Help

მონაწილეობის პირობები– paysafecard Promo

1. paysafecard Promotion ხორციელდება paysafecard.com Wertkarten GmbH-ს მიერ, Euro Platz 2, 1120 ვენა(„paysafecard“).

2. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, რომლებსაც თანხმობა აქვთ განცხადებული myPaysafe-ის განახლებულ AGB-ზე, გახსნილი აქვთ myPaysafe ანგარიში და ვისაც მიღებული აქვს paysafecard-საგან აღნიშნული აქციის დეტალები („აქციის ელ-წერილი“).

3. მონაწილეობისათვის უფლებამოსილი პირები, paysafecard Promotion-ში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ შემთხვევებში:

  • აქციის პერიოდში, მონაწილე მერჩანტებში myPaysafe ანგარიშიდან შესაბამისი მინიმალური ღირებულების ანგარიშსწორებისას.

4. paysafecard Promo-ბალანსი ავტომატურად აიტვირთება უფლებამოსილი მონაწილის myPaysafe ანგარიშში, როგორც კი ყველა ხსენებული მონაწილეობის პირობა დაკმაყოფილებული იქნება.

5. აქციის მოქმედების პერიოდი, მონაწილე მერჩანტი, გადახდის საჭირო მინიმალური მოცულობა და სიდიდე, ისევე როგორდ paysafecard Promo-ბალანსის მოქმედების ვადა მითითებულია აქციის ელ-წერილში.

6. თითოეული ადამიანისთვის მონაწილეობა მხოლოდ ერთხელაა დასაშვები. მრავალჯერ მონაწილეობის მიღებას შეუძლია აქციიდან გამოთიშვის განპირობება. აქციაში მონაწილეობის სხვაზე გადაცემა შეუძლებელია.

7. თანხით განაღდება შესაძლებელი არ არის. სამართლებრივი გზა გამორიცხულია. ვრცელდება ავსტრიული სამართალი. paysafecard არ იღებს პასუხისმგებლობას აქციის საიტის შეცდომებზე, გაჭიანურებაზე ან ხარვეზებზე.

8. paysafecard ნებისმიერ დროს უფლებამოსილია მნიშვნელოვანი მიზეზით შევწყვიტოთ გათამაშება გათამაშების პერიოდის მანძილზე და აღნიშნულის შესახებ წინასწარი შეტყობინებისა და მიზეზის დასახელების გარეშე. აღნიშნული მოქმედია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საორგანიზაციო ან ტექნიკური მიზეზებით არის განპირობებული (მაგ. ვირუსები კომპიუტერულ სისტემაში, მანიპულაცია ან შეცდომები კომპიუტერულ დანადგარებსა და/ან სისტემებში) ან თუ აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი მიზეზებით.

9. მანიპულაცია და თაღლითობის მცდელობა აქციიდან დაუყოვნებლივ გამოთიშვას გამოიწვევს. მონაწილეობის მიღება არ არის დაშვებული paysafecard-ის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.

10. ამ დოკუმენტში მდედრობითი ფორმა გათანაბრებულია მამრობით ფორმასთან და გამარტივების მიზნით, ნაგულისხმევად გამოყენებულია მამრობითი ფორმა.

www.paysafecard.com