყენებული უნდა იყოს „ამ მოწყობილობაზე აღარ შემეკითხო"- ამ გზით გადახდის პროცესი კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო იქნება მომხმარებლის სახელითა და პაროლით.
თუ აღარ გაქვს წვდომა შენს paysafecard-ის ანგარიშში მითითებულ ტელეფონის ნომერზე და/ან არ ფლობ სმარტფონს, მაშინ გთხოვთ რომ დაგვეკონტაქტო ჩვენი ონლაინ ფორმულარით. ამგვარად ჩვენ შევძლებთ შენთვის ცვლილებების განხორციელებას.
ხანდახან ავტორიზაციისას დამატებითი უსაფრთხოების კოდის მითითებაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში შენ მიიღებ კოდს ელ-ფოსტით, რომელიც ავტორიზაციისას უნდა შეიყვანო.
გთხოვთ გაითვალისწინე: კოდის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც რეგისტრირებული გაქვს paysafecard-ის ანგარიშში.
შემდგომში შენ შეძლებ ეს ტელეფონის ნომერი მხოლოდ ერთი paysafecard-ის ანგარიშისათვის გამოიყენო. რამდენიმე ანგარიშის ფლობა არ არის დაშვებული!