Help

DATENSCHUTZMITTEILUNG

ეს შეტყობინება ეხება კომპანიებს, რომლებიც წარმოადგენენ Paysafe Group-ის („Paysafe” ან „ჩვენ“ ან „ჩვენი“) ნაწილს.

Paysafe მისი კონფიდენციალურობის პრაქტიკების ასახსნელად იყენებს „მრავალდონიან მიდგომას“, ისე როგორც რეკომენდირებულია მრავალი რეგულატორის მიერ. ეს არის მოკლე-შემაჯამებელი შენიშვნა. დაგვიკავშირდით შეტყობინების ბოლოს წარმოდგენილი დეტალების გამოყენებით გამოხმაურებისთვის ან კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში.

ეს შეტყობინება აჩვენებს ჩვენს სწრაფვას გამჭვირვალობისკენ და თქვენი კონფიდენციალურობის უფლებების დაცვის მიმართ და ადგენს საფუძველს, რაზეც ვამყარებთ ჩვენ მიერ იმ პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას, რომელსაც ვაგროვებთ თქვენგან ან რომელიც თქვენ მიერ არის მოწოდებული. აღნიშნული ვრცელდება:

  • ვებგვერდების/პორტალების მახასიათებლებზე და ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობისას თქვენთვის გაწეულ სერვისებზე, პორტალზე ან გადახდის პანელებზე, რომლებსაც შესაძლოა ჩვენი კლიენტები იყენებდნენ თავიანთ ვებგვერდებზე;
  • როდესაც თქვენ იყენებთ ან/და მოგვმართავთ, რათა გამოიყენოთ Paysafe-ის პროდუქტები და მომსახურებები (მათ შორის ნებისმიერი ერთგულებისა ან ქულაზე დაფუძნებული ან სხვა სახის ჯილდოს სქემები);
  • თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის Paysafe-ის მიერ მოწოდებული ტერმინალების, მობილური და კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენებისათვის; და
  • ელფოსტაზე, სხვა ელექტრონულ შეტყობინებებზე, მათ შორის SMS, სატელეფონო, ვებ-საუბრებზე, ვებგვერდზე/პორტალზე და სხვა კომუნიკაციებზე თქვენსა და Paysafe-ს შორის.

ერთობლივად, ყველაფერი ეს წინამდებარე შეტყობინებაში მოხსენიებულია, როგორც „სერვისები“.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს შეტყობინება, რათა გაიაზრით ჩვენი პოლიტიკა და წესები თქვენი პერსონალური ინფორმაციისა და მისი დამუშავების შესახებ.

ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა თქვენგან შევაგროვოთ

თქვენ მიერ ჩვენთან ინფორმაციის მოწოდება შეიძლება მოხდეს, მაგლითად, მომსახურებებზე შეკითხვებით ან განაცხადით მიმართვის დროს, ჩვენის მომსახურებების გამოყენების მიზნით რეგისტრაციისას ან/და მათი გაყენებისას, ჩვენს ერთ-ერთ ვებსაიტზე ფორმის შევსებისას, მონაწილეობით ჩვენს ერთ-ერთ ერთგულების ან სააქციო ღონისძიებაში ან ჩვენთან სატელეფონო, ელფოსტით, ვებ-ჩატით ან სხვაგვარად კავშირის დროს. ჩვენ შესაძლოა გარკვეული შემცველობა ავტომატურად მოვაგროვოთ, როგორიც არის, მაგალითად, თქვენ მიერ ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობისას ქუქი-ფაილების გამოყენება. გაეცანით ჩვენს პოლიტიკას ქუქი-ჩანაწერების შესახებ, რათა გაიგოთ მეტი. ჩვენ, ასევე შესაძლოა მოვიპოვოთ მონაცემები თქვენ შესახებ მესამე პირებისგან, როგორიცაა საკრედიტო და თაღლითობის პრევენციის სააგენტოები. მეტი ინფორმაციისთვის და მაგალითისთვის, გთხოვთ, გადახედოთ კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელ შეტყობინებას, რომელიც ასევე განმარტავს ჩვენ მიერ ნებისმიერი ბიომეტრიული, სენსიტიური ან სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოყენებას.

ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ თქვენგან შეგროვილ ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტები, შეგატყობინოთ ჩვენს პროდუქტში შეტანილი ცვლილებების შესახებ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი. თქვენი ინფორმაცია ასევე შესაძლოა იყოს გამოყენებული, რათა დაგიკავშირდეთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებით, თქვენ მიერ მომსახურებების გამოყენების შესახებ, გაგაფრთხილოთ შესაძლო პრობლემების შესახებ და ასევე ვუპასუხოთ თქვენ მიერ ჩვენთან დასმულ შეკითხვებს. ჩვენ, ასევე ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენს ან მესამე პირების მიერ შემოთავაზებული სხვა პროდუქტების შესახებ, რომელიც მსგავსია იმ პროდუქტების, რომლებსაც თქვენ იყენებდით ან რომელთა მიმართაც გამოგიხატიათ ინტერესი ან მივიჩნევთ, რომ შეიძლება დაგაინტერესოთ. თუ თქვენ იყენებთ ჩვენს ფინანსურ პროდუქტებს, ჩვენ ასევე გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად და ფინანსური სისტემის მიმართ შესაძლო თაღლითური ქმედებებისა და მისი სხვა ბოროტად გამოყენების იდენტიფიცირებისა და მათი დევნის მიზნით. მეტი ინფორმაციისთვის და მაგალითისთვის, გთხოვთ, გადახედოთ კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელ შეტყობინებას.

თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ არ გავამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არავისთან, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აღწერილია წინამდებარე შეტყობინებაში და კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელ შეტყობინებაში.

ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია Paysafe Group-ის კომპანიებში შემავალ ნებისმიერ კომპანიასთან.

თქვენი პერსონალური ინფორმაცია (საჭიროებისამებრ, თუმცა ზოგადად შემოიფარგლება სრული სახელით და ელ.ფოსტით) შესაძლოა გაზიარდეს გადახდის მიმღბთან/გამგზავნთან კონკრეტული შესაბამისი გარიგების კონტექსტში. იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტები, ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია გავუზიაროთ მესამე პირებს, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლები, საკრედიტო სააგენტოები და ფინანსური ინსტიტუტები. ასევე, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია მესამე პირებს, მათ შორის ჩვენს ან სხვა მოქმედ მარეგულირებელ ორგანოებსა და მესამე პირებს, რომლებთანაც გქონიათ ურთიერთობა, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და რისკის შესამცირებლად, თუ ამას მოითხოვს კანონი, და თუ ამას ჩავთვლით მიზანშეწონილად სამართლებირივ პროცესზე რეაგირებისთვის, მესამე მხარის საქმიანობის პირობების დარღვევის გამოძიების მიზნით, ან Paysafe-ის, ჩვენი კლიენტების და სხვათა საკუთრების უფლებების დასაცავად.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადახედოთ კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელ შეტყობინებას.

სად ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და როგორვ ვიცავთ მონაცემთა უსაფრთხოებას

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან, შესაძლოა გადაეცეს, შეინახოს და დამუშვდეს მიმღებების მიერ, რომლების იმყოფებიან ევროპული ეკონომიკური ზონის („EEA”) გარეთ. ამ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ მონაცემთა დაცვის სტანდარტები, რომლებიც განსხვავდებიან (და, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო დაბალი დონისაა) იმ ქვეყნის შესაბამისი სტანდარტებისგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ჩვენ გადავდგამთ გონივრულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიმღები გამოიყენებს და დაიცავს თქვენს ინფორმაციას უსაფრთხო გზით.

თუ ჩვენ მოგეცით (ან თქვენ ირჩიეთ) პაროლი, წვდომის კოდი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხოების საშუალება ან წვდომა ან ავტორიზაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეხვიდეთ ჩვენი საიტის გარკვეულ ნაწილებზე, თქვენ პასუხისმგებელი ხართ ამ პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე და ჩვენი მითითებების დაცვაზე. თქვენ არ უნდა გააზიაროთ თქვენთვის მინიჭებული უსაფრთხოების საშვი ნებისმიერ სხვა პირთან, და თქვენ უფლებას ანიჭებთ Paysafe-ს იმოქმედოს ნებისმიერი პირის მითითებით და ინფორმაციის დაფუძველზე, რომელიც შეიყვანს თქვენი უსაფრთხოების საშვის მონაცემებს.

ინფორმაციების ინტერნეტის გზით გადაცემა არ არის სრულიად უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია ჩვენი საიტისთვის გადაცემული მონაცემების უსაფრთხოებაზე, თუ თქვენ არ სარგებლობთ ჩვენს მიერ უზრუნვეყოფილი კომუნიკაცია უსაფრთხო არხით. როგორც კი მივიღებთ თქვენს ინფორმაციას, ჩვენ გამოვიყენებთ მკაცრს პროცედურებს და უსაფრთხოების ზომებს არაავტორიზებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.

თქვენი უფლებები

შესაბამის შემთხვევებში, თქვენ შეიძლება გქონდეთ გარკვეული უფლებები მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის, შესწორების, განახლების ან წაშლის უფლება; მისი დამუშავების გაპროტესტება ან შეზღუდვა; თქვენი პერსონალური ინფორმაციის სხვა მომსახურების პროვაიდერთან გადაცემის მოთხოვნა (ე.წ. მონაცემთა პორტატიულობა); ან უკან გამოითხოვოთ თქვენ მიერ მიცემული ნებისმიერი თანხმობა.

თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ უფლებებში არსებობს გამონაკლისები. ხელმისაწვდომი უფლებების სრული განმარტებისთვის, მათ შორის მონაცემთა შენახვის, დამუშვების მიზნობრიობის, დამუშავებული მონაცემების ტიპების, კალიფორნიის რეზიდენტების CCPA უფლებების უფრო მეტი ინფორმაციისთვის და იმის შესახებ, თუ როგორც ვცდილოთ შებინახოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია უსაფრთხოდ, გთხოვთ, იხილოთ კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელ შეტყობინებას. კონფიდენციალურობის შესახებ კანონები აგრძელებს ვინთარებას და თუ ფიქრობთ ან არ ხართ დარწმუნებული, ვრცელდება თუ არა თქვენზე რომელიმე უფლება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რათა შევაფასოთ თქვენი საკითხი და გირჩიოთ.

გადაწვეტილების ავტომატური მიღება

ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები ნიშნავს, რომ თქვენს შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტომატურად კომპიუტერის განსაზღვრის საფუძველზე (პროგრამული ალგორითმების საშუალებით), ჩვენ მიერ ადამიანის განხილვაში ადამიანის ჩარევის გარეშე.

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები, რათა ვაწარმოოთ საკრედიტო შეფასება თქენთან დაკავშირებით, იმ დროს, როდესაც თქვენ მიმართავთ Paysafe-ის გარკვეულ ფინანსურ მომსახურებებს ან თაღლითობის საწინაამღდეგო შემოწმებების გატარებისთვის თქვენს მიერ წარმოებული ტრანზაქციების მიმართ. თუმცა, თუ თქვენ იმყოფებით EEA-ში, თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები და მოითხოვოთ ადამიანის ჩარევით გადახედვას, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც თქვენ უზრუნველყოთ.

გთხოვთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელი შეტყობინება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უფლებები ჩვენთან დაკავშირებით ქვემოთ მოცემული დეტალების მეშვეობით.

დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

ზოგადად, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი საფუძვლების საფუძველზე:

  • თქვენი თანხმობის საფუძველზე, მაგალითად, გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინებები, კანონით მოთხოვნილი თანხმობის ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, შევიდეთ თქვენთან შეთანხმებაში და შევასრულოთ ხელშეკურლებით ნაკისრები ჩვენი ვალდებულებები;
  • შემთხვევებში, სადაც გაგვაჩნია ლეგიტიმური ინტერესები, რომელიც ამგვარი დამუშავების განხილვის საგანია და არ არღვევს თქვენს უფლებებს და თავისუფლებას;
  • შემთხვევებში, სადაც გვაქვს სამართლებრივი ვალდებულება შევაგროვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ან სხვაგვარად გვჭირდება თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რათა დავიცვათ თქვენი ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესები; ან
  • გამონაკლისი სახით, საზოგადოებრივი ინტერესის საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც სამართალდამცავი სააგენტოები მოითხოვენ დანაშაულის გამოძიებას.

მეტი ინფორმაციისთვის და მაგალითისთვის, გთხოვთ, გადახედოთ კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელ შეტყობინებას.

მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული ცვლილებები

მომავალში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შესაძლოა შევიტანოთ ჩვენს კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებაში გამოქვეყნდება აღნიშნულ გვერდზე და შესაბამის შემთხვევაში, ამის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას ელ.ფოსტის საშუალებით. გთხოვთ, ხშირად დაბრუნდით გადასახედად, რათა გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებაში ასახულ განახლებებს ან ცვლილებებს.

დაგვიკავშირდით

ყველა კომენტარი, კითხვები და მოთხოვნები ჩვენს მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენების თაობაზე მისასალმებელია. თუ გსურთ გამოიყენოთ თქვენი უფლებები ან მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება Paysafe ჯგუფის ხელმისაწვდომ კომპანიებს, რომლებსაც ეს შეტყობინება განეკუთვნება, თქვენ ქვემოთ უნდა მიუთითოთ მისამართი, შემოხაზული FAO კონფიდენციალურობის დეპარტამენტი ან დაგვიკავშირდეთ.

Paysafe-ის მონაცემთა დაცვის ოფიცერი დასახელებულია ქვემოთ და მასთან დაკავშირება შესაძლებელია

ზემოთ აღნიშნული დაკავშირების ბმულით ან ქვემოთ მოცემული მისამართის საშუალებით:

Mr Derek A Wynne

Paysafe, 1st floor, 2 Gresham Street, London EC2V 7AD