Help
ქალი კომპიუტერთან უსაფრთხო ონლაინ გადახდას აწარმოებს paysafecard– ით.

პროაქტიული დაცვა

paysafecard გაფრთხილებთ თაღლითობის მცდელობების, ვირუსებისა და ტროიანერების შესახე. ამოიცანი ჩვენი ინფორმაციით თაღლითობის მცდელობები და შეიტყვე აქ, თუ როგორ შეგიძლია paysafecard-ის მეშვეობით ინტერნეტში ყოველთვის უსაფრთხო ანგარიშსწორება.

paysafecard PIN ლურჯ ფონზე

არასოდეს გასცე შენი paysafecard PIN-ები ან პერსონალური მონაცემები

paysafecard არასოდეს გთხოვს ელფოსტით ან ტელეფონით შენი my paysafecard-ის წვდომის მონაცემებს ან შენი paysafecard PIN-ების გაზიარებას. თვით paysafecard-ის მომსახურე გუნდიც კი მხოლოდ სერიის ნომერს გკითხავს და არასოდეს paysafecard-ის წინასწარგადახდილი კოდების 16-ნიშნა PIN-ს სრული თანმიმდევრობით.

უგულვებელჰყავი ელფოსტით მიღებული გაფრთხილებები, რომელიც paysafecard-ით გადახდას მოგიწოდებს

paysafecard არ გამოიყენება გადახდის მეთოდად სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიულ ფირმებში ან ინკასო დაწესებულებებში– და სრულიად არაფერი აქვს საერთო სავარაუდო კანონდარღვევებთან. საქმე აქ თაღლითობის მცდელობასთან გაქვს!

საეჭვო ვიდეო ინსტრუქციები, რომლებიც paysafecard ბალანსის გამრავლებას გპირდებათ

ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლათფორმებზე, როგორიცაა YouTube, თქვენ ყოველთვის შეიძლება წააწყდეთ ვიდეებს, რომლებიც paysafecard-ის ბალანსის გამრავლებას გპირდებათ. ასეთი გამრავლება ტექნიკურად არ არის შესაძლებელი. ამის უკან ყოველთვის თაღლითობის მცდელობებია. ასეთი მოწოდებების ჭეშმარიტ მიზეზს კი კრიმინალური გზით სხვის ბალანზე წვდომის მიღება წარმოადგენს.

გადაიხადე მხოლოდ ავტორიზებულ ვებმაღაზიებში

შენი paysafecard-ის PIN-ები მხოლოდ paysafecard-ის მიერ ავტორიზებულ ვებმაღზიებში არსებულ გადახდის ფანჯარაში შეიყვანე.

ასე შეძლებ ამოიცნო paysafecard-ის ავტორიზებული ვებმაღაზიები:

  • გადახდის ფანჯრის ვებმისამართი იწყება customer.cc.at.paysafecard.com.
  • უსაფრთხოების სერთიფიკატი გაცემულია „customer.cc.at.paysafecard.com"-სათვის. შენ შეგიძლია ეს გადაამოწმო, თუ დააჭერ შენს ბრაუზერში ჩასაწერ ველს ან მის გვერდზე „ბოქლომის"-ხატულას.

თუ გაეჭვებს ვებგვერდის საიმედოობა, გთხოვთ დაუკავშირდე paysafecard მომსახურე გუნდს. სანამ გადახდას განახორციელებდე, ჩვენ დიდი სიამოვნებით გადავამოწმებთ შენთვის, ამ ვებგვერდის ავტორიზაციას paysafecard-სთვის.

გთხოვთ, შეგვატყობინო საეჭვო ვებგვერდები

თუ შენ თაღლითობის მსხვერპლი გახდი, დაუყოვნებლივ გააკეთე პოლიციაში განაცხადი და მიმართე ჩვენს კლიენტთა მომსახურების ცენტრს.

თუ გაქვს ეჭვი, ან მართლაც შენიშნე ვებგვერდზე, ელფოსტაზე ან სხვა ონლაინ აქტივობებზე თაღლითობა, რომელიც paysafecard-ს უკავშირდება, გთხოვ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდე აქ. ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გადაამოწმებს თქვენს შეტყობინებას.

ასე შეძლებ ამოიცნო მავნე პროგრამები

საუკეთესო Anti-Virus-, Anti-Malware-, Anti-Trojaner- და Firewall-ინსტრუმენტებიც კი ვერ უზრუნველყოფენ სამწუხაროდ შენი კომპიუტერის ას პროცენტიან დაცვას მავნე პროგრამებისგან. მავნე პროგრამების ამოსაცნობად ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჯანსაღი ადამიანური შეგნებაა და იმ მონაცემებთან ფრთხილი მოპყრობაა, რომელსაც ელფოსტით იღებ ან ვებგვერდებიდან ტვირთავ. მცირეოდენი სიფრთხილითა და წინასწარგადახდილი ბარათით შენ ონლაინ უსაფრთხო გადახდებს შეძლებ.

უმეტეს შემთხვევებში ტროიანერსა და სხვა მავნე პროგრამებს ჩამოტვირთვის ისეთი ფანჯრებიდან და სხვა პროცესებიდან იღებ, რომელიც ჩვეულებრივი კომპიუტერული მოხმარებისას ვერ შეხვდები. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში გათიშე ინტერნეტ კავშირი, რომ მონაცემთა გაზიარება შეწყვიტო. გამომდინარე იქიდან, რომ ტროიანერი შეღწევისთანავე კონკრეტულ სისტემაში ბუდდება, შენ ყველა მონაცემი და ქმედება უნდა წაშალო რაც ტროიანერმა განახორციელა. ამისათვის არსებობს სპეციალური ანტი-ვირუსული პროგრამები, ე.წ „Remover"-ები. როგორც წესი ასეთი პროგრამებს ანტივირუსული პროგრამების შემქმნელები უფასოდ გთავაზობენ.